← დასაწყისი

ჰმ! - ჩაიღიმა დოქტორმა ბ-მ. - გეტყობათ კიდეც. ჩენტოვიჩს ალმური მოეკიდა სახეზე. მაგით რა გინდათ თქვათ? - ჰკითხა მან გააფთრებით და უხეშად. დოქტორმა ბ-მ ძუნწად, მაგრამ გაბრაზებით ჩაიღიმა: - არაფერი, გარდა იმისა, რომ თქვენ უთუოდ ძალიან ღელავთ. ჩენტოვიჩი დადუმდა და კვლავ დახარა თავი. შვიდი წუთის მერე გააკეთა შემდეგი სვლა. შემდეგშიც თამაში იგივე მკვდრული ტემპით გაგრძელდა. სანამ სვლას გააკეთებდა, იცავდა დადგენილი დროის მაქსიმუმს. ჩვენი მეგობარი ყოველი სვლის შემდეგ სულ უცნაური ხდებოდა. ისეთი შესახედაობა ჰქონდა, თითქოს პარტია სულაც აღარ აინტერესებს, სულ სხვა რაიმეთია დაკავებულიო. მან შეწყვიტა მღელვარედ სეირნობა, იჯდა უძრავად, ამღვრეული, თითქმის გიჟის თვალებით გაჰყურებდა სივრცეს და რაღაც გაუგებარ სიტყვებს ბურტყუნებდა თავისთვის ფიქრებში გართული, ან რაღაც უსასრულო კომბინაციების გამოთვლაში იყო გართული, ან, ჩემი აზრით, სულ სხვა პარტიებზე ფიქრობდა. ასე იყო თუ ისე, როცა ჩენტოვიჩი ითამაშებდა, საჭირო ხდებოდა დოქტორ ბ-ს გამოფხიზლება. მაშინ ერთი ან ორი წამი სჭირდებოდა, რომ მდგომარეობაში გარკვეულიყო.

   თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ დოქტორ ბ-ს დაეწყო ჩუმი შეშლილობის შეტევები, რომელიც ყოველ წუთს შეიძლებოდა უფრო მწვავე ფორმებში გადასულიყო. თითქოს დავავიწყდით ჩვენც და ჩენტოვიჩიც. და მართლაც, მეცხრამეტე სვლაზე კრიზისი გამწვავდა, გააკეთა თუ არა ჩენტოვიჩმა სვლა, დოქტორმა ბ-მ ერთ წუთს გადახედა დაფას, უეცრად გადასწია თავისი ოფიცერი სამი უჯრით წინ და ხმამაღლა, ისე რომ ყველანი შევკრთით, დაიძახა: - ქიში, ქიში მეფეს!

   რაღაც არაჩვეულებრივის მოლოდინში ყველას თვალები დაფას მიაშტერდა, მაგრამ გაიარა წუთმა და მდგომარეობა მოულოდნელად შეიცვალა, ჩენტოვიჩმა მოულოდნელად ასწია თავი, რაც აქამდე არ უქნია, მოგვათვალიერა ყველანი, ეტყობოდა, რაღაც სიამოვნებას ჰგვრიდა, ბაგეებზე ნელ-ნელა კმაყოფილი, დამცინავი ღიმილი გამოეხატა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დატკბა ჩვენთვის გაუგებარი სიხარულით, ნაძალადევი თავაზიანობით მოგვმართა: - მაპატიეთ, მაგრამ მე ვერ ვხედავ ქიშს, ბატონებო! - იქნებ რომელიმე თქვენთაგანმა მაჩვენოს, რა ემუქრება ჩემს მეფეს?

   ჯერ დაფას გადავავლეთ თვალი, შემდეგ დაბნეულებმა დოქტორ ბ-ს, ჩენტოვიჩის მეფე დაცული იყო პაიკით. ამას ბავშვიც კი შეამჩნევდა, ასე რომ, არავითარ ქიშზეც ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა. შევწუხდით, იქნებ ჩვენმა მეგობარმა გადასწია ფიგურა კვადრატით უფრო შორს, ან უფრო ახლოს, ვინემ საჭირო იყო?

   ჩვენმა დუმილმა დოქტორ ბ-ს ყურადღება მიიპყრო. მან დაკვირვებით დახედა დაფას და ენის ბორძიკით დაიწყო: - მაგრამ მეფე ხომ f 7-ზე უნდა იდგეს. ის სწორად არ დგას. არა დგას სწორად. თქვენ გააკეთეთ არა სწორი სვლა... არც ერთი ფიგურა არ დგას თავის ადგილზე. ეს პაიკი უნდა იდგეს d 5-ზე და არა d 4 ეს სულ სხვა პარტიაა... ეს...

   ის უეცრად შეჩერდა. მე მაგრად ჩავავლე მკლავში ხელი, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ისე მაგრად ვუჩქმიტე, რომ საშინლად არეულმა იგრძნო, მომიტრიალდა და მთვარეულივით მკითხა: - რა... რა გნებავთ თქვან?

- Remember! - მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ვუთხარი და თითით ნელა შევეხე ნაჭრილობევზე. მან ანგარიშმიუცემლად გააყოლა თვალი ჩემს მოძრაობას, თავისი შუშის თვალები მიაპყრო სისხლივით წითელ ზოლს. უცბათ მთელი სხეული აუცახცახდა, შუბლზე მსხვილმა ოფლის წვეთებმა დაასხა.

- ღვთის გულისათვის, მითხარით, - წაიჩურჩულა გათეთრებული ბაგეებით, - ნუთუ მე ვთქვი ან ჩავიდინე რაიმე სისულელე? ნუთუ ისევ?..

- არა, - წყნარად ჩავჩურჩულე მე, - მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ თამაში... გაიხსენეთ, რა გითხრათ ექიმმა.

დოქტორ ბ. უეცრად წამოხტა სკამიდან.

- გთხოვთ მაპატიოთ ჩემი სულელური შეცდომა, - თქვა მან თავაზიანად თავდახრილმა ჩენტოვიჩის წინაშე, - რა თქმა უნდა, სისულელე ვთქვი, თავისთავად იგულისხმება, რომ ეს პარტია თქვენ მოიგეთ.

   შემდეგ შემობრუნდა ჩვენკენ: - თქვენც, ბატონებო, გთხოვთ მაპატიოთ. მაგრამ წინასწარ რომ გაგაფრთხილეთ, ჩემზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ-მეთქი. მაპატიეთ, რომ ასე სამარცხვინოდ დავამთავრე თამაში. ეს უკანასკნელია, რომ შევცდი და ვითამაშე ჭადრაკი.

   დაგვემშვიდობა და გაგვშორდა მორიდებითა და იდუმალებით აღსავსე გამომეტყველებით, ისევე როგორც პირველად მოგვევლინა. მხოლოდ მე ვიცოდი, ეს კაცი რატომ არ გაეკარებოდა ჭადრაკს აღარასოდეს.

დანარჩენები დაბნეულები იდგნენ, ბუნდოვნად ხვდებოდნენ, რომ წკიპზე აცდნენ უსიამოვნო და სახიფათო ინციდენტს.

- Damned fool! - ჩაიბურტყუნა მაკ კონორმა.

   სულ ბოლოს ჩენტოვიჩი წამოდგა. ერთხელ კიდევ გადაავლო თვალი დაუმთავრებელ პარტიას.

- ძალიან სამწუხაროა, - დიდსულოვნად წარმოთქვა მან. - იერიში არც თუ ისე ცუდად იყო ჩაფიქრებული. დილეტანტის კვალობაზე ეს კაცი განსაცვიფრებლად თამაშობს.

 

 

ნახვა: 1818

ბლოგ პოსტები

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters