ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე გახლდნენ ასურელი მოღვაწეები,რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს. ეს მამები გახლდნენ : იოანე ზედაზნელი, აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი.
ღირსი იოანე ზედაზნელი, ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ღვთის მორჩილებით. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდბლე, მარხვა და ლოცვა სათნოეყო უფალს და ერთგულ მსახურს მიჰმადლა სენთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი. სულ მალე მისი სახელი შორს გავრცელდა და მის სანახავად უამრავი ხალხი მოდიოდა, რასაც წმინდა მამა საჭიროდ არ თვლიდა და სწორედ ამიტომ, რამდენიმე მოწაფესთან ერთად მივაედნილი ადგილი აირჩია სამოღვაწეოდ.
ღვთისმშობლის ბრძანებით იოანე და თორმეტი მოწაფე საქართველოში ჩამოდიან ქრისტეს სჯულის განსამტკიცებლად. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად და მოძღვრად ბერი ექვთიმე დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად საქართველოში წამოვიდა.
მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ, რომელთაც ანგელოზისგან ეუწყათ წმიდა მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ.
წმინდა მამები კათოლიკოსის კურთხევით ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდნენ.
იოანეს წმინდა ცხოვრების შემყურეთაგან ბევრს მოუნდა მიეტოვებინა ამა სოფლის ცხოვრება და შეერთებოდა მის სამწყსოს, ზედაზნის მთაზე. ამგვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა.
ღვთისმშობლის ბრძანებით, წმინდა იოანე თავის მოწაფეებს საქართველოს სხვადასხვა მხარეს გაგზავნის საქადაგებლად.
წმინდა იოანე ზედაზენზე ილია დიაკონთან ერთად დარჩა სამოღვაწეოდ. მოძღვარმა და მოწაფემ მრავალი წინააღმდეგობა და განსაცდელი დაითმინეს. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო და ილია დიაკონი ყოველდღე შორი მანძილიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის შრომის შემხედვარე წმიდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა. ყოვლადმოწყალე უფალმა ისმინა ვედრება წმიდისა ბერისა და მთის მწვერვალზე მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.
მოგვიანებით, იოანეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროს დათვი შეეჩვია, თუმცა წმიდა მამის ლოცვით მხეცი მალევე მოთვინიერდა. ამის შემდეგ ზედაზნის ტყის ბინადარი ნადირები კაცთაგან არავის აწყენდნენ. წმინდა იონემ ლოცვით დიდი ხნის დავარდნილი სნეული და დამუნჯებული ადამიანიც განიკურნა. იგი ვერც თავის მოწაფეების უნახავად ჩერდებოდა და ხან თავისთან იბარებდა მოწაფეებს და ხანაც თვითონ მიაკითხავდა ხოლმე.
უფლისაგან უწყებული აღსასრულის მოახლოების ჯამს, იოანემ თავისთან იხმო მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაიბარა, რომ დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა.
მოწაფეებმა ისურვეს წმინდა მოძღვარი ზედაზნის ძირას მდებარე მონასტერში დაეკრძალად, თუმცა მოულოდნელად მიწა იძრა და არ დაწყნარებულა მანამ, სანამ არ გაიხსენეს წმიდა მამის ანდერძი და არ გულისხმაჰყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო იმისა, რომ წმიდა იოანე ანდერძისამებრ უნდს დაკრძალულიყო. წმიდა ნაწილთა აღმოყვანების ჟამს მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა.
908-923 წლებში, კათოლიკოს კლიმენტის დროს, მღვიმის სამხრეთით წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. წმიდა იოანე ზედაზნელის საფლავი არის ტაძრის სამკვეთლოსთან.
საუკუნეების მანძილზე წმიდა ასურელ მამათა დაარსებულ ლავრებსა და სავანეებში იწვრთნებოდნენ ქართველთა შვილები გონებით და ზნეობით, ხოლო თვით სავანეები დამცველნი და მფარველნი გახლდნენ ყველა იმ მორწმუნისა, ვისაც თავის დაღწევა სურდა ამ ქვეყნიური უსჯულოებისა და ბიწიერებისაგან.
ტეგები: 20 მაისი, Qwellyland, ასურელი_მამები, თვენი, მაისი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 25, 2026.
საათი: 11:26am
0 კომენტარი
0 მოწონება
In POE 2 Currency, building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•