2010 წელი იყო სკოლა რომ დავამთავრე და იმავ წელს მომიწია უნივერსიტეტში ჩაბარება, მაშინ ბევრი არაფერი იყო საფიქრალი, გამომდინარე ჩემი ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილებისა გავმხრიყავი სტუდენტი, ილუზია თსუ_ელობისა არ მქონია, ამიტომ ავირჩიე ილიაუნი და გავხდი იქაურიც (რაც ნამდვილად არ მინანია 4 წლის მანძილზე). 2014 წელია უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და ისევ უნივერსიტეტში მიწევს ჩაბარება, ოღონდ ერთით ზედა საფეხურზე - მაგისტრობას ვაპირებ.
ის თუ რა არის სამაგისტრო გამოცდები, ამაზე ჩემმა მეგობარმა თამუნამ უკვე ისაუბრა პოსტში "სამაგისტრო გამოცდები – ზაფხულის კიდევ ერთი ციებ–ცხელება", და იმდენად ამომწურავად რომ რაიმეს დამატებას აზრი არ აქვს. მე ახლა იმ პრობლემაზე მინდა ვისაუბრო რომლის წინაშეც ჩაბარების და ქულების გაგების შემდეგ დგება გამოცდაგამოვლილი მაგისტრანტი. დგება იმ შემთხვევაში თუკი საქმე ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებათაგან ეხება რომელიმეს და არა ზუსტ ან საბუნებისმეტყველოს. თუ რატომ, ამას სტუდენტობა გამოვლილი და სტუდენტობაში მყოფნი თავად მიხვდებიან.
განათლების სამინისტროს ქულაგამოსაქვეყნებელ გვერდზე ჩემი შედეგებიც წერია:
ამ შედეგების მიხედვით აშკარად გადალახული მაქვს მინიმალური ბარიერი და როგორც მამშვიდებენ ეს ფაქტი სრულიად საკმარისია იმისთვის რომ თავი მაგისტრანტად ჩავთვალო, მაგრამ მაგისტრანტი სად?
დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩემი ბლოგის მკითხველებს ალბათ ეს პოსტიც ემახსოვრება ფიქრები რომ მაწვიმდა გამოსაშვებ საღამოზე. დავამთავრე სოციოლოგია და გამოცდაც დავწერე B კატეგორიის, რადგან "შეჭვეული ჭირი ჯობს შეუჩვეველსო" აქამდე ამართლებდა და მგონია რომ არც აწი მიმტყუნებს (B კატეგორიაში ერთიანდება სოციალური მეცნიერებები, გარდა ეკონომიკისა). შეუჩვეველ ჭირში თსუ_ს მოვიაზრებდი რა თქმა უნდა. სხვა უნივერსიტეტის იდეაც კი არ მომსვლია თავში, არა იმიტომ რომ ეს ორი საუკეთესოები მგონია, არამედ იმიტომ რომ ახლომეზობელ მგეობრები არიან და შიდა წრიდან გასვლის ნერვებისშლა მეხამუშება.
ახლა 4 წლის საუნივერსიტეტო დავები - რომელი უფრო "მაგარია" თსუ თუ ილიაუნი ერთიანად ტივტივებენ ტვინში და ორივეს საკმაოდ დიდი ბევრი + და - აქვს დაგროვებული ასარჩევადაც და ზურგშესაქცევადაც, მაგრამ არჩევანის გაკეთება მაინც მომიწევს და ამიტომ ვკითხულობ შემოთავაზებებს ჩემი კატეგორიის ქვეშ.
ილიაუნი მთავაზობს:
მიმართულება: სოციალური მეცნიერებები
(იხ. ილიაუნი 2014 - 2015 სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი)
თითქმის საუკუნოვანმა თსუმ ჩამონათვალით ძალიან გაუსწრო ახალბედა ილიაუნის პროგრამებს:
მაგრამ საქმე იმაში კი არაა, რას აირჩევ. მთავარი შეკითხვა, რომელზეც სხვებითვის პასუხის გაცემამ უკვე დამღალა, მაგრამ საკუთარი თავისთვის პასუხი ვერ მიპოვია ჟღერს ასე:
რა გამოხვალ და სად იმუშავებ?
ჰო, აბა მიპასუხეთ ახლა, რა გამოვალ და სად ვიმუშავებ?!
ეს ფრიად საჭირბოროტო საკითხი მერესთის გადავდოთ. ახლა პოსტის მთავარი იდეა - ჩემო მეგობრებო, ვისაც B კატეგორია გაქვთ დატესტილი და აპირებთ ისოციალუროთ, იქნებ თქვენი არჩევანი გამანდოთ, რომ თუ სწავლაა არ ჯობს მეგობრების გარემოცვაში ვისწავლო? გავერთობი მაინც!
ველოდები გამოხმაურებებს!
ნახვა: 2273
ტეგები: NAEC, Qwelly, ბლოგი, განათლება, თსუ, ილიაუნი, მაგისტრატურა, სწავლა, უნივერსიტეტი, ქველი
ამას მაზოლზე ფეხის დაჭერა უფრო ჰქვია, ვიდრე არგუმენტირებული რჩევა :D
კარგი, მოდი თსუ განვიხილოთ, რომელიც მირჩიე. აბა იქიდან რომელს ამოარჩევდი რომელიც 50 წელზე უფრო ახლო მომავალში შეიძლება ვინმეს დასჭირდეს და თან პერეპქტიულიც იყოს? :D
კახა, შენ ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ხელწამოსაკრავი ნახე ხო? :)))
ლაშუჩ, კიდევ მშობლიური ილიაუნი ;)) თუმცა თუ მრავალფეროვნება გხიბლავს, შეგიძლია თსუ–ც მოსინჯო ;)
mariam kubaneishvili დიდი მადლობა ♥
ბალუჩ მეტად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად რომ არ ითვლებოდეს ადამიანის ცხოვრებაში მისი პროფესია, კი ავირჩევდი მრავალფეროვნებას და გართობას, მაგრამ დღეს ეტყობა ცხოვრების სამომავლო გამოწვევებზე ვფიქრობ და ამიტომ ვბჭობ ამდენს :D
ჰო, მაშინ შენ თვითონ გადაწყვიტე, მერე ვინმეს რამე რო არ დააბრალო :P :D
სხვა რო არაფერი მე რა რჩევა მოგცე, როცა მე თვითონ არ ვიცი მომავალში რას ვიზამ :D
მაგრამ აი წარმატებებს გისურვებ ლაშუჩ, რომელიც აუცილებლად გექნება, ყველგან და ყველაფერში ;) ♥
ლაშა, დაანგრიე სტერეოტიპი, აირჩიე ილიაუნი !!! :D :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია