3 აპრილს (ძვ. სტ. 21 მარტს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა სერაფიმე ვირიცელს

სერაფიმე ვირიცელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აპრილი, ქველი, qwelly, april

     წმინდა მამა 1866 წელს დაიბადა იაროსლავის მაზრაში გლეხის ოჯახში. ათი წლის იყო როცა მამა ჭლექით გარდაეცვალა. კეთილმა მეზობლებმა ბიჭი პეტერბურგში წაიყვანეს და დუქანში მოაწყვეს სამუშაოდ. ვასილს პატარაობიდანვე სურდა მონასტერში წასულიყო. ერთხელ ბედიც სცადა. დაეთხოვა უფროსს და ალექსანდრე ნეველის ლავრაში წავიდა. სქემმონაზს ესაუბრა, რომელმაც დაარიგა, რომ წასულიყო სოფელში, შეექმნა ქრისტიანული ოჯახი, აღეზარდა შვილები და შემდეგ მიეძღვნა თავი უფლისთვის.

     ვასილმა ყურად იღო ნათქვამი და დაბრუნდა. მომავალ მეუღლესაც მის მსგავსად მონასტერული ცხოვრება სურდა. ერთხელ მონასტერში ღირს პელაგიასთან წაიყვანეს, რომელმაც ურჩია ჯერ გათხოვდი და მხოლოდ მერე წადი მონასტერშიო მეუღლესთან ერთადო.

     როცა შეუღლდნენ ვასილი და ოლღა ბატონმა მათ ფული მისცა. ამ ფულით ვასილმა ბეწვების დამზადება დაიწყო, რომელიც ევროპულ ქვყნებში იყიდებოდა. მალე მილიონერი გახდა. წმინდა მამას არასდროს დავიწყებია გაჭირვებულები,ეხმარებოდა მათ. ასევე ეხმარებოდა ეკლესია- მონასტრებს. ხშირად მოგზაურობდა. ათონის მთაის მოლოცვის შემდეგ მძაფრი სურვილი გაუჩნდა ბერული ცხოვრების. ამბობენ ერთ ფაქტმა გადააწყვეტინა მონასტერში წასვლაო.

     ერთხელ როცა ვასილი უცხოეთიდან დაბრუნდა ქვაფენილზე ჩამომჯდარი ჩამოძონძილი გლეხი დაინახა, რომელიც გაიძახოდა: "არა როგორც შენ გინდა, არამედ როგორც ღმერთი ინებებსო". ვასილმა კითხა თუ რას წუხდა, გლეხმა უამბო, რომ ტიფით დაავადებული მამა, ცოლი და 7 შვილი ელოდებოდნენ, რომელსაც თავის გასატანად ცხენი წამოეყვანა იმ იმედით რომ ძროხა ეყიდა, მაგრამ გზად ავაზაკებმა დახვდნენ და გაძარცვეს.ვასილმა გლეხი ბაზარში წაიყვანა, უყიდა ორი ცხენი, ძროხა და ურემი პროდუქტებით დაუტვირთა. გაოცებული გლეხი არ იჯერებდა,უარს ამბობდა. მხოლოდ მას შემდეგ გამოართვა, როვა ვსილმა უთხრა: "არა როგორც შენ გინდა, არამდ როგორც ღმერს სურსო" .

     წმინდა მამა 1920 წელს ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში ბერად აღკვეცეს. ერთ წელში მღვდელ მონაზვნად აკურთხეს, ხოლო 1927 წელს დიდ სქემა შემოსეს და წმინდა სერაიმე საროველის პატივსაცემად სერაფიემე უწოდეს.

     მამა სერაფიმესთან სენაში ცხოვრობდა მამა აგური (კომისაროვი) ისიც ერისკაცობაში მილიონერი.სოფლის მომძულებელ ღირს მამებს მხოლოდ ერთი სურვილი, ერთი საწუხარი ჰქონდათ: მცირედი ცოდვითაც არ განერისხებინათ უფალი.

     ერთხელ მამა სერაფიმესთან ხუტინის მთავარეპისკოპოსი ალექსი მივიდა რჩევისთვის - საზღვარგარეთ ჰპირდებოდნენ გაპარვას .მამა სერაფიმემ უთხრა ნუ გეშინია, თქვენ რუსეთს ჭირდებიო, თან უწინასწარმეტყველა 25 წლით პატრიარქობა.

     ერთ ღამეს მონასტრის ძმობა დააპატიმრეს და უმეტესი ნაწილი სოლოვკიზე გადაასახლეს. დააპატიმრეს მამა სერაფიმეც. სასტიკად სცემეს, რამდენიმე ნეკნიც ჩაუმტვრიეს. 1933 წელს კი გაათავისუფლეს, ექიმები ამბობდნენ: "დითხანს ვერ იცოცხლებო". ნება მისცა ვირიცაში დასახლებულიყო, სადაც დარჩენილი სიცოცხლე გაატარა.

     გარშემო სულიერი შვილები შემოიკრიბა. ყველას აფრთხილებდა - ომი და შიმშილი იქნება, ამიტომაც ვირიცაში დასახლდითო. მრავალი ადამიანი მოდიოდა მამა სერაფიმესთან სულიერი ნუგეშისთვის, ბევრი მათგანი ღირსი მამის ლოცვით ფიზიკურადაც იკურნებოდა. ვირიცაში მამა სერაფიმესთან ერთად ცხოვრობდა მისი ყოფილი მეუღლეც, რომელიც მამა სერაფიმეს ბერად აღკვეცის შემდეგ ქრისტინეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა, შემდგომში, დიდი სქემის შემოსვისას, დედა სერაფიმა უწოდეს, დედათა მონასტრის დახურვის შემდეგ კი მამა სერაფიმემ შეიფარა.

     არაფერი იყო დაფარული წმინდა მამის წინაშე. მის მორჩილს დედა სერაფიმას „სიკვდილის ანგელოზსაც" ეძახდნენ ხოლმე, რადგან ხშირად მას გზავნიდა მორწმუნეებთან გასაფრთხილებლად: - მალე მოკვდები და მოემზადე იმქვეყნიური ცხოვრებისთვისო. მრავალი სულიერი შვილი სწერდა მას წერილს ციხეებიდან, გადასახლებიდან, ღირსი მამაც წერილითვე ნუგეშს სცემდა. ჩვენი ცნობილია წერილი სათაურით: "ეს ჩემგან იყო" რომლითაც წმინდა სერაფიმემ არათუ თავის სულიერ შვილებს, არამედ მომავალ თაობებსაც დაუტოვა ჰიმნი ადამიანისადმი ღვთის უდიდეს სიყვარულზე.

     წმინდა მამას მილიციაც აკითხავდა. დაპატიმრებაც მოინდომეს, წინ მამა სერაფიმეს შილიშვილი მარგალირიტა გადაუდგა, რომელმაც უთხრა, რომ ავად იყო და მგზავრობას ვერ გაუძლებდა.

     თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს.

     1945 წელს მამა სერაფიმეს მორჩილი, მისი მეუღლეყოფილი დედა სერაფიმა გარდაიცვალა და ვირიცის ტაძრის ახლოს დაკრძალეს.

     ომის დასრულების შემდეგ მრავალი ადამიანი სთხოვდა წმინდა სერაფიმეს უგზო - უკვლოდ დაკარგული ნათესავების ადგილსამყოფელის მინიშნებას, ბევრსაც თავშესაფარი არ ჰქონდა და ვერც შოულობდა. მამა სერაფიმეს ლოცვის შემდეგ ბინაც გამოჩნდებოდა ხოლმე მათთვის და არსობის პურიც. ყრუ, ბრმა, ხეიბარი, ლოთი - ათასნაირი სნეული იკურნებოდა წმინდა სერაფიმეს ლოცვით.

     ღირსმა მამა რუსეთში რწმენის აღორძინებაც იწინასწარმეტყველა: ძველი მონასტრები განახლდება, ლენინგრადს ისევ სანკტ-პეტერბურგს დაარქმევენ, დადგება დრო, როცა რადიოთი ლოცვებს, ქადაგებებს, სულიერ დარიგებებს მოისმენთო.

     წმინდა მამა 1949 წელს 3 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალეს ვირიციაში მეუღლის სქემმონაზონ სერაფიმეს გვერდით. წმინდა მამამ დაიბარა: "ვისაც ჩემი დახმარება დაგჭირდება, მოდით ჩემს საფლავთან, როგორც ცოცხალს მითხარით სათხოვარი და დაგეხმარებითო".

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 3 აპრილი, Qwellyland, აპრილი, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 2345

ბლოგ პოსტები

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters