რამდენიმე კვირის წინ ხმამაღლადაც გავახმიანე ჩემი ერთი პროექტი, რომელიც ეხება თბილისის (და არა მხოლოდ) საზოგადოებრივი ტრანსპორტის, კონკრეტულად მიკროავტობუსების განახლება-რეკონსტრუქცია-გაუმჯობესებას. რამდენიმე, ფრიად საჭირო საზაფხულო მოწყობილობით აღჭურვას.
ალბათ უკვე ყველამ იცის თუ რა არის ეს:
დიახ, ეს გახლავთ ცეცხლის საწინააღმდეგო რადარ-წყალშხაპუნა (Fire Sprinkler ჰქვია თავის ენაზე). საკმარისია მის სიახლოვეს ან მასთან დაკავშირებული დეტექტორის სიახლოვეს დაგროვდეს დიდი რაოდენობით კვამლი, ან ძალიან მოიმატოს ტემპერატურამ, რომ თქვენი ოფისის სახურავიდან შესანიშნავი სანახაობის ჟუჟუნა წვიმა წამოვა, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება გარეთ თაკარა მზე იყოს!
სწორედ ეს მოწყობილობა გვჭირდებ ჩვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოღონდ ცოტა განსხვავებული დეტექტორით და განსხვავებული ჭავლით.
საჭირო მასალა:
როგორც მიხვდით ვაპირებ მარშრუტკებში წვიმა მოვიყვანო, მაგრამ ყველა როდი იმსახურებს ამ დასველებას, ამიტომ ყველა დეტალი გავწერე ცალ-ცალკე.
დეტექტორში ჩამონტაჟებულ სქემა-პროგრამაში გაწერილი იქნება ოფლის სურნელის ყველა ის შესაძლო ვარიანტი, დაწყებული ცხოველის ოფლისგან, დასრულებული ბავშვის ოფლით, რომელიც შეიძლება მარშრუტკაში მოიპოვებოდეს. საგანგებოდ ამ დეტექტორისთვის გამოკვლეული იქნება თბილისის შიდა საუბნო მარშრუტკების 50_მდე ხაზი და ასევე "თბილისი-სხვა ქალაქი" რეისების ხაზები. როდესაც სხვა ქალაქების რემონტაბელური მიკროავტობუსების მომარაგება მოხდება, იქაურ სპეციფიურ სურნელებსაც ავტომატურად დავამატებთ კატალოგს. ეს პირველი დეტალი.
შემდეგ...
თითოეული სავარძელი უნდა აღიჭურვოს ოდნავ მკვრივი ცელოფნის დამცავი "ზეწრებით" რომლებიც ჩამონტაჟებული იქნება სავარძლის მარცხენა გვერდით მხარეს და მისი გამოწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წვიმიანობის პერიოდში, გამოვა მარცხენა გვერდიდან და ჩაჯდება მარჯვენა გვერდში, სპეციალურ ბუდეში, ღვედის პრინციპის მსგავსად. ასევე წვიმიანობის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე, როდესაც დეტექტორი ავტომატურად განაცხადებს რომ ირთვება "მგზავრების დაბანის რეჟიმი", თვითმფრინავში ავარიული მდგომარეობისას სასუნთქი ჟანგბად მიწოდების მსგავსად, სავარძლის ზედა თაროდან ჩამოცვივდება ცელოფნისვე თავ-პირ დასაფარებლები.
დეტექტორი, რომელიც ჩამონტაჟებული იქნება სავარძელშივე, უზრუნველყოფს რომ ჰაერის არაჰიგიენურად დამაბინძურებელ პირს, არ მიეწოდოს არც თავ-პირდასაფარი ცელოფანი და არც "ზეწარმა" იმუშაოს მის სავარძელზე, ის "დასაბანი" ობიექტია.
უშუალოდ საპნიანი წლის ჩამოსხმის ადგილს, ეს იქნება თითოეული სავარძლის ზედა მხარეს, იქ სადაც წესით თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლთა იშვიათი მოწყალებით ცივი ქარი მაქშუტუნებელი ღრუ მდებარეობს და მის გვერდით ყოვლად გამოუყენებელი ნათურები. სწორედ ეს ნათურები გაუქმდება და მათ ნაცვლად დამონტაჟდება "საპონ-სასხავი" (თარო უფრო გაგანიერდება, რადგან ორივე სავარძელი კარგად დაფაროს და დაბანოს მგზავრი).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად სავარძლები იქნება მალშრობადი ზედაპირით, ან ხის ნოხით შემოლამაზებული ან რამე მსგავსით. ამ დეტალებს კიდევ დავაზუსტებთ.
პრობლემა რომელზეც ჯერ კიდევ ვმუშაობთ, არის ფეხზემ მდგომთა დაცვა "მყრალი თხევადი საპნისგან".
ვფიქრობ, როდესაც თაროების სიგანე მოიმატებს, უბრალოდ ფეხზედგომა შეუძლებელი იქნება თბილისის მიკროავტობუსებში, ამიტომ ეს პრობლემაც მოგვარებულად მიმაჩნია, თუ არადა შესაძლოა რამდენიმე გამწოვი დამაგრდეს ჭერზე, რადგან თუკი ფეხზემდგომი პირი აბინძურებს გარემოს, მისი დაბანა კი არ მოხდეს, არამედ ამ ჰაერის მომენტალურად გაწოვა. იქაც დამაგრდება რამდენიმე დეტექტორი, დაახლოებით 4-5 და იმ ადგილას, სადაც მაღალი მგრძნობელობა შეიმჩნევა დაუბანლობისა, ავტომატურად ჩაირთვება ძლიერი ჰაერ-გამწოვი.
ასევე ვმუშაობ ავტობუსებში ამ პრობლემასთან ბრძოლის კუთხით და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ შედეგებს.
კარგი პროექტია, იმსახურებს დამტკიცებას ;)
პ.ს. ძაან ბევრიი ვიცინე :D :D :D
ბალუკა სიცილი კარგია, მთავარია საქმეს წაადგეს :D ჰოოო, ვაპირე საქ-პატენტში მივიტანო :D
:D
ეჰ ჩემო კახა, მომხრეებიც არ იქნებიან ბევრნი, თორემ განხორციელებად ვინ ჩივის :D
მაცადე, მოვიდე მთავრობაში :D :D
ჩემი ხმა შენ თამო! :D
P.S. თლა ქვეყნის მთავრობაში აპირებ მოსვლას თუ ქალაქის? :D
მაშ ჩაგეძიები - რომელ ქალაქს? :D :))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია