თანამედროვე არქიტექტურის ისტორია ძირითადად განიხილავს XX-XXI საუკუნეთა ხუროთმოძღვრებას, თუმცა მისი ფესვები უფრო შორს მიდის. მართალია, XIX საუკუნეში ვერ შეიქმნა საკუთარი არქიტექტურული სტილი, სივრცის ორგანიზაციის საკუთარი კონცეფცია ამ დროს არქიტექტორთა აზრი მიმართული იყო არა ახალი სტილის შექმნაზე, არამედ სხვადასხვა ისტორიული სტილების ელემენტების ანტიკური ან რენესანსული სვეტების, კოლონადების, ფრონტონების, გოთური ან ბაროკული ორნამენტების და ა.შ  გამოყენებაზე. ასეთ მანერას ეკლექტიკა ეწოდება. ასეთია, მაგ., პარლამენტის შენობა ლონდონში, რომელიც ფსევდო-გოთიკის სტილითაა გაფორმებული (არქ. ჩარლზ ბერი და ოგასტეს უ.ელბი პიუჯინი), ბრანდენბურგის კარიბჭე ბერლინში პართენონის ზუსტი ასლია (არქ. კარლ ლანგჰანსი), ხოლო პარიზის ეკლესია საკრე-კერ (არქ. პოლ აბადი) რომანული ხანის სენ ფრონის ტაძრის ვარიანტს წარმოადგენს. 

       მაგრამ XIX საუკუნეში ძალზე სწრაფად ვითარდებოდა მეცნიერება, წარმოება და ტექნიკა, ჩნდებოდა ახალი მასალები და ტექნოლოგიები. გარდა ამისა, იცვლებოდა ცხოვრების წესი, რაც განსხვავებულ მოთხოვნებს აყენებდა არქიტექტურის წინაშე. თუ ადრე ხუროთმოძღვრების საგანი იყო ტაძრები, ციხე-კოშკები, სასახლეები, რატუშები, ახალ ეპოქაში გაჩნდა უამრავი ახალი ობიექტი – სადგურები და აეროდრომები, ფაბრიკები და ქარხნები, საავადმყოფოები და სპორტული ნაგებობები, სკოლები, ბიბლოითეკები, საგამოფენო დარბაზები და სხვ. ძველი ეპოქების ეკლექტიკური არსენალი ვერ გადაწყვეტდა ახალ სოციალურ, ტექნიკურ და ესტეტიკურ ასპექტებს, რომლებიც ცხოვრებამ არქიტექტურის წინაშე დააყენა.

ბრანდენბურგის კარიბჭე


       არქიტექტურული ნაგებობები ამ პერიოდში ახალი მასალებისა და კონსტრუქციების გამოყენებით შენდებოდა. საუკუნის დასაწყისში უკვე იხმარებოდა თუჯი, შემდეგ – ფოლადი, საუკუნის ბოლოს კი ჩნდება რკინა-ბეტონი. მაგრამ გარედან ეს კონსტრუქციები ქვით ან აგურით იფარებოდა და რომელიმე ეპოქისადმი დამახასიათებელი დეკორით ფორმდებოდა.

საკრე კერ

       გაცილებით უფრო ნოვატორულად და შემოქმედებითად გამოიყურება ამ პერიოდის - XIX საუკუნის II ნახევრის - ე.წ. ინჟინერული ნაგებობები – ხიდები, ვაგზლები, მაღაზიები, ფაბრიკები. მათი მშენებლობის დროს სულ უფრო ფართოდ გამოიყენება ლითონის (თუჯის, ფოლადის) კონსტრუქციები, ანუ მზიდი ფუნქცია აქ ეკისრება არა ქვის კედლებს ან სვეტებს, არამედ ლითონის კარკასებს, რომლების შევსება შეიძლება ნებისმიერი მასალით, მაგალითად, მინით. ასეთი ნაგებობა უფრო მტკიცე და მსუბუქია და, გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება მისი ზომების გაცილებით გაზრდა. თანაც ამ მასალების გამოყენება საშუალებას იძლეოდა, რომ ნაგებობები უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით აგებულიყო.

კრისტალ პალასი

       ამავე დროს, თანამედროვე მასალები კარნახობდა ინჟინრებსა და არქიტექტორებს ახალ ფორმებს, რომლებიც მოკლებულია ფსევდოისტორიულ დეკორს და რომელთა სილამაზე მათი ფორმის დანიშნულებასთან შესაბამისობაშია, ანუ მისი ფუქციიდან გამომდინარეობს. ასეთია, მაგალითად, გრანდიოზული პავილიონი-სათბური ლითონისა და მინისაგან ლონდონში, ე.წ. კრისტალ-პალასი, ანუ ბროლის სასახლე, რომელიც აიგო 1850-51 წლებში მსოფლიო გამოფენისთვის არქიტექტორ ჯოზეფ პაკსტონის მიერ. ლითონის კარკასებია გამოყენებული აგრეთვე ანრი ლაბრუსტის მიერ პარიზში აგებული წმ. ჯენევიევას ბიბლიოთეკასა (1850) და ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში (1868), მაგრამ, ბროლის სასახლისაგან განსხვავებით, ისინი გარედან აგურის სქელი კედლებითაა შენიღბული.

ანრი ლაბრუსტის ეროვნული ბიბლიოთეკა


       ინჟინერული არქიტექტურის ყველაზე ცნობილი ძეგლია 300 მეტრიანი ეიფელის კოშკი (გუსტავ ეიფელი და ავტორთა ჯგუფი), რომელიც აიგო პარიზის საერთაშორისო გამოფენისთვის 1889 წელს. თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, 20 წლის მერე უნდა მომხდარიყო მისი დემონტაჟი, მაგრამ შემდგომში გადაწყდა მისი შენარჩუნება და გამოყენება სატელეგრაფო და რადიომაუწყებლობის მიზნებისათვის. აღსანიშნავია, რომ ნაგებობის ავტორები კი არ ნიღბავენ ლითონის თანამედროვე კონსტრუქციას ანტიკური დეკორით, არამედ ნათლად ავლენენ და ხაზს უსვამენ მის შეუნიღბავ სილამაზეს. ეიფელის კოშკი იმდროისათვის ნამდვილი ტექნიკური სასწაული იყო, თუმცა, თავდაპირველად ეს ახალი ესთეტიკა იმდენად უჩვეულო და მოულოდნელი აღმოჩნდა მაყურებლისთვის, რომ პარიზელებმა იგი ძალზე უარყოფითად შეაფასეს, მაგრამ დღეს ეიფელის კოშკი პარიზის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობადაა მიჩნეული.

წმ. ჯენევიევას ბიბლიოთეკა


       XIX საუკუნის ბოლოს – XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა ლითონის კარკასების გამოყენების იდეა მრავალსართულიანი სახლების მშენებლობაში. პირველად იგი ჩაისახა ამერიკაში, ჩიკაგოში, ამიტომ ამ მიმდინარეობას ჩიკაგოს არქიტექტურული სკოლა ეწოდება. ამ მიმართულებამ დიდად განაპირობა მთელი XX ს-ის არქიტექტურის სახე. სწორედ აქ გაჩნდა პირველი ცათამბჯენები, რომელთა არსებობა შესაძლებელი გახადა ორმა ძირითადმა მომენტმა: შენობისთვის ფოლადის კარკასის გამოყენებამ (კარკასის გარეშე ვერც ერთი მასალისაგან აგებული კედელი ვერ გაუძლებდა საკუთარ სიმძიმეს) და ლიფტის აღმოჩენამ.  პირველი ლითონის კარკასიანი ცათამბჯენი, რომელიც აიგო ჩიკაგოში უილიამ ლე ბარონ ჯენის მიერ - ჰოუმ ინშურანს ბილდინგი (სახლების დაზღვევის კომპანია, 1883-85) - დღევანდელი გადასახედიდან ძალიან პატარაა, იგი სულ ათსართულიანი იყო. გარდა ამისა, აგურით დაფარული ფასადების პროპორციები აქ ჯერ საკმაოდ მძიმე და ზედმეტად მონუმენტურია. მისგან განსხვავებით, 1890 წელს ჯონ უელბორნ რუთისა და დენიელ ჰადსონ ბერნჰაიმის მიერ აგებულ რელაიანს ბილდინგს (1895) ახასიათებს ფორმათა სიმსუბუქე, რაც ბუნებრივად გამომდინარეობს ფოლადის კონსტრუქციის თავისებურებებიდან. გარდა ამისა, კარკასის წყალობით შესაძლებელი ხდება, რომ კედელი გაცილებით უფრო თხელი გახდეს, ფანჯრები კი – უფრო დიდი.

ეიფელის კოშკი

       ჩიკაგოს სკოლის პრინციპები ითხოვდა თანამედროვე მასალებისა და კონსტრუქციების გამოყენებით ისეთი არქიტექტურული ფორმების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფდა შენობის საუკეთესოდ ფუნქციონირებას. ორნამენტაცია, ორდერული სისტემა და სხვა ისტორიული დეკორი უარყოფილი იყო, ამ მიმართულების მიმდევრები თვლიდნენ, რომ ფუნქციურად საუკეთესო და მოხერხებული ფორმა თავად კარნახობს მხატვრულ გადაწყვეტილებას და თავისთავად არის ლამაზი. შემდგომში დევიზი `ფორმა გამომდინარეობს ფუნქციიდან~ ფუნქციონალიზმის მიმდინარეობის ძირითად იდეად იქცა. ჩიკაგოს სკოლის ძირითადი წარმომადგენელი იყო არქიტექტორი და თეორეტიკოსი ლუის ჰენრი სალივანი (1856-1924). მას მიაჩნდა, რომ ნებისმიერ შენობას უნდა ჰქონდეს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ფორმა, ისევე, როგორც ეს ხდება ბუნებაში _ ყოველივეს გააჩნია საკუთარი, განუმეორებელი ფორმა, რომელიც იდეალურად შეესაბამება მის ფუნქციას.
       სალივანი წერდა, რომ შენობის დაპროექტება უნდა იწყებოდეს შიგნიდან გარეთ - ეს ნიშნავს, რომ ჯერ, დანიშნულებიდან გამომდინარე, უნდა შედგეს ოპტიმალური გეგმა, ხოლო შემდეგ გეგმა და კონსტრუქცია უნდა მხატვრულად აისახოს ფასადებზე. იმხანად ეს, თითქოს სავსებით ტრივიალური, ჩვეულებრივი აზრი უაღრესად ნოვატორული და რევოლუციური იყო: ეკლექტიზმის არქიტექტორები აპროექტებდნენ ფასადებს მზა ნიმუშების მიხედვით, სადაც ბატონობდა ე.წ. `იდეალური ფორმების სილამაზე - შელესილი ხისაგან დამზადებული ფსევდოისტორიული სამშვენისები ერთნაირად ფარავდა ყველა ტიპის შენობებს, მიუხედავად მათი დანიშნულებისა და აგებულებისა. სწორედ ფუნქციური საფუძვლიდან გამომდინარე, სალივანმა შეიმუშავა ტიპიური ადმინისტრაციული ნაგებობის იდეა. შენობა იყოფა რამდენიმე ვერტიკალურ ნაწილად: 1) მიწისქვეშა სართული, განკუთვნილი საქვაბისა და სხვადასხვა მაშინერიისათვის, 2) პირველი ორი სართული, სადაც განთავსდება მაღაზიები, ბანკები და სხვა დაწესებულებები, რომლებსაც ესაჭიროება ფართო, ნათელი სათავსოები და მოსახერხებელი მისასვლელები, 3) სართულები ოფისებისათვის, სადაც ყველა ოთახი ერთგვაროვანია და 4) ბოლო სართული, რომელიც ეთმობა სხვადასხვა გაყვანილობებს და საინჟინრო მოწყობილობებს. უნდა აღინიშნოს, რომ სალივანის ეს გეგმა ძირითადად დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. სალივანს შემუშავებული ჰქონდა შენობის ექსტერიერის კონცეფციაც. მისი აზრით, ფასადებზე არა მარტო უნდა გამოვლინდეს შენობის შინაგანი კონსტრუქცია, როგორც ეს ზემოთ აღინიშნა, არამედ იგი აგრეთვე წერდა იმის შესახებაც, თუ რა ზოგად იდეას უნდა გამოხატავდეს მრავალსართულიანი სახლის ექსტერიერი სალივანს მიაჩნდა, რომ მრავალსართულიანი შენობა აუცილებლად უნდა გამოხატავდეს ზესწრაფვას, უნდა ქმნიდეს სიამაყის, დიდებულების, საზეიმო შთაბეჭდილებას, იყოს სრულიად ერთიანი. ამ შთაბეჭდილების გასაძლიერებლად სალივანი თავისი ნაგებობების ფასადებზე საგანგებოდ გამოყოფდა ვერტიკალურ ხაზებს. ასეთია მისი უენრაით ბილდინგი სენტ-ლუისში (1890-91), გარანთი ტრესტ ბილდინგი ბუფალოში (1895), უნივერმაღი კარსონი, პირი და სკოტი ჩიკაგოში (1899) და სხვ.

 

 

 

ნახვა: 709

გამოხმაურებები!

წმ.ჯენევიას ბიბლიოთეკა უბრალოდ ძალიან მაგარია ასეთ ადგილას კითხვა როგორ არ უნდა მოგინდეს :))

წმ.ჯენევიევას ბიბლიოთეკა მომეწონა წავიკითხავდი პარიზის ღვმთისმშობლის ტაძარს დიდი სიამოვნებით)))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Pop Tracks Dominate Our Playlists

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი







From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?



The Anatomy of a Pop Hit



Pop tunes are built to be infectious. With their…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters