საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი, უნივერსიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს კულტურის მართვის და ხელოვნების საშემსრულებლო თუ გამოყენებით ინტერდისციპლინარული ხასიათის სასწავლო გეგმების განვითარებას

 

ისტორია:

თეატრალური სტუდიების მომრავლება საქართველოში XX საუკუნის ათიან წლებში შეინიშნება. ლადო მესხიშვილმა და ვალერიან გუნიამ 1911 წელს დაარსეს დრამატული კურსები, გიორგი ჯაბადარმა თავისი სტუდია 1913 წელს შექმნა. 1919 წელს კოოპერატივთა კავშირთან დაფუძნდა დრამატული სტუდია. 1921 წელს გერმანე გოგიტიძე იღწვოდა სასწავლო კინოსტუდიის შესაქმნელად. 1922 წელს დაარსდა აკაკი ფაღავას სათეატრო სტუდია.

1923 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით დაარსდა სასცენო ხელოვნების ინსტიტუტი. თუმცა ინსტიტუტი აკაკი ფაღავას სტუდიის ბაზაზე შეიქმნა, ეს უკვე თვისობრივად ახალი სტრუქტურა — სახელმწიფო დაწესებულება იყო . ამ პერიოდიდან სასცენო განათლებაზე სახელმწიფო იწყებდა ზრუნვას.

 

საწყის ეტაპზე ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ: აკაკი ფაღავა (რექტორი), კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ნიკო შიუკაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე, კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე.
1926 წელს ინსტიტუტი დაიშალა. მის მაგივრად რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებთან შეიქმნა დრამატული სტუდიები. სახკინმრეწვთან კი კინოსამსახიობო კურსები. 1939 წელს აკაკი ხორავას თაოსნობით, (რომელიც 1923 წელს შექმნილი ინსტიტუტის კურსდამთავრებული იყო) ისევ აღდგა თეატრალური ინსტიტუტი.
აღდგენის დღიდან თეატრალური ინსტიტუტი განუხრელად იზრდებოდა. წარმოიქმნა ახალი კადრები და განყოფილებები. 1940 წელს ინსტიტუტში არსებობდა შემდეგი კათედრები: ხელოვნებათმცოდნეობის, მსახიობის ოსტატობის, რეჟისურის, ენისა და ლიტერატურის, მარქიზმ-ლენინიზმის, 1941 წელს გაიხსნა თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1949 წელს შეიქმნა მეტყველების კათედრა და სასცენო მოძრაობის კათედრა. 1956 წელს სამსახიობო ფაკულტეტს შეემატა მუსიკალური განყოფილება. 1958 წელს დაარსდა მუსიკალური კომედიის კათედრა. ამავე წელს ინსტიტუტმა გამოუშვა პირველი აფხაზური ჯგუფი, 1964 დაღესტნისათვის მომზადდა სამსახიობო კადრები. 1965 წელს დაარსდა სარეჟისურო_საბალეტმეისტერო განყოფილება. 1967 წელს ინსტიტუტმა გამოუშვა ჯგუფი რუსული თეატრისათვის. 1970 წელს პირველად გამოიცა სამეცნიერო ნაშრომების კრებული “თეატრმცოდნეობითი ძიებანი”. ამავე წელს შეიქმნა თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის კვლევითი სამეცნიერო სექტორი. 1972 წელს გაიხსნა კინომცოდნეობის ფაკულტეტი და ტელე-სარეჟისორო ფაკულტეტი. 1973 წელს შეიქმნა სოციოლოგიის კაბინეტი. 1971 წელს მსახიობის ოსტატობის და რეჟისურის კათედრა ორად გაიყო. იმავე წელს დაარსდა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1975 წელს ორგანიზებულ იქნა სასწავლო კინოსტუდია.

1983 წელს გაიხსნა დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი. 1978-1986 წლებში ტარდებოდა სტუდენტთა და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა ფესტივალი “ამირანი”. 1989 წელს მარქსიზმ-ლენინიზმის ისტორიის საგანი შეიცვალა, საზოგადოებრივ-მეცნიერებათა საგნით. 1989 წლიდან კინოფაკულტეტის სტუდენტები სისტემატურად მონაწილეობდნენ მიუნხენის უმაღლესი კინოსასწავლებლების ფესტივალზე. 1991 წელს სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მოსამზადებლად გაიხსნა ასპირანტურა-სტაჟირების განყოფილება. 1992 წელს შეიქმნა სახვითი ხელოვნების კათედრა.

 სტრუქტურა:
   არჩეულია აგრეთვე წარმომადგენლობითი საბჭო: ნინო მხეიძე, ვასილ კიკნაძე, ნინო გუნია, გიორგი შალუტაშვილი, მერაბ გეგია, თინა ჭაბუკიანი, გიორგი სიხარულიძე, დავით გუჯაბიძე, ნანა მაჩაბელი, უშანგი გოჩიტაშვილი, ბიძინა გოგიბერიძე, მარი ვახტანგიშვილი, თამარ ტაბატაძე, ლაშა აკულაშვილი.
2005 წლის 12 მარტს რექტორად აირჩიეს პროფესორი გიორგი მარგველაშვილი.
დღეისათვის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და პედაგოგები, მოღვაწეობენ საქართველოში არსებულ ყველა თეატრში, კინოსტუდიასა და ტელეკომპანიაში. ამ გზით უნივერსიტეტში წარმოშობილი იდეები, ტენდეციები, მიმართულებები, სტილური, ჟანრული და თემატური ძიებები თავისებურ განვითარებას პოულობს ერთიან ქართულ კულტურულ სივრცეში.

ნახვა: 906

გამოხმაურებები!

კახა ერთი სიტყვა აკლია ამ შესანიშნავ პოსტს - "სახელობის" ;) ;) ;)

იმიტომ რომ როგორც ვიცი, შოთა რუსთაველი არც მეპატრონე იყო და არც დამფუძნებელი... ;))))))))

თუ არ ჩავთვლით 9 საუკუნოვან განსხვავებას, შეიძლება მართლაც ყოფილიყო დამსწრეთა შორის... :))))))

კახა said:

რა იცი რომ არ არის დამფუძნებელი, რა დამფუძნებელთა კრებაზე იყავი???? :)))))) :D:D:D

LsHისა... said:

კახა ერთი სიტყვა აკლია ამ შესანიშნავ პოსტს - "სახელობის" ;) ;) ;)

იმიტომ რომ როგორც ვიცი, შოთა რუსთაველი არც მეპატრონე იყო და არც დამფუძნებელი... ;))))))))

ras maimunoobt ? :D:D seriozuli postia es :P :P :D 

Kakha_მ თქვა:

ზუსტად მაგას ვამბობ მეც, უმნიშვნელო განსხვავებააა :)))

LsHისა_მ თქვა:

თუ არ ჩავთვლით 9 საუკუნოვან განსხვავებას, შეიძლება მართლაც ყოფილიყო დამსწრეთა შორის... :))))))

კახა said:

რა იცი რომ არ არის დამფუძნებელი, რა დამფუძნებელთა კრებაზე იყავი???? :)))))) :D:D:D

LsHისა... said:

კახა ერთი სიტყვა აკლია ამ შესანიშნავ პოსტს - "სახელობის" ;) ;) ;)

იმიტომ რომ როგორც ვიცი, შოთა რუსთაველი არც მეპატრონე იყო და არც დამფუძნებელი... ;))))))))

Brolika შენ ახალი ხარ ამ პოსტისთვის თორემ ყველაფერს მიხვდებოდი :P :D :P

Brolika Qiqava_მ თქვა:

ras maimunoobt ? :D:D seriozuli postia es :P :P :D 

Kakha_მ თქვა:

ზუსტად მაგას ვამბობ მეც, უმნიშვნელო განსხვავებააა :)))

LsHისა_მ თქვა:

თუ არ ჩავთვლით 9 საუკუნოვან განსხვავებას, შეიძლება მართლაც ყოფილიყო დამსწრეთა შორის... :))))))

RSS

ბლოგ პოსტები

Dodgers Blank Mets Behind Wrobleski’s Career Gem

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am 0 კომენტარი

LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.

Rookie left-hander…

გაგრძელება

Aaron Judge Smashes Two Homers in Yankees’ Dramatic Walk-Off Win

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am 0 კომენტარი

NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters