ბერლინელი მხატვარი მოკი შთაგონებას პოულობს იაპონელი მხატვრის ჰაიაო მიაზაკის ნამუშევრებში და ამავე დროს ბუნებაში. მისი ნახატები შერწყმულია ჩრდილოურ ლანდშაფტთან, ანუ როგორც თვითონ ხსნის ,,იზოლირებლი სკანდინავიური და ირლანდიური რელიეფები, სუბარქტიკული გაყინული ტბა, ხელუხლებელი გამოქვაბულები და ხავსიანი მდელოები, მთები ადამიანური ფორმებით ქარისა და წყლისაგან გამოკვეთილი''. მოკიმ შერწყმა გაუკეთა ადამიანსა და ბუნებას, მწვანეში ჩაფლულ მინდვრებსა და წყნარი ზღვის წყალს.


კითხვაზე, თუ რატომ აერთიანებს ადამიანს ბუნებასთან, მოკიმ უპასუხა: ჩემი ნახატები ასახავს ცნობერების იმ ნაწილ როცა ვერ არჩევ შენს თავს სხვებისაგან, გრძნობა როცა აცნობიერებ შენ გარშემო ყველაფერს. ჩინელი ფილოსოფოსი ჟანგ ჟოუ წერს ჟუანგჯის პეპელაზე თავის ერთ-ერთ წიგნში: ერთხელ ჟუანგზის ესიზმრა პეპელა, რომელიც დაფარფატებდა უდარდელად, ნაზად, მან არ იცოდა, რომ ჟუანგჯი იყო. ამ დროს მას გაეღვიძა და აღმოაჩინა, რომ იყო ძლიერი, მტკიცე და შეუცდომელი. მაგრამ მან არ იცოდა ის პეპელა იყო რომელიც ესიზმრა, თუ პეპელა იყო და ჟუანგჯი ესიზმრებოდა.


მოკის ბევრი ნახატი შეიძლება იპოვოტ მის მეორე წიგნში სახელად ,,როგორც გავუჩინარდეთ''. წიგნში 66 ნახატია, მათ შორის 33 შავ-თეთრი. მასზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გინკო პრესში.

ჩემი აზრით, კარგია, როცა მხატვარი ორიგინალურ ხედვას ეძებს, და პოულობს კიდეც, მაგრამ ამ სამყაროში უკვე იმდენი ორიგინალური აზრი და ქმედება არსებობს, რომ ორიგინალურობაც კი ბანალური გახდა.

ნახვა: 316

გამოხმაურებები!

ვერ დაგეთანხმები.... ნამდვიილად :)))) მხატვარს თავის სამყარო აქვს თავისი თვალით დანახული ყოველი არსება თუ ბუნება თუ ყველაფერი თავისი... ორიიგინალოობასთან დაკავშირებით კი ასე გეტყოდი დღეს ბანალურობა უკვე ორიგინალურობაა დამიჯერე ასეა :)))))

RSS

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters