ტერმინი "გოთიკა" პირველად რენესანსის კრიტიკოსების მიერ იქნა გამოყენებული. ისინი შეცდომით გოთიკურ ხელოვნებას გოთებს უკავშირებდნენ, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ბერძნულ-რომაული კლასიკური სტილის ნგრევაში. რომანულიდან ახალ, გოთიკურ სტილში ხელოვნების გადასვლას ისტორიული მოვლენები და ამასთან დაკავშირებული განსხვავებული ცნობიერების ჩამოყალიბება განაპირობებდა.

        რომანულ და გოთიკურ გარემოსა და შეხედულებებში დიდი განსხვავებაა. რომანული პერიოდის ფეოდალურ იდეოლოგიას შეერყა საძირკველი. ახალშობილი ბურჟუაზია, რომელიც ვაჭრობით მდიდრდებოდა, კულტურაში საკუთარ გემოვნებას აწესებდა. გოთიკური საზოგადოებრივი მოწყობაც ფეოდალური იყო, თუმცა ეს იყო მოწესრიგებული, მკაცრ კანონებზე დამყარებული, იერარქიული ფეოდალიზმი. გაძლიერებული მონარქია ზღუდავდა საფეხურებრივად დაბლა მდგომ ფეოდალებსა და ეკლესიას. ჩამოყალიბდა ცენტრალიზებული ხელისუფლება. ახლადდაარსებული თუ ძველი რომის ნანგრევებზე აღმოცენებული ქალაქები საკმაოდ გაძლიერდა. გაიზარდა მსხვილი მონარქიების ძლიერება წვრილი ფეოდალების რიცხობრივ შემცირებასა და გაღარიბებასთან ერთად. მონასტრებმა დაკარგეს ყოფილი გავლენა, ქალაქები გამდიდრდნენ, იქმნებოდნენ მსხვილი სამოქალაქო ერთობები დამოუკიდებელი მმართველობებით, იზრდებოდა ხელოსნური საამქროების და სხვა საერო კორპორაციების მნიშვნელობა. ყველაფერი ეს პროგრესული მოვლენა იყო. დასავლეთ ევროპამ შეიცნო თავისი თვითმყოფადობა და შესაძლებლობები. ეკლესია შეურიგებლად ცდილობდა თავისი გავლენის გაძლიერებას ადამიანებზე, თუმცა მიუხედავად რელიგიის დიდი ავტორიტეტისა, ის ვერ უზრუნველყოფდა ადამიანთა იმ ცოდნის დაკმაყოფილებას, რისკენაც ისინი ისწრაფოდნენ. Lლოგიკისა და მეცნიერების მამის, დიდი ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსის არისტოტელეს ლათინური თარგმანები დიდ გავლენას ახდენდა ადამიანთა გონებაზე.

სენ დენი


        საეკლესიო მშენებლობა, რომელსაც ადრე მონასტრები ხელმძღვანელობდნენ, გადადიოდა მოქალაქეების ხელში. სამოქალაქო ერთობის დაკვეთითა და სახსრებით აგებული გოთიკური ტაძარი კიდევ უფრო მეტად იზიდავდა მოქალაქეებს, ვიდრე რომანულ ეპოქაში. ტაძრის მშენებლობა საერთო სახალხო საქმედ იქცა. ტაძარი არა მარტო რელიგიურ ცენტრს, სადაც ღვთისმსახურება მიმდინარეობდა, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრსაც წარმოადგენდა. აქ იკითხებოდა საუნივერსიტეტო ლექციები, თამაშდებოდა თეატრალური წარმოდგენები (მისტერიები) და პარლამენტიც კი იკრიბებოდა. თუკი რომანული ტაძრის მშენებლობას ახორციელებდნენ სამონასტრო საამქროები, რომლებიც მხოლოდ გარკვეულ მონასტერს ემსახურებოდნენ, გოთიკურ პერიოდში სამშენებლო საქმე საერო ხელოსანთა ხელში გადავიდა, რომლებიც პროფესიონალურ საამქროებად ერთიანდებოდნენ.რომანული ტაძრის საფუძველს ქვის მასა წარმოადგენდა. ძირითადი საყრდენი სისტემა იყო სქელი, ყრუ კედლები, რომლებიც ძირითადად თაღებს ეყრდნობოდნენ. ტაძრის მდგრადობას სწორედ ეს სქელი კედლები განაპირობებდნენ. ამგვარი საყრდენი სისტემის შეცვლამ კარკასულით რევოლუცია გამოიწვია მაშინდელ ხუროთმოძღვრებაში და მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრესულ მოვლენად იქცა. მაღალი შეისრული კამარები მოწყობილი შეისრულ წიბოებზე - ე.წ. ნერვიურებზე, რომლებზეც გადხურვის დატვირთვა გადადის, არკბუტანები ანუ ნახევართაღები, რომლებსაც დატვირთვა შუა ნავიდან გვერდითა ნავების საყრდენ მსხვილ ბოძებზე – კონტრფორსებზე გადააქვთ წარმოადგენენ დამოუკიდებელ კარკასს, საყრდენ სისტემას - გოთიკური პერიოდის ახალ მიგნებას. სწორედ ეს სისტემა განაპირობებდა რომანული ტაძრის მთავარი პრობლემის გადაწყვეტას – შუა ნავის განათებას კონტრფორსებს შორის განთავსებული ფართო სარკმლებით – ფერადი ვიტრაჟებით.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

გოთიკური კონსტრუქციები

        მოიხსნა საყრდენი სქელი კედლების არსებობის აუცილებლობა, ტაძრის ნავები ამაღლდა – თუკი რომანული ტაძრის შუა ნავის მაქსიმალური სიმაღლე 18-20 მეტრს არ აღემატებოდა, გოთიკური ტაძრის სიმაღლე საგრძნობლად გაიზარდა და ამიენის ტაძარში 42 მ-ს მიაღწია. ამდენად გოთიკური ტაძრის ვერტიკალიზმმა დაჯაბნა რომანულის – ჰორიზონტალურობა. ეს პროგრესი საფრანგეთში ყველაზე ადრე მომწიფდა, ამდენად გოთიკის სამშობლოდ სწორედ საფრანგეთი ითვლება.

       გოთიკა საფრანგეთში 300 წელს ითვლის და სამ ძირითად პერიოდად იყოფა: ადრეული გოთიკა - მე-12ს-ის ბოლო მესამედი – მე-13ს-ის პირველი მეოთხედი, მაღალი გოთიკა - მე-13ს-ის 20-იანი წლებიდან მე-13 ს-ის ბოლომდე, გვიანი ანუ ალისებური გოთიკა (დაერქვა დეკორატიულობის გამო) – მე-14 – მე-15 სს.

ნახვა: 4114

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters