სანტ ამბროჯიოს ბაზილიკა მილანში.
XI_XII სს. იტალიური არქიტექტურის განვითარებაში წამყვანი როლი ეკუთვნის ქვეყნის ჩრდილოეთ ოლქებს, განსაკუთრებით ლომბარდიას. სანტ ამბროჯიოს ბაზილიკა მილანში ლომბარდიის ერთ_ერთი ადრეული და უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩრდილოეთ იტალიის საკულტო არქიტექტურის შემდგომ განვითარებაზე. პირვანდელი IVს. ნაგებობა კაპიტალურად გადაკეთდა IXს_ში. ამ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს შენობის ყველაზე ძველი შემორჩენილი ნაწილი აფსიდები და ნახევარცილინდრული კამარით გადახურული მალი. ბაზილიკის ძირითადი ნაწილი XI_XII საუკუნეებშია აგებული. ის წარმოადგენს სამნავიან კორპუსს ტრანსეპტის გარეშე, რომელსაც მის მთელ სიგანეზე წინ უძღვის XIს-ის ბოლოს აგებული ორიარუსიანი ნარტექსი. შუა ნავის ჯვრული კამარები მიწისძვრის შემდეგ, XIს. ბოლოს და XIIს. დასაწყისშია აგებული. აფსიდასთან შუა ნავის ყველაზე ახლოს მდებარე უჯრედი ჩამონგრევის მერე XIIს_ის ბოლოს ოქტაგონური (რვაწახნაგიანი ყელით) გუმბათით გადახურეს. ბაზილიკის ფასადი ფლანკირებულია ორი კოშკით დაბალი ე.წ. ბერთა კამპანილა სავარაუდოდ IXს-შია აგებული და მაღალი ე.წ. კანონიკთა კამპანილა - XIIს-ში. ეს უკანასკნელი ტიპურ ლომბარდიულ ხასიათშია გადაწყვეტილი. ის ვერტიკალური პილასტრებითაა არტიკულირებული და ჰორიზონტალური კარნიზებით რამდენიმე იარუსადაა დაყოფილი. მათგან მხოლოდBბოლო იარუსია გახსნილი გამჭოლი თაღებით, სადაც სამრეკლოა განთავსებული.
სანტ ამბროჯიოს ბაზილიკა პირველი ძეგლია იტალიაში, შესაძლებელია ევროპაშიც, სადაც შუა და გვერდითა ნავებში გამოიყენეს ჯვრულ-კამაროვანი გურტებიანი (წიბოებიანი) გადახურვის სისტემა. შუა ნავის ყოველ უჯრედს შეესაბამება გვერდითა ნავის ორი ინტერვალი. უჯრედები გადახურულია ნახევარწრიულ თაღებზე მოწყობილი ჯვრული კამარებით. კამარის ზედაპირების შეერთების ადგილები ხაზგასმულია წიბოებით. თითოეულ მათგანს საყრდენთა კონაში თავისი ღერო შეესაბამება. ცენტრალური ნავისა და ორიარუსიანი გვერდითა ნავების სიმაღლეებს შორის სხვაობა შუა ნავში სარკმლების მოწყობის საშუალებას არ იძლეოდა. შუა ნავიდან განმბრჯენი ძალა გვერდითა ნავების სხვენის სართულში მოწყობილი განივი კედლების საშუალებით გარე კედლებსა და კონტრფორსებზე გადადიოდა. მშენებლობის არასრულყოფილი ტექნიკის გამო კამარების ნაწილმა ერთ საუკუნესაც ვერ გაუძლო და ჩამოინგრა.
სანტ ამბროჯიოს ბაზილიკა არა მარტო კონსტრუქციულ სამშენებლო სისტემის ნოვაციით გამოირჩევა, არამედ ახალი არქიტექტურული სტილით, რომელიც სახასიათო გახდა იტალიის არქიტექტურაში მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში. ამ სტილის საერთო ნიშნებია: სისადავე, ფართო, გაწონასწორებული შიდა სივრცეები, სიმშვიდე. ყველაფერი ეს სრულიად ინდივიდუალურ ინტერპრეტაციას იღებს სანტ ამბროჯიოს ტაძარში თავისებური განათებისა და რთული რიტმის გამო. მთავარი ნავის სივრცით წყობაში კამარების ქუსლებამდე აზიდული პილასტრებით გამოკვეთილი ძირითადი საყრდენების რიტმი შეთავსებულია გვერდითა გალერეების მალების შესაბამის მეორეხარისხოვან მცირე თაღების და საყრდენების რიტმთან. ტაძრის ინტერიერის ამ დინამიურ დანაწევრებას უპირისპირდება ელემენტები, რომლებიც საერთო მთლიანობას უსვამენ ხაზს: გვერდითა თაღედის ერთნაირი ნახევარწრიული არქივოლტები, მალიდან მალზე გარდამავალი თაღოვანი ზოლები. არქიტექტურული ფორმების მთელი ეს სისტემა შესასვლელიდან ნავის სიღრმისკენ ცვალებად შუქ_ჩრდილში იძირება, კრიპტაზე ამაღლებული საკურთხეველი კი პირდაპირი შუქით ნათდება აფსიდებში და გუმბათის რვაწახნაგა Yყელში მოწყობილი მაღალი სარკმლებით.
ბაზილიკის გარე სახეს ატრიუმი განსაზღვრავს (ერთადერთი, რომელიც ჩრდილოეთში შემორჩა). ატრიუმის დიდებული თაღედი და ჯვრული კამარებით გადახურული გალერეები ტაძრის მთავარი ფასადის თაღედს ეხმიანება მისი ლოჯიებით, რომლებიც ნარტექსის მთელ სიღრმეშია გახსნილი. თაღედის თავზე აღმართული ფრონტონი ფასადს კლასიკურად დასრულებულ შესახედაობას სძენს. ატრიუმისგან, ბაზილიკისაგან და კამპანილებისაგან შემდგარი ანსამბლის მთლიანობას განაპირობებს მთავარი და მეორეხარისხოვანი არქიტექტურული ფორმების ერთიანობა და საშენი მასალა: მუქი წითელი აგური კედლებსა და თაღებში, თლილი ქვა ბოძებში, კაპიტელებში, კამპანილათა ქვედა ნაწილებში და ა.შ.
სანტ ამბროჯიოს სილუეტი დასრულებულია გუმბათის აგურის ოქტაგონით, რომლის წახნაგები შემსუბუქებულია ორ იარუსად მოწყობილი თაღოვანი გალერეებით და შეკრულია შესანიშნავად შესრულებული თაღოვანი სარტყლის სახით დამუშავებული აგურის კარნიზით. მსგავსი გუმბათები ლომბარდიის საკულტო არქიტექტურაში ტიპურ ელემენტად იქცა.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
© 2026 George.
•