2012 წელი:

- მოგესალმებით, ერთი შეკითხვა მაქვს, შესაძლებელია მცხეთაში მქონდეს კავკასუსის ინტერნეტი?

ოპერატორი ბეჭდავს...

- გამარჯობათ ბატონო ლაშა, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით მცხეთაში არ გვაქვს დაფარვა,უახლოეს მომავალში აუცილებლად შემოვა ჩვენი ინტერნეტი მცხეთაშიც.
- დიდი მადლობა, გელოდებით სულით და გულით.
- სხვა ხომ არაფერი გნებავთ?
- არა, მადლობა და ნახვამდის.
- კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო ლაშა.

2014 წელი:

ოპერატორი ახლავე გიპასუხებთ:

- კაი ველოდები და მიპასუხებს იმედია დღეს.

ოპერატორი ბეჭდავს...

- მოგესალმებთ ბატონო ლაშა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- მოგესალმებით. მე ვცხოვრობ მცხეთაში და აქ ისეთი ინტერნეტია თმას გიწეწავს ფასი და სიჩქარე მტრედების გადაფრენის მსგავსია. შეგიძლიათ მანუგეშოთ და მითხართ რომ კავკასუს ონლაინის ინტერნეტი მალე მცხეთასაც მოედება?
- (ოპერატორი იცინის) სამწუხაროდ არა ბატონო ლაშა, ჩვენი დაფარვის ზონაში მცხეთა არ შედის.
- მადლობა ოპერატორო, თქვენ ნამდვილი ოპერატორი ხართ!
- სხვა ხომ არაფერი გნებავთ ბატონო ლაშა?
- არაფერი ქალბატონო ოპერატორო.
- ნახვამდის ბატონო ლაშა.
- ნახვამდის ქალბატონო ოპერატორო.

       ახლა ვნახოთ რა არჩევანი გვაქვს მცხეთელებს:

       ამას ემატება აფერისტობაც. სტანდარტში რომ წერია 512/1024, ერთხელ არ მინახავს 300_ს ზემოთ ყოფილიყოს!

       აქაოდა ბაზარი ჩვენიაო, რეგიონი ათვისებული გვაქვს და სხვა ვერავინ გაჭაჭანდებაო, რა ფასსაც უნდა იმას ადებენ და როგორ ინტერნეტსაც უნდა ისეთს უშვებენ, ოპერატორთან დარეკავ და გადაგყვებიან ისე გულიანად მოგემსახურებიან. ონლაინ კონსულტაცია უფრო მაგარი აქვთ - დარეკე აბონენტთა მომსახურების ნომერზეო. თუ "რემონტი" აქვთ, გაგითიშავენ ტელეფონს, ინტერნეტს, შუქს! რომ შეეძლოთ ჰაერსაც...

       ახლა ისევ გუგლის იმედად ვარ. ამას წინად მოვისმინე, გუგლს გადაუწყვეტია მთელი მსოფლიო WiFi_თ გამოკვებოს. ასობით საჰაერო ბუშტის "დამაგრებას" აპირებს ატმოსფეროში საიდანაც WiFi მთელს პლანეტას მოეფინება. ისევ ისინი თუ მიშველიან თორემ ამ ფულიჭამია კომპანიების იმედზე ჩემი მტერი იყოს.

       მორჩა, მეტი კომენტარის და წუწუნის სურვილიც არ მაქვს! ეს რა ჭირი გვჭირს ტო?!

ნახვა: 704

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გასაჭირი, ინტერნეტი, მცხეთა, ფული, ქველი

ლაშა: აპრილი 23, 2014||7:56pm

Kakha ნუგეში იცი ენითგამოუთქმელი :))) დავმშივდდი პირდაპირ.

ასეთ დროს ქართული გინება არის ყველაზე დიდებული ხალხური პროდუქტი!!! :) მერე იტყვიან რათაო! "ეს რა ჭირი გვჭირს ტო?!"

თა _ მო: აპრილი 24, 2014||12:01am

მთელი გულით თანაგიგრძნობთ :)

ლაშა: აპრილი 24, 2014||12:07am

Kakha ვითომ წყევლაზე გადავიდე? :))) აბა მე ვერც მყუარს შევუსვე მაგათ და ვერც მუმლს :))) თორემ დიდი სიამოვნებით :) 

ლაშა: აპრილი 24, 2014||12:13am

თა _ მო მადლობააა! :)) ♥ 

ლაშა: აპრილი 24, 2014||5:19pm

Kakha შენც მადლობა, კი არ მენანება რა იყო :)) 

Keti: აპრილი 24, 2014||5:21pm

ვაა შენ სულ უკმაყოფილო როგორ უნდა იყო მცხეთით :| ხან ტრანსპორტს უჩივი, ხან ინტერნეტს. არაა შენ მცხეთისთვის არა ხარ დაბადებული :P :D

ლაშა: აპრილი 24, 2014||5:36pm

Keti ან უბრალოდ კარგი მცხეთისთვის :)) აბა როგორ არ ვუჩვლო დღეს 30 წუთი დავაგვიანე ლექციაზე დალოცვილი ტრანსპორტის გამო, ინტერნეტი რომ არ ვარგა ეს ყველამ იცის... მაცადე, კიდევ მოივა თავში იდეები :)))) მე შენ გეტყვი მომაკლებს მცხეთა "სალანზღავს"! :)))

Keti: აპრილი 24, 2014||6:00pm

ლაშაა სანამ დროა წადი მცხეთიდან წადიიიი !! თორემ წაგიყვანენ მერე თეთრ პერანგში გახვეულს :D :D

BrOliKa: აპრილი 24, 2014||8:11pm

გავოცდი თვალები გამიპართოვდა :D :D

ლაშა: აპრილი 24, 2014||9:12pm

Keti მხარზე გადებულს თუ უბრალოდ გაკოჭილს და მფორთხვალერს? :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters