თვალები ჰქონა.. ოჰ, როგორ გითხრა, მწვანე, ჩამუქებული, უსიცოცხლო და სხივმოკლებული. ადრე ისე უციმციმებდა, სიცოცხლის ნაპერწკლებს ისვრიდა. სახე მუდამ ნათელი და მომღიმარი ქონდა.. ახლა აღარც იღიმის. თვალებში სევდა ჩაუსახლდა.
- რა მოუვიდა?
- ასე უთქვამთ, ვისაც დიდი სიყვარული შეუძლია, მან დარდიც დიდი იცისო..
- რაზე დარდობს?
- რა, გამოილია ქვეყნად სადარდებელი?
- მერედა არავინაა ვისაც დარდებს გაანდობს?
- კი, უფალი.
- სხვას არავის ენდობა?
- ეშინია...
- რისი ან ვისი?
- რომ ვერ გაუგებენ.
- რას?
- დარდებს, ზოგი დასცინებს ეგ რა დარდიაო, ნეტა შენ მოცლილი ხაარო, სხვა საქმე არ გაქვსო, ზოგი იდარდებს მართლა და მოსვენება დაეკაგება. ამიტომ ურჩევნია მხოლოდ უფალმა იცოდეს და გულის სიღრმეში ინახავს.
- რატომ გახდა ასეთი, ნუთუ დარდმა ასე ჩაუმუქა თვალები?
- იცი რატომ? მაშინ ბავშვი იყო, არ იცოდა რა იყო ნამდვილი დარდი, დარდობდა იმაზე რაზეც არ უნდა ედარდა, ტიროდა იმაზე რაც სატირალი არ იყო. ახლა გაიზარდა!
- ყველა დიდი ასე დარდობს?
- ჰმ, არა.. ზოგი დიდი ისევ ბავშვია! გაიზრდები და შენც მიხვდები..
- სასოწარკვეთილია?
- არა! ეს დროებითია, მას აქვს მომავლის იმედი. სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ელოდება იმ მზეს, რომელიც ამოვა და ადამიანებს გონებას გაუნათებს, გულს გაუთბობს. იმ ქარს ელოდება, რომელიც კაცს ღრუბელს გადაუყრის. იმ ფრინველს ელოდება, რომელიც მშვიდობას მოიტანს და ადამიანის გულს სიყვარულის ძალას მისცემს. მას სჯერა, რომ რამდენი იაც ამოვა გაზაფხულზე იმდენი კეთილი ადამიანი იქნება ქვეყანაზე და იმდენი სიკეთე გაკეთდება ერთმანეთისთვის.
" დავითმინოთ აწმყო მამაცურად, და მომავლით ვხარობდეთ!" ♥
ილურა...
12 მაისი
ელოდება იმ მზეს, რომელიც ამოვა და ადამიანებს გონებას გაუნათებს, გულს გაუთბობს :)) კარგიაა <3
მშვიდობის მტრედს მაგონებ შენი სათუთი შინაგანი სამყაროთი:*
ძალიან კარგია მართლა. მესიამოვნა ამის წაკითხვა. ნამდვილად კარგი ნამუშევარია. კარგად შეძელი დაგემტკიცებინა, რომ შედევრი, რომ დაწერო სულაც არაა საჭირო ბევრი წერა და წვალება... შენ შეძელი ეს საოცრად და ლამაზად აღგეწერა... ყოჩაღ <3
გიორგი ამ ჩანაბღაჯნს მე შედევრად არ ვთვლი :) :) მადლობა, შენ კი დიდ წარმატებებს გისურვებ
უხეშობა ჩემი საქმე არაა :D :D
პატარა გოგო დიდი სამყაროთი...ძალიან მომწონს თათი...
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 26, 2025.
საათი: 7:55am
0 კომენტარი
0 მოწონება
Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.
Season 9 of Diablo 4 introduces a gripping narrative centered around ancient Horadric knowledge, forgotten relics, and cursed dungeons. One of the earliest major quests in this journey is Bearing the Weight of Ghosts—a dark and challenging mission that picks up immediately after The Truth That Lies…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია