ინგლისში ფრანგულმა გოთიკამ ადრე შეაღწია - XIIს-ის ბოლო მეოთხედში. გოთიკური ტაძრის აგება უმრავლეს შემთხვევაში ხდებოდა ხანძრით განადგურებული ძველი რომანული შენობების ადგილას.  ასევე მოხდა კენტერბერის ტაძრის შემთხვევაშიც.  1174წ-ის ხანძრის შემდეგ უილიამმა სენსიდან ტაძარი სენსის (საფრანგეთი) საკათედრო ტაძრის (რომელიც ლანის ტაძრის დიზაინს მჭიდროდ ენათესავებოდა) მსგავსად ადრეული გოთიკის ხასიათში ააგო. კენტერბერის ქორედი სენსისა და ლანის მსგავსია და უფრო მეტად ფრანგული ხასიათისაა, ვიდრე მომდევნო პერიოდის მომწიფებული ინგლისური ტაძრები, რომლებმაც შეინარჩუნეს ძველი ნორმანული ხასიათი და ამავე დროს შეითვისეს საფრანგეთიდან იმპორტირებული სტილი. ამდენად ისინი განსხვავებული ინგლისური ხასიათისაა.

       ინგლისური გოთიკური არქიტექტურა კარგადაა წარმოდგენილი სოლსბერის ტაძარში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი აიგო 1220-1260წწ-ში. კოშკი და საყრდენები დაარსდა XIV ს-ში. მისი ადგილმდებარეობა განსხვავებულია სხვა ტაძრებისაგან, ის ხეებითა და მდელოთია გარშემორტყმული და არა ქალაქის დასახლებით. მისი ფარდისებური, განიერი ფასადი არ შეესაბამება ინტერიერს. ჯუჯა კოშკებით, ნიშების ჰორიზონტალური იარუსით, მცირე ზომის პორტალებით ის მკვეთრად  განასხვავდება პარიზის და ამიენის ტაძრებიდან. ასევე განსხვავებულია შუაჯვარედზე აღმართული უზარმაზარი კოშკი, რომელიც დომინირებს სილუეტში. სოლსბერის სიმაღლე მოკრძალებულია მისივე თანამედროვე ამიენის ტაძართან შედარებით. ასევე განსხვავებულია გრძელი სწორხაზოვანი გეგმა, მისი წყვილი ტრანსეპტითა და ცისტერციანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი და ინგლისში რომანული პერიოდიდან უპირატესად გამოყენებული განიერი აღმოსავლეთი ბოლოთი. ინტერიერი მაინც უფრო გოთიკურია თავისი სამიარუსიანი დონეებით, შეისრული თაღებით, ნერვიურებიანი კამარებით და შედგენილი საყრდენი ბურჯებით (ბურჯების კომბინაცია სვეტებთან).

       ბურჯებზე მიყრდნობილი სვეტები არ მიუყვება კედელს კამარების ნერვიურებამდე. ამდენად კამარების ნერვიურები ამოზრდილია ტრიფორიუმისა და ბურჯების იარუსის ჰორიზონტალურად გამყოფი კარნიზიდან. თაღების და ტრიფორიუმის დეკორატიული გაფორმება  ძალიან მდიდრულია, რასაც კიდევ უფრო ზრდის ფერადი ქვების კონტრასტულობა და რაც განაპირობებს ინტერიერის ბრწყინვალებას. ინგლისელების მიერ ქვის კარკასის შექმნის ოსტატობა კარგად ჩანს ღვთისმშობელ მარიამისადმი მიძღვნილ კაპელაში (Lady Chapel). წარმოუდგენლად მოხდენილი, ტანწერწეტა საყრდენი  ბურჯები შედგენილი ცალკეული სვეტებისაგან თითქოს კი არ ზიდავს აზვირთებულ კამარებს, არამედ ზღუდავს მათ.  ინგლისურმა არქიტექტურამ ადრევე შეიძინა საკუთარი არქიტექტურულ-მხატვრული  მოდელი.

       სტრუქტურული ლოგიკა მეორადი იყო შენობის შექმნაში. საყრდენი სისტემა, კედელი და კამარა XIVს-ში უფრო მეტად კომპლექსური, ერთიანი და დეკორატიული გახდა. ამ პერიოდის ინგლისურ გოთიკას დეკორატიული ეწოდა. გლოსტერის საკათედრო ტაძრის ქორედი სოლსბერის ტაძრის აგებიდან საუკუნის შემდეგ განხორციელდა. ის წარმოგვიდგენს დეკორატიული სტილიდან ინგლისური გოთიკის გვიანი პერიოდის ე.წ. პერპენდიკულარულ ანუ ტიუდორის სტილზე გადასვლას, რაც მას ჰენრი VII გამეფების შემდეგ ეწოდა.

       გლოსტერში დამახასიათებელი განიერი აღმოსავლეთი ბოლო გახსნილია უზარმაზარი  სარკმლით, რომელიც ალათებიანი ფანჯრებით ჰორიზონტალურ იარუსებადაა დაყოფილი სოლსბერის ფარდისებური ფასადის ფორმებისა და პროპორციების მსგავსად, თუმცა აქ შუა ნავში სოლსბერის კედლის ჰორიზონტალური აქცენტები წაშლილია, რამდენადაც იატაკიდან კამარებამდე აზიდულ კედლის უწყვეტ ვერტიკალურ ელემენტებს მთელი დონეები ერთიანობაში   ჰყავს მოყვანილი. კამარების ნერვიურები ორნამენტული სხმულების უღრან ტყედაა ქცეული, რომელთაც კონსტრუქციული ფუნქცია არ გააჩნიათ. ფაქტიურად ეს ცილინდრული კამარებია დეკორატიული დამატებებით და არა ნერვიურებიანი კამარები. ინგლისური პერპენდიკულარული სტილის კულიმინაციას და ტიუდორის აყვავების მაგალითს წარმოადგენს XVIს-ის პირველ ორ დეკადაში აგებული ვესტმინსტერის სააბატოსთან არსებული ჰენრი VII-ის კაპელის კამარები. მათი ხაზოვანი ნერვიურები ქმნიან მარაოსებურ კამარებს გაფორმებულს სტალაქტიტების მსგავსი დეკორით. კაპელის არქიტექტურაში თითქოს გოთიკური კარკასი დეკორატიულ ფანტაზიაში გადადის. კონსტრუქციული ფუნქციიდან განთავისუფლებული ორიგინალური ხაზები მრავალრიცხოვანია, მრავალგვარია და გადაზრდილია განუმეორებელ თეატრალურობაში. ტიუდორის ამ შენობაში პერპენდიკულარული სტილი ნათლად ასახავს შუა საუკუნეების მიწურულს უკვე მომაკვდავი რაინდობის ეტიკეტში ჩადებული ცხოვრების დახვეწილ ხასიათს. რა თქმა უნდა ცხოვრება ისევე მძვინვარებდა, როგორც ყოველთვის  მართლაც ეს პერიოდი იყო მღელვარე ინგლისური რენესანსის ზღურბლი, მაგრამ ხელოვნებაში მისი გამოხატულება უფრო ფაქიზი იყო, ვიდრე მძლავრი.

ნახვა: 2752

გამოხმაურებები!

მომეწონა :)) ძალიან ლამაზია

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters