ნინა სუბლატი 1995 წლის 31 იანვარს დაიბადა მოსკოვში (რუსეთის დედაქალაქი).
ნინა სულაბერიძე (ნინა სუბლატის ოფიციალური გვარია სულაბერიძე) ბავშვობიდან იღებდა მუსიკალურ განათლებასაც. სწავლობდა თბილისის 51_ე საშუალო სკოლაში და პარალელურად მუსიკალურ სკოლაში ფერტეპიანოს სპეციალობით. 2008 წელს დაამთავრა მუსიკალური სკოლა. 51-ე საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ და ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინტერიერისა და დიზაინის ფაკულტეტზე.
2010-2011 წლებში ნინა მუსიკალურ მოღვაწეობა იწყებს სხვადასხვა ჯგუფთან ერთად და საქართველოს მასშტაბით ატარებს კონცერტებს.
2011 წელს დაიწყო თანამშრომლობა "Georgian Dream Studio" (GDS)-სთან. მას მუშაობა უწევდა როგორც მომღერალ ბერასთან, ასევე ლონდონიდან, ლოს-ანჯელესიდან და ნიუ-იორკიდან სპეციალურად მოწვეულ ვოკალის პედაგოგებსა და ქორეოგრაფებთან. აქ იგი უფრო საფუძვლიანად ეუფლებოდა მუსიკის თეორიას, ისტორიას, ქორეოგრაფიას, ფსიქოლოგიას, ვოკალის ტექნიკას და ა.შ.
ნინა სუბლატი ფართო აუდიტორიის წინაშე 2013 წელს წარსდგა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მუსიკალურ პროექტში - "საქართველოს ვარსკვლავი". კონკურსში მონაწილეობამ სულ მალე მოუპოვა პოპულარობა და პროექტის გამარჯვებულად დასახელდა. მთავარი ჯილდოს სახით მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან - ვოკალის კურსზე. პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" დასრულებისთანავე, მომღერალმა სადებიუტო ალბომზე დაიწყო მუშაობა.
2014 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით "Dare to be Nina Sublatti", რომელიც Bravo Records-ში ჩაიწერა. ალბომში შესულია პოპულარული სიმღერების ხუთი ქავერ-ვერსია და ნინას საკუთარი, ხუთი ახალი სიმღერა. ამავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საბაკალავრო პროგრამაზე "მუსიკის ტექნოლოგია" (კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი). პირველი სოლო ალბომის გამოშვებისთანავე, მომღერალმა საკუთარი სტუდია შექმნა და მუშაობა მეორე ალბომზე დაიწყო.
ნინა სუბლატი ალტერნატიულ მუსიკას ანიჭებს უპირატესობას და საუბარში ხშირად საყვარელ მომღერლად Bjork_ს ასახელებს. ნინა არა მხოლოდ კარგი შემსრულებელია იგი გამოირჩევა ინდივიდუალური სტილითაც რომელიც ხალხს უყურადღებოდ არ რჩება. ინტერვიუებში აცხადებს, რომ მისი ინსპირაცია მისივე ხასიათს გამოხატავს! ამას ადასტურებს მომღერლის სხეულზე დახატული 8 ტატუც! ბრენდებს არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ ხარისხი მისთვის მნიშვნელოვანია!
2015 წელს ევროვიზიის სიმღერის რიგით 60-ე კონკურსზე ნინა სუბლატი გაემგზავრა ვენაში (ავსტრიის დედაქალაქი). საქართველოში, შიდა შესარჩევ ტურში მისმა სიმღერამ "Warrior" გამარჯვება მოიპოვა. ამავე წლის 19 მაისს, ნინა სუბლატმა ევროვიზიის ფინალის საგზური აიღო და ფინალში 40 ქვეყანას შორის მეთერთმეტე ადგილი მოუტანა საქართველოს. ევროვიზიის გამარჯვებულთა პირველი 15 ქვეყანა:
ტეგები: Qwelly, ევროვიზია, მოდელები, მომღერლები
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•