კაბადოკიურ კერამიკასთან ნაცნობობა სასტუმროს ეზოდან დაიწყო, სადაც თიხის სხვადასხვა სახის ჭურჭელი გაზონზე იყო მიმოფანტული. სასტუმროს ფოიეში გამოფენილი 1000 წლოვანი ქვევრი კი ამ მხარეში კერამიკის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების დასტურია.

აქ თიხის ჭურჭელი აქტიურ გამოყენებაშია. კაბადოკიური ტრადიციული კერძი, Çömlek Kebabı (ქოთნის ქაბაბი) ძალიან ჰგავს ჩვენებურ ”ოსტრს”, ის თიხის ქოთანში მზადდება. 

ქოთნის თავი ფოლგით ან ცომით ჰერმეტულად არის დახურული. იქედან კერძის გადმოსატანად ქოთანს შუაწელზე ამსხვრევენ და ნამსხვრევებს რესტორნის შესასვლელებში ყრიან. 

დაუმსხვრეველი ჭურჭელიც ბევრგან შემხვდა. ეს ფოტო კლდეშინაკვეთი ერთ-ერთი სასტუმროს ტერასაზე გადავიღე. კედელზე გამოკვეთილ თაროზე ”ოსტრის” მოსამზადებელი ქოთნებია.  მათ გამოკვეთილი აქვთ ადგილი სადაც ჭურჭელი კერძის მომზადების შემდეგ უნდა გადატყდეს.

თიხის ჭურჭელს სასტუმრო სახლების ბანების მოსართავადაც კი იყენებენ.

თიხის ჭურჭლით გაფორმებული ტურისტული სანახაობა.

ადგილობრივი თიხამიწისგან უამრავ სუვენირს ამზადებენ.

კაბადოკიის ვულკანურ ლანდშაფტში მოპოვებული ბაზალტისა და გრანიტის ქვების დამუშავებით სასანთლეებს, კეცებს და სხვა სასუვენირო ნივთებს ამზადებენ.

ბაზალტის სასანთლე მოქმედებაში

სასუვენირე კერამიკა

ტურისტული კერამიკა

ეს და სხვა სილამაზე კაბადოკიის კერამიკულ საწარმოებში და სახელოსნოებში იქმნება. ერთ-ერთ ასეთ სახელოსნოს Chez Galip-ის მეც ვესტუმრე უცხოელების დიდ ჯგუფთან ერთად. 

ეს კაცი სახელად Galip Körükçü მამა-პაპისეული სახელოსნოს ბატონ-პატრონია და კერამიკული საქმის დოქტორი, მომავალ თაობას კაბადოკიური კერამიკის საიდუმლოებებს აცნობს. მან ჩვენს თვალწინ ხუთიოდე წუთში დაამზადა ეს ქოთანი. 

სახელოსნოს საგამოფენო დარბაზში ვნახე ჩვენებური თონე და ქვევრიც. 

აი დოქი კი განსხვავებული აღმოჩნდა.

საგამოფენო დარბაზში უამრავი ხელნაკეთი შთამბეჭდავი ნამუშევარია.

კერამიკის სამყარო


ტეგები: Blog, Post, Qwelly, დღიური, კაბადოკიური, კერამიკა, ჩანაწერი

ნახვა: 1099

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters