გენიალური დიდოსტატი, ჰოლანდიური კულტურის მწვერვალი, მან თავისი შემოქმედებით თითქოს შეაჯამა ჰოლანდიური კულტურის მიღწევები და გაიყვანა მხატვარი თავისი ქვეყნიდან, მისცა რა მას ზოგადსაკაცობრიო ჟღერადობა. რემბრანდტმა მოღვაწეობა დაიწყო 20-იან წლებში, 1632 წლიდან ის ამსტერდამშია. მან აქ დიდ წარმატებასა და მატერიალური კეთილდღეობას მიაღწია. მის სახელოსნოში მოსწავლეების მუდმივი ნაკადი იყო, ასრულებს უამრავ პორტრეტს შეკვეთით, ისინი დიდი პლასტიური ძალითაა შესრულებული, დიდია პორტრეტული მსგავსება, ბრწყინვალედ იჭერს პიროვნების ხასიათს.რემბრანდტის შემოქმედებაში პოეზია და სიმართლე ჰარმონიულ მთლიანობას აღწევს, შინაარსის, სიუჟეტის გახსნა არა როგორც “ყოფითი კოლიზიის” კუთხით, არამედ “ფსიქოლოგიური კოლიზიის” კუთხით ხდება. აქცენტი გადატანილია მოვლენის შინაგან, სულიერ შინაარსზე.
1636 წ. (დანაეს სხეულის ფორმა და პროპორციები შორსაა სილამაზის იდეალური ნორმებისაგან. განსაკუთრებით შთამბეჭდავია დანაეს მარჯვენა ხელის ჟესტი (ქალს ზევსი ეცხადება წვიმის სახით, რომელსაც თითქოს ეხება), რომლითაც გმირის ემოციურ მდგომარეობას გამოხატავს – მღელვარება და სიხარული, მოლოდინი და იმედი, მოუთმენლობა და ძახილი ჩაბუდებულა მის სხეულსა და სულში. შინაგანი, ზნეობრივი სილამაზითაა აღბეჭდილი დანაე – ის მშვენიერია გულწრფელობით და ბედნიერი თავისი სიყვარულით, რომლითაც მისი სახეა გასხივოსნებული. )
რემბრანდტის ეს შედევრი აგებულია ბიბლიურ თემაზე “უძღები შვილი”. მამის მიმტოვებელი და მისგან შორს წასული, ათასგვარი ფათერაკითა და განსაცდელით აღსავსე მრავალწლიანი ხეტიალის შემდგომ, მამასავე, ოჯახურ კერას უბრუნდება და მოხუცი მშობლის კალთაში ჰპოვებს ღრმა სინანულით თანხლებულ შვებას. მოვლენის დრამატიზმი და განცდის სიღრმე აქ უმაღლეს მწვერვალამდეა აყვანილი - შთამბეჭდავია მამის მთრთოლვარე ხელები, მისი კეთილშობილური, ბრძნული სახე და მის კალთაში თავჩარგული შვილი: ისინი ღრმა განცდას თითქოს ერთ სხეულად შეუკრავს, მამა ჰპატიობს შვილს, ორივენი გახევებულან ცრემლნარევი სიხარულით.
რემბრანდტის შემოქმედებაში გრაფიკა (ნახატი, გრავიურა) დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონეა. მხატვარი განსაკუთრებით ბევრს მუშაობდა ოფორტში, როგორც ოფორტისტს, მას მსოფლიო ხელოვნებაში ბადალი არ ჰყავს. გაამდიდრა მისი ტექნიკა ახალი მეთოდებით, რომლებმაც არაჩვეულებრივი მოქნილობა მისცა ნამუშევრებს და უსაზღვროდ გააფართოვა მათი გამომსახველობითი შესაძლებლობების არსენალი.
ყველა თემას აქვს თავისი გრაფიკული გადაწყვეტა - პეიზაჟები უკიდურესი ლაკონიზმით გამოირჩევა, როგორც ეს ჩანს ამ ნამუშევარში
ტეგები: Qwelly, art, ეპოქა, ნახატი, რემბრანდტი, ფერწერა, ხელოვნება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Vankyha_მ.
თარიღი: აპრილი 1, 2026.
საათი: 12:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
Este proyecto es atractivo por su profesionalismo https://ringospinbet.es . Está claro que un equipo de expertos ha trabajado en la web. Todo es de primera categoría, desde los…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Vankyha_მ.
თარიღი: აპრილი 1, 2026.
საათი: 12:49am
0 კომენტარი
0 მოწონება
Wenn Sie vom Handy aus spielen, dann ist diese Seite https://roulettino.de einfach ein Muss. Die mobile Version ist mit einem Knall optimiert, alles lädt schnell, die Seiten…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Vankyha_მ.
თარიღი: აპრილი 1, 2026.
საათი: 12:49am
0 კომენტარი
0 მოწონება
Raccomando https://spinmacho.it prestando attenzione alle sezioni con nuovi fornitori. Ci sono spesso promozioni in cui è possibile ottenere un aumento del cashback o premi…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•