რელიგიის სოციოლოგია

ქველი, qwelly, religia, religion, religion sociology, sociologia, sociology, sociology of religion, რელიგია, რელიგია როგორც სოციალური ფენომენი, რელიგიის სოციოლოგია, რელიგიის სოციოლოგიური მიდგომა, სოციოლოგია, სოციოლოგიის მიმდინარეობები

     რელიგიური რწმენები და შეხედულებები დაკავშირებულია ადამიანის ბუნების სიღრმისეულ, ინდივიდუალურ ასპექტთან, რაც ადამიანური ბუნების ირაციონალობის, გრძნობად სფეროს წარმოადგენს. რელიგიური რწმენები ადამიანის ცხოვრებაში აქტუალურია, რამდენადაც უკავშირდება ისეთ რამეს, რაც ინდივიდისთვის ყველაზე საკრალურია (წმინდა). ამიტომ რელიგიურ თემებზე დისკუსია ყოველთვის მძაფრი კამათის საგანია. ადამიანები თავად ირჩევენ, თუ რა განიხილონ როგორც საკრალური და რა ირწმუნონ. ეჭვის ქვეშ ამ წარმოდგენების დაყენება მორწმუნეში აღშფოთებას იწვევს, რადგან ეს სამყაროში მისი ადგილისა და დანიშნულების შესახებ ყველაზე წმინდა გრძნობებს ლახავს. რელიგიის ერთ-ერთი უნმიშვნელოვანესი სოციალური ფუნქცია ადამიანური ყოფიერებისთვის საზრისის მინიჭების პრიორიტეტია. სოციოლოგისთვის ეჭვის ქვეშ რელიგიური შეხედულებების ჭეშმარიტების დაყენება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რადგან არ არსებობს ყალბი რელიგიები და არასწორი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ რელიგიის საფუძველში სიყალბე ან ცრურწმენებია, ანუ ისეთი რამ დევს, რაც არ გამოხატავს საგანთა ობიექტურ მდგომარეობას და საზოგადოების რეალურ მოთხოვნილებას არ შეესაბამება. რელიგიის სოციალური ფენომენის საფუძველში დევს რწმენის ობიექტურად არსებული მოთხოვნილება როგორც ინდივიდუალური, ასევე სოციალური. ეს არის მოთხოვნილება საკრალურზე, იდეალურზე.

     რელიგიის სოციოლოგია წარმოადგენს მეცნიერული ცოდნის სისტემას რელიგიასა და საზოგადოების ურთიერთმიმართებისა და კანონზომიერებების შესახებ. რელიგიის სოციოლოგიის საგანია რელიგიასა და ჯგუფურ ცხოვრებას შორის ურთიერთკავშირებისა და იმ სოციალური ფაქტორების ძიება, რომლებიც ზემოქმედებენ ინდივიდის რელიგიურობის ასპექტზე. რწმენა როგორც რელიგიური გრძნობა ერთობლივი, კოლექტიური გამოცდილების შედეგია. რელიგიას ქმნის ის, რაც სცილდება ინდივიდუალური ცნობიერებისა და გამოცდილების ფარგლებს და ერთობლივი, საერთო ყოფიერების პროდუქტია. რელიგია ინდივიდის სპეციფიკური უნარის _ თვითტრანსცედენციის შედეგს წარმოადგენს. ადამიანურ მოქმედებას ახასიათებს ორი სპეციფიკური თვისება: ინტენციონალობა და ტრანსცედენცია. ადამიანური მოქმედება ყოველთვის ინტენციონალურია ანუ რაიმესთან მიმართებაში იმყოფება. ინტენციონალობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანური მოქმედება ყოველთვის მიმართულია რაიმეზე: ობიექტზე, სუბიექტზე და ა.შ. მათ შორის საკუთარ თავზეც. ტრანცედენცია კი გულისხმობს, რომ ადამიანს შეუძლია არა მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტაცია, არამედ გასვლა ამ ორიენტაციის, საკუთარი სასიცოცხლო გამოცდილების ფარგლებს გარეთ და “სხვა” რიგის რეალობის წარმოდგენა. ეს “სხვა” რეალობა უფრო მაღალი რიგის რეალობაა, ვიდრე ინდივიდუალური რეალობა. ეს არის რეალობა “შიუ გენერის” როგორც ე. დიურკემი უწოდებს, რომელშიც ინდივიდი სხვებთან საერთო გამოცდილებას ეზიარება. დიურკემთან ასეთი რეალობაა საზოგადოება. რელიგია, ისევე როგორც საზოგადოება არის რეალობა “შიუ გენერის” _ “სხვა” რიგის რეალობა, რომელსაც სხვებთან საერთო საკრალური, იდეალური, წმინდა მნიშვნელობების სისტემები და წარმოდგენები ქმნის. ადამიანი იმდენად არის ადამიანი, რამდენადაც შეუძლია არ ჩაიკეტოს საკუთარი გამოცდილების საზღვრებში, ამაღლდეს ინდივიდუალურ სწრაფვებზე და ეზიაროს საერთო გამოცდილებას _ ტრანსცედენტურს, რაც მისი სოციალურობის განვითარებისათვის პირობებს ქმნის. ადამიანი სოციალური ხდება იმდენად, რამდენადაც საკუთარ მოქმედებას სხვასთან მიმართებაში განიხილავს და ეს “სხვა” ანიჭებს კიდეც მას საზრისს. საკრალური კი ეს არის “ტრანსცედენტული სხვა”, უფრო სწორად “ტრანსცედენტური შენ”, რომელსაც ადამიანი განიხილავს როგორც იდეალურ რეალობას და აქვს ნებისმიერ საჭირო მომენტში მასთან მიმართვის შესაძლებლობა. ადამიანის სპეციფიკურად ადამიანური მოქმედება არის ის, რომ მას შეუძლია გასვლა საკუთარი ინდივიდუალური გამოცდილების გარგლებს გარეთ და წარმოიდგინოს “სხვა’” რეალობა, რომელიც იდეალური, წმინდა მნიშვნელობის მქონე, ანუ შეიმეცნოს იდეალური.

     რელიგია ცხოვრების გასაზრისიანების გარდა საზოგადოების წევრებისთვის უზრუნველყოფს ჯგუფური იდენტობის განცდას. რელიგიური წარმოდგენები ინდივიდისთვის წარმოადგენენ კოლექტიური ცნობიერების ფენომენებს. ისინია კოლექტიური წარმოდგენები მთლიანობაში სამყაროსა და სოციალური სინამდვილის შესახებ, რაც სოციალური ერთობისადმი მათი კუთვნილების, წევრობის გამაშუალებელია. რელიგიური შეხედულებები გამოდიან როგორც სოციალური მედიაციის ინსტრუმენტები, რომლებიც ინდივიდისთვის აიოლებენ მისთვის თავსმოხვეული საზოგადოებრივი წესების, ნორმებისა და ღირებულებების, აგრეთვე, სხვადასხვა არტეფაქტებისა და სოციალური კონსტრუქტების, როგორიცაა, ენობრივი კატეგორიები, სივრცის, დროის, ადგილის, წესრიგის და ა.შ. ცნებების მიღებას, რომლებიც ინდივიდისთვის ყოველთვის განიცდება როგორც უცხო და რაღაც მაიძულებელი. ეს კონსტრუქტები არტეფაქტებია, ანუ ისინი უკვე მზა სახით ხვდება ინდივიდს საზოგადოებაში დაბადებისთანავე და თავად მათ შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია, არამედ უკვე შემდგომი სოციალიზაციის პროცესში ისინი დასწავლის გზით ხდებიან პიროვნული კოსტრუქტები. მაგ., დროის კატეგორიის საფუძველში დევს სოციალური ცხოვრების რიტმი. დრო ავსტრალიურ ტომებში წარმოდგენილია წრის სახით, ციკლურია და მისი დაყოფა ხდება ზუსტად განმეორებით პერიოდებად. დროის დაყოფას მის შემადგენელ დისკრეტულ ნაწილებად: დღეებად, კვირეებად, თვეებად, წელიწადად და სხვა ციკლებად, საფუძველში უდევს რელიგიური რიტუალების ჩატარების მომენტის ზუსტი განსაზღვრის აუცილებლობა. დროის ციკლური დაყოფა რელიგიური წარმომავლობისაა და მის საფუძველში დევს მზის ან მთვარის კალენდარი. პროტესტანტულ რელიგიაში დრო გაიგივებულია ფულთან. ვ. ფრანკლინის ცნობილი გამოთქმა: “დრო ფულია”, გამოხატავს პროტესტანტურ ეთიკურ ღირებულებას და გულისხმობს დროის საკრალური მნიშვნელობის ობიექტივაციას. პროტესტანტიზმში დრო ძალზე ძვირფასია, რადგან იგი მიმართებაშია ღვთის სამსახურთან. დრო საკრალურია, რომელიც ღმერთისგან განსაზღვრულად ეძლევა თითოეულ ადამიანს მისი სამსახურის აღსრულებისთვის. პროტესტანტის მთავარი რელიგიური ვალდებულებაა ცხოვრების თითოეულ მომენტში ემსახუროს ღმერთს. ამ სამსახურის ობიექტივაცია შეიძლება ფულით. დროის ხარჯვა ფულის ხარჯვის ანალოგიურად არის მიჩნეული.

     რელიგიური რწმენებისთვის დამახასიათებელია ინდივიდისთვის სხვებისგან გამორჩეულობის სტატუსის მინიჭება. გამორჩეულობის განცდის მეშვეობით ნებისმიერი რელიგიური ჯგუფი ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, რომელიც მას განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს საზოგადოების სხვა წევრებთან მიმართებაში. ამ გრძნობიდან ამოიზრდება რწმენა, რომ მორწმუნე ღმერთთან ერთიანობაში იმყოფება. ებრაელებს გააჩნიათ მესიანისტური რწმენა ღვთისგან რჩეული ერის შესახებ. მათი მისია კაცობრიობისთვის ჭეშმარიტი ცხოვრების წესის ჩვენებაში მდგომარეობს. მათ ღრმად სწამთ, რომ თითოეული ებრაელი განგებას მიჰყავს ცხოვრების გზაზე, მათი ყოფიერების არცერთი წუთი არ არის შემთხვევითობის მონაწილე, არამედ უფრო მასშტაბური, ღვთაებრივი ჩანაფიქრის ნაწილია.

     რელიგიის სოციოლოგიური კვლევის პერსპექტივა მოითხოვს რელიგიის როგორც სოციალური ფენომენის განხილვას, რაც გულისხმობს დისტანცირებულ მიდგომას საზოგადოებაში დომინანტი რელიგიის სტანდარტებისგან და ღირებულებებისგან. სოციოლოგის ინტერესი მიმართულია საზოგადოებაში არსებული ყველა რელიგიური ჯგუფის თავისებურებების გაგებისკენ, რაც შესაძლებელს ხდის საზოგადოებაში რელიგიის ფაქტობრივი მდგომარეობის იდენტიფიკაციას. სოციოლოგს აინტერესებს თუ როგორაა ორგანიზებული რელიგიური ჯგუფები, როგორია მათი სტრუქტურული, ფუნქციონალური და ინსტიტუციონალური არსებობის პირობები, ის ნორმები და ღირებულებები, რომელსაც მისდევენ ეს რელიგიური ჯგუფები, მათი როლი ინდივიდისა და მთლიანობაში საზოგადოების ცხოვრებაში. რელიგიის სოციოლოგია სვამს მისთვის საინტერესო კითხვებს: რატომ არსებობენ რელიგიები, როგორია მათი არსებობისა და ფუნქციონირების საფუძვლები, რის წყალობით ინარჩუნებენ რელიგიები თავიანთ თავს დროში? ბოლოს, სოციოლოგისთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა გავლენას ახდენს რელიგიური ჯგუფისადმი კუთვნილება _ რელიგიური იდენტობა ადამიანის ცხოვრების სხვა სოციალურ ასპექტებზე: სოციალური პოზიციები, ოჯახური ცხოვრება, პროფესიის არჩევანი, ეკონომიკური ქცევა, პოლიტიკური პრეფერენციები, ცხოვრების სტილი და სხვ.

იხილეთ სტატიები ნიშნით:

      •   რელიგიის სოციოლოგია

ტეგები: Qwelly, მიმდინარეობები, რელიგია, რელიგიის_სოციოლოგია, სოციოლოგია

ნახვა: 1652

ბლოგ პოსტები

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters