პაბლო პიკასო
ესპანელი მხატვარი პაბლო პიკასო ბავშობიდან განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა, რამაც ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამედროვე შემოქმედად აქცია. პიკასო გამორჩეული, ორიგინალური და ინოვაციური იდეებით სავსე მხატვარი იყო და თითქმის ყველა ჟანრში, მათ შორის კოლაჟსა და კერამიკაში მოსინჯა თავი. პიკასო ნამუშევრებს ძირითადად საკუთარ თავზე და უნივერსალურ თემებზე _სიყვარულზე, ძალადობაზე, დაბადებაზე და სიკვდილზე ქმნიდა.
1937 წლის 26 აპრილს, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, პატარა ქალაქი გერნიკა 28 ბომბდამშენის შეტევის ქვეშ აღმოჩნდა. პიკასო ამ მოვლენიდან მოკლე ხანში უზარმაზარი ნახატი შექმნა. მას სურდა, უბრალო ადამიანისა და ცხოველების ტანჯვა ეჩვენებინა, რათა მსოფლიო ყურადღება ესპანეთის სამოქალაქო ომისკენ მიექცია.
პიკასო მგლოვიარე ქალის გამოსახულება გერენიკას ეტიუდად გამოიყენა. მხატვარმა მგლოვიარე ქალის მოდელად დორა მარის ნაკვთები დახატა, მას სურადა ტანჯული ქალის ჩვენება, რისთვისაც სახე დაამახინჯა და არარეალისტური ფერებით გააფერადა.
შეხედეთ დაკბილულ ხაზებს და დააკვირდით, როგორ გადმოსცემს ისინი სევდას - თითქოს ქალი მართლა ტირის. პიკასომ ცხვირსახოცის ნაკეცები და თითები გააერთიანა, ხოლო ფრჩხილები ცრემლებს დაამსგავსა. დორას თვალის გუგა სამხედრო თვითფრინავს გავდა და გერნიკაზე საჰაერო თავდასხმას განასახიერებს. პიკასო და მისმა მეგობარმა ჟორჟ ბრაკმა ახალი სტილი - კუბიზმი შექმნეს. კუბისტური ნახატების ზედაპირი დანაწევრებულია, ფორმები შეცვლილია და ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელობა აქვს.
ტეგები: art, გერნიკა, ესპანეთი, კუბიზმი, ფერწერა
არ მომწონს ეს მხატვარი და ძალააა :(
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
© 2025 George.
•