ერთი კვირაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა შეწყდა. დაგვითხოვეს და საგამოცდო-სარეფერატო-სანაშრობებო პერიოდში ვართ, მაგრამ მათ ვინც 4 წელი შეალია უნივერსიტეტის სტუდენტურ წოდებას, ახლა დაუდგათ დრო ბაკალავრები ეწოდოთ და ეს ყოველივე ღონისძიებით დაგვირგვინდეს.
საქმე ისაა, რომ 4 კურსის განმავლობაში უამრავი ადამიანის გაცნობას და დამეგობრებას ახერხებ, პირველი კურსზე ჯგუფელებიც კი გყავს (მათემატიკა, აკადემიური წერა, შთა და კომპიუტერები გაერთინაბეთ), მომდევნო კურსებზე პროფესიის მიხედვით შეიძლება მოხდეს ისე რომ ერთსა და იმავე ადამიანს რამდენჯერმე გადაეყარო და ბევრი კურსი ერთად დაძლიოთ. მოკლედ, 4 წლის მონაგარი საშუალოდ დაახლოებით 100-150 ადამიანია. მაგრამ დასასრული ღონისძიების აღნიშნვა ამდენივესთან ერთად არ გიწევს რა თქმა უნდა.
როგორც ილიაუნი იტყობინება 29 ივნისს, საღამოს 7 საათზე გამოსაშვები ღონისძიება იმართება, კერძოდ:
"ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია.
ტრადიციულად, წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული კურსდამთავრებული, რომელიც გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.
ცერემონიას სტუმრის სტატუსით ეწვევა ნიუ-იორკის ჯულიარდის კონსერვატორიის ვარსკვლავი, პიანისტი დავით ალადაშვილი. შეგახსნებეთ, რომ ამა წლის აპრილის თვეში დავით ალადაშვილმა და ნატალია ქუთათელაძემ საქველმოქმედო კონცერტი გამართეს, კონცერტზე შემოსული თანხა კი ილიაუნის ბავშვთა და მოზარდთა კლინიკას გადაურიცხეს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ბაკალავრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში აყრით დასრულდება.
ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებს ილიაუნის როკ-ჯგუფი "yellow mellow".
დრო: 29 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის წინა ეზო (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32)"
ახლა მთავარი კითხვა ამ პოსტისა, რომელიც უპირველესად 4 წლის განმავლობაში დანაცნობებულ-დამეგობრებულებს ეხებათ:
ვინ სად იდგებით და როგორ აპირებთ ღონისძიების აღნიშვნას?! ☺
ტეგები: Iliauni, Qwelly, აღნიშვნა, ბანკეტი, ილიაუნი, უნივერსიტეტი
ლაშა, მთავარია ის მშვენიერი მანტია გეცვას და ქუდი გეხუროს, რომ მერე ჰაერში ასროლით აღნიშნო დასრულება ბაკალავრის. :) :) ეჰ!
მშვენიერი მანტია ჰო, მაგრამ მე უფრო ის მშვენიერი ქუდი მომწონს :'((((((( რა საშინელებაა, რა იყო ეს.
სხვათაშორის, ჩემს ერთ მეგობარს მართლა მოუხდა, აი მე კი რა მოგახსებო. უკუღმა რომ ვიფარებ, ყურებზეც ჩამოდის და მითბობს ნესტან, მაგრამ ისე არ მეტევა :(((
nestan_მ თქვა:
ლაშა, მთავარია ის მშვენიერი მანტია გეცვას და ქუდი გეხუროს, რომ მერე ჰაერში ასროლით აღნიშნო დასრულება ბაკალავრის. :) :) ეჰ!
:)))) ილიაუნმა მეტის ღირსები არ იყავითოოოო. :) არც მე მომწონს, არც მომერგო, არც მომიხდაა:((( ასეა უმეტესობა, მაგრამ მაინც ყველა ჩავიცვამთ მაგ დღეს.
ლაშა_მ თქვა:
მშვენიერი მანტია ჰო, მაგრამ მე უფრო ის მშვენიერი ქუდი მომწონს :'((((((( რა საშინელებაა, რა იყო ეს.
სხვათაშორის, ჩემს ერთ მეგობარს მართლა მოუხდა, აი მე კი რა მოგახსებო. უკუღმა რომ ვიფარებ, ყურებზეც ჩამოდის და მითბობს ნესტან, მაგრამ ისე არ მეტევა :(((
nestan_მ თქვა:ლაშა, მთავარია ის მშვენიერი მანტია გეცვას და ქუდი გეხუროს, რომ მერე ჰაერში ასროლით აღნიშნო დასრულება ბაკალავრის. :) :) ეჰ!
ჰო nestan, ცოტა ხნით ვითამაშე მარტო ჰარი პოტერობა სახლში და მერე დავდე ისევ :(( ჩემი ძმიშვილები გავამხიარულე :D მოდი და ნუ ჩაიცმევ, სხვას მაინც არ მოგცემენ და :D :))
nestan_მ თქვა:
:)))) ილიაუნმა მეტის ღირსები არ იყავითოოოო. :) არც მე მომწონს, არც მომერგო, არც მომიხდაა:((( ასეა უმეტესობა, მაგრამ მაინც ყველა ჩავიცვამთ მაგ დღეს.
ლაშა ზუსტად რა ადგილას ვიდგები ეგ ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ შენთან ერთი ფოტო რომ არ გადავიღო იმ ძვირფასი მანტია-ქუდით ხომ ჩამივარდა მთელი 4 წელი წყალში :D :D
ლაშა მე გამორთული ტელეფონით არ ვმოძრაობ რა :))) ახლა ვიღაცა ჩამქოლავს, მაგრამ მაინც ვიტყვი :))) "დაჟე" გეპეიმ გვაჯობა მანტია-ქუდობაში :))))
P.S. გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ჩემს ხუმრობას :)))
მანტია ქუდები ჩემი ტკივილია მაგრამ რას ვიზამ ვეგუებიი რო უნდა ჩავიცვა:დ მთელი სემესტრი მაგას ველოდი და ეს რა გაგვიკეთეს :დ მე სადმე უკან დავდგები რომ არ გამოვჩნდე :დ
შენ იმის იმედი ნუ გექნება რომ დაიმალები :)))
ფიქრია შაქარიშვილი_მ თქვა:
მანტია ქუდები ჩემი ტკივილია მაგრამ რას ვიზამ ვეგუებიი რო უნდა ჩავიცვა:დ მთელი სემესტრი მაგას ველოდი და ეს რა გაგვიკეთეს :დ მე სადმე უკან დავდგები რომ არ გამოვჩნდე :დ
ფიქრია შაქარიშვილი თუ საერთოდ არ მოხვალ თორემ სხვანაირად როგორ უნდა დაიმალო არც მე ვიცი :D
ფიქრია შაქარიშვილი_მ თქვა:
მანტია ქუდები ჩემი ტკივილია მაგრამ რას ვიზამ ვეგუებიი რო უნდა ჩავიცვა:დ მთელი სემესტრი მაგას ველოდი და ეს რა გაგვიკეთეს :დ მე სადმე უკან დავდგები რომ არ გამოვჩნდე :დ
მოვახერხებ რამეს :დ
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 17, 2025.
საათი: 10:58am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Diablo 4: Season 10 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing Horadrim while introducing new gameplay mechanics, elite dungeon encounters, and Diablo 4 gold faction-based progression.
This guide will walk you through everything you need to complete the…
გაგრძელება
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
© 2025 George.
•