როგორც ჩინელები ამბობენ, არასოდეს იქნება თქვენი ვიზიტი ჩინეთში სრულყოფილი თუ თქვენ არ ნახავთ დიდ კედელს ან არ გასინჯავთ პეკინურ შემწვარ იხვს, რომელიც გაზიარებთ ჭეშმარიტი ჩინური სამზარეულოს გემოს... გაგაცნობთ ჩინურ კულტურას...

ს არის ძალიან ცნობილი და გემრიელი კერძი თავისი ხანგრძლივი, საუკუნოვანი ისტორიით.

ამ კერძის მომზადების საიდუმლო  ცნობილი გახდა 1330 წელს საიმპერატორო სამზარეულოს მეთველყურის ჰუ სიჰუის მიერ.

დროთა განმავლობაში კი ეს რეცეპტი რამდენჯერმე შეიცვალა, თავდაპირველად, სუნის დინასტიის დროს X-XIII საუკუნეებში მას თიხის გარსში წვავნდენ,

  XIII საუკუნის ბოლოსა და XIV საუკუნის დასაწყისში კი იხვში დებდნენ ცხვრის ხორცის ფარშს, რათა დამპყრობელი მონღოლებისთვის მათი გემოვნების შესაფერისი კერძი შეეთავაზებინათ.

მინის დინასტიის ეპოქაში კი იხვს ისეთ მარინადში დებდნენ რომლის საშუალებითაც ხორცი განსაკუთრებულ ნაზ გემოს იძენდა და ჰქონდა თეთრი ფერი და თხელი კანი.

დღესდღეობითაც, თანამედროვე ეპოქაში ეს კერძი მომზადების რთულ და ხანგრძივ გზას გადის. მის მომზადებას თითქმის მთელი დღე-ღამე სჭირდება.

შემადგენლობა:

  1. იხვი - 2,5 კგ
  2. თაფლი - 2 ს.კ
  3. მშრალი ხერესი - 2 ს.კ
  4. თეთრი ძმარი - 1 ს.კ
  5. სახამებელი - 3 ს.კ
  6. წყალი - 6 ჭიქა (1500მლ)

მომზადება:

  • მოაჭერით ფრთების წინა ნაწილი და ცხიმი, გარეცხეთ წყლით და შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით
  • 6 ჭიქა წყალი ჩაასხით ქვაბში, დადგით მაღალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე
  • როცა ადუღდება დაამატეთ 2 ს.კ თაფლი და ურიეთ რომ გაიხსნას
  • შემდეგ დაამატეთ 2 ს.კ ხერესი, და 1ს.კ ძმარი
  • ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე
  • ამასობაში ერთმანეთს შეურიეთ 1/3 ჭიქა წყალი და 3 ს.კ სახამებელი, ურიეთ სანამ სახამებელი არ გაიხსნება და ერთიანი მასა არ გახდება
  • ეს მასა დაამატეთ მდუღარე ქვაბში, მოურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე
  • შემდეგ ამ ნარევში ფრთხილად ჩაუშვით იხვი, გამოიყენეთ კოვზი რათა სრულად დაფაროთ იხვი ნარევით, რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ იხვს მით უფრო ტკბილი ხორცი ექნება
  • შემდეგ 6 საათით გამოაშრეთ ჰაერზე, ეს მოაშორებს სინესტეს და კანი დაიჭიმება
  • ლანგარზე დაასხით 3-5სმ_ის სიმაღლეზე წყალი და ისე შედგით ქურაში იხვი, ეს მას შეუნარჩუნებს სინოტივეს, შეწვით 260 გრადუსზე
  • 30 წუთის შემდეგ ამოაბრუნეთ, და შეწბით კიდევ 45 წუთი, ბოლოს ისევ ამოაბრუნეთ კიდევ 30 წუთი შეწვით.
  • ამ კერძს ჩინელები ტრადიციულად სოიოს მოტკბო სოუსთან, ჰოისინთან და კიტრთან ერთად მიირთმევენ

ტეგები: Qwelly, qwellynaria, recipe, იხვი, პეკინი, პეკინურად, რეცეპტი

ნახვა: 1693

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters