ერთი კვირაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა შეწყდა. დაგვითხოვეს და საგამოცდო-სარეფერატო-სანაშრობებო პერიოდში ვართ, მაგრამ მათ ვინც 4 წელი შეალია უნივერსიტეტის სტუდენტურ წოდებას, ახლა დაუდგათ დრო ბაკალავრები ეწოდოთ და ეს ყოველივე ღონისძიებით დაგვირგვინდეს.

საქმე ისაა, რომ 4 კურსის განმავლობაში უამრავი ადამიანის გაცნობას და დამეგობრებას ახერხებ, პირველი კურსზე ჯგუფელებიც კი გყავს (მათემატიკა, აკადემიური წერა, შთა და კომპიუტერები გაერთინაბეთ), მომდევნო კურსებზე პროფესიის მიხედვით შეიძლება მოხდეს ისე რომ ერთსა და იმავე ადამიანს რამდენჯერმე გადაეყარო და ბევრი კურსი ერთად დაძლიოთ. მოკლედ, 4 წლის მონაგარი საშუალოდ დაახლოებით 100-150 ადამიანია. მაგრამ დასასრული ღონისძიების აღნიშნვა ამდენივესთან ერთად არ გიწევს რა თქმა უნდა.

როგორც ილიაუნი იტყობინება 29 ივნისს, საღამოს 7 საათზე გამოსაშვები ღონისძიება იმართება, კერძოდ:

"ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია.

ტრადიციულად, წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული კურსდამთავრებული, რომელიც გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.

ცერემონიას სტუმრის სტატუსით ეწვევა ნიუ-იორკის ჯულიარდის კონსერვატორიის ვარსკვლავი, პიანისტი დავით ალადაშვილი. შეგახსნებეთ, რომ ამა წლის აპრილის თვეში დავით ალადაშვილმა და ნატალია ქუთათელაძემ საქველმოქმედო კონცერტი გამართეს, კონცერტზე შემოსული თანხა კი ილიაუნის ბავშვთა და მოზარდთა კლინიკას გადაურიცხეს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ბაკალავრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში აყრით დასრულდება.

ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებს ილიაუნის როკ-ჯგუფი "yellow mellow".

დრო: 29 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის წინა ეზო (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32)"

ახლა მთავარი კითხვა ამ პოსტისა, რომელიც უპირველესად 4 წლის განმავლობაში დანაცნობებულ-დამეგობრებულებს ეხებათ:

ვინ სად იდგებით და როგორ აპირებთ ღონისძიების აღნიშვნას?! ☺

ტეგები: Iliauni, Qwelly, აღნიშვნა, ბანკეტი, ილიაუნი, უნივერსიტეტი

ნახვა: 847

გამოხმაურებები!

ლაშა, მთავარია ის მშვენიერი მანტია გეცვას და ქუდი გეხუროს, რომ მერე ჰაერში ასროლით აღნიშნო დასრულება ბაკალავრის. :) :) ეჰ! 

მშვენიერი მანტია ჰო, მაგრამ მე უფრო ის მშვენიერი ქუდი მომწონს :'((((((( რა საშინელებაა, რა იყო ეს. 

სხვათაშორის, ჩემს ერთ მეგობარს მართლა მოუხდა, აი მე კი რა მოგახსებო. უკუღმა რომ ვიფარებ, ყურებზეც ჩამოდის და მითბობს ნესტან, მაგრამ ისე არ მეტევა :((( 

nestan_მ თქვა:

ლაშა, მთავარია ის მშვენიერი მანტია გეცვას და ქუდი გეხუროს, რომ მერე ჰაერში ასროლით აღნიშნო დასრულება ბაკალავრის. :) :) ეჰ! 

:)))) ილიაუნმა მეტის ღირსები არ იყავითოოოო. :) არც მე მომწონს, არც მომერგო, არც მომიხდაა:((( ასეა უმეტესობა, მაგრამ მაინც ყველა ჩავიცვამთ მაგ დღეს.

ლაშა_მ თქვა:

ჰო nestan, ცოტა ხნით ვითამაშე მარტო ჰარი პოტერობა სახლში და მერე დავდე ისევ :(( ჩემი ძმიშვილები გავამხიარულე :D მოდი და ნუ ჩაიცმევ, სხვას მაინც არ მოგცემენ და :D :)) 

nestan_მ თქვა:

:)))) ილიაუნმა მეტის ღირსები არ იყავითოოოო. :) არც მე მომწონს, არც მომერგო, არც მომიხდაა:((( ასეა უმეტესობა, მაგრამ მაინც ყველა ჩავიცვამთ მაგ დღეს.

ლაშა ზუსტად რა ადგილას ვიდგები ეგ ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ შენთან ერთი ფოტო რომ არ გადავიღო იმ ძვირფასი მანტია-ქუდით ხომ ჩამივარდა მთელი 4 წელი წყალში :D :D 

თა _ მო მაშ მობილური არ გამორთო :D :)) მე ორი დღეა ვჩალიჩობ ძველ ქუდებს :(( თსუ_შიც ვითხოვე, სხვა უნიშიც :(( 

თა _ მო_მ თქვა:

ლაშა ზუსტად რა ადგილას ვიდგები ეგ ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ შენთან ერთი ფოტო რომ არ გადავიღო იმ ძვირფასი მანტია-ქუდით ხომ ჩამივარდა მთელი 4 წელი წყალში :D :D 

ლაშა მე გამორთული ტელეფონით არ ვმოძრაობ რა :))) ახლა ვიღაცა ჩამქოლავს, მაგრამ მაინც ვიტყვი :))) "დაჟე" გეპეიმ გვაჯობა მანტია-ქუდობაში :)))) 

P.S. გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ჩემს ხუმრობას :)))

მანტია ქუდები ჩემი ტკივილია მაგრამ რას ვიზამ ვეგუებიი რო უნდა ჩავიცვა:დ მთელი სემესტრი მაგას ველოდი და ეს რა გაგვიკეთეს :დ მე სადმე უკან დავდგები რომ არ გამოვჩნდე :დ 

შენ იმის იმედი ნუ გექნება რომ დაიმალები :)))

ფიქრია შაქარიშვილი_მ თქვა:

მანტია ქუდები ჩემი ტკივილია მაგრამ რას ვიზამ ვეგუებიი რო უნდა ჩავიცვა:დ მთელი სემესტრი მაგას ველოდი და ეს რა გაგვიკეთეს :დ მე სადმე უკან დავდგები რომ არ გამოვჩნდე :დ 

ფიქრია შაქარიშვილი თუ საერთოდ არ მოხვალ თორემ სხვანაირად როგორ უნდა დაიმალო არც მე ვიცი :D 

ფიქრია შაქარიშვილი_მ თქვა:

მანტია ქუდები ჩემი ტკივილია მაგრამ რას ვიზამ ვეგუებიი რო უნდა ჩავიცვა:დ მთელი სემესტრი მაგას ველოდი და ეს რა გაგვიკეთეს :დ მე სადმე უკან დავდგები რომ არ გამოვჩნდე :დ 

მოვახერხებ რამეს :დ

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters