კაბადოკიურ კერამიკასთან ნაცნობობა სასტუმროს ეზოდან დაიწყო, სადაც თიხის სხვადასხვა სახის ჭურჭელი გაზონზე იყო მიმოფანტული. სასტუმროს ფოიეში გამოფენილი 1000 წლოვანი ქვევრი კი ამ მხარეში კერამიკის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების დასტურია.
აქ თიხის ჭურჭელი აქტიურ გამოყენებაშია. კაბადოკიური ტრადიციული კერძი, Çömlek Kebabı (ქოთნის ქაბაბი) ძალიან ჰგავს ჩვენებურ ”ოსტრს”, ის თიხის ქოთანში მზადდება.
ქოთნის თავი ფოლგით ან ცომით ჰერმეტულად არის დახურული. იქედან კერძის გადმოსატანად ქოთანს შუაწელზე ამსხვრევენ და ნამსხვრევებს რესტორნის შესასვლელებში ყრიან.
დაუმსხვრეველი ჭურჭელიც ბევრგან შემხვდა. ეს ფოტო კლდეშინაკვეთი ერთ-ერთი სასტუმროს ტერასაზე გადავიღე. კედელზე გამოკვეთილ თაროზე ”ოსტრის” მოსამზადებელი ქოთნებია. მათ გამოკვეთილი აქვთ ადგილი სადაც ჭურჭელი კერძის მომზადების შემდეგ უნდა გადატყდეს.
თიხის ჭურჭელს სასტუმრო სახლების ბანების მოსართავადაც კი იყენებენ.
თიხის ჭურჭლით გაფორმებული ტურისტული სანახაობა.
ადგილობრივი თიხამიწისგან უამრავ სუვენირს ამზადებენ.
კაბადოკიის ვულკანურ ლანდშაფტში მოპოვებული ბაზალტისა და გრანიტის ქვების დამუშავებით სასანთლეებს, კეცებს და სხვა სასუვენირო ნივთებს ამზადებენ.
ბაზალტის სასანთლე მოქმედებაში
სასუვენირე კერამიკა
ტურისტული კერამიკა
ეს და სხვა სილამაზე კაბადოკიის კერამიკულ საწარმოებში და სახელოსნოებში იქმნება. ერთ-ერთ ასეთ სახელოსნოს Chez Galip-ის მეც ვესტუმრე უცხოელების დიდ ჯგუფთან ერთად.
ეს კაცი სახელად Galip Körükçü მამა-პაპისეული სახელოსნოს ბატონ-პატრონია და კერამიკული საქმის დოქტორი, მომავალ თაობას კაბადოკიური კერამიკის საიდუმლოებებს აცნობს. მან ჩვენს თვალწინ ხუთიოდე წუთში დაამზადა ეს ქოთანი.
სახელოსნოს საგამოფენო დარბაზში ვნახე ჩვენებური თონე და ქვევრიც.
აი დოქი კი განსხვავებული აღმოჩნდა.
საგამოფენო დარბაზში უამრავი ხელნაკეთი შთამბეჭდავი ნამუშევარია.
კერამიკის სამყარო
ტეგები: Blog, Post, Qwelly, დღიური, კაბადოკიური, კერამიკა, ჩანაწერი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•