ვენეციის ძლევამოსილ რესპუბლიკაში ადრეული აღორძინება დაიწყო XVს-ის II ნახევრიდან და თავისებური ხასიათი მიიღო. 1453წ. თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღების მიუხედავად, ვენეცია კიდევ დიდხანს აგრძელებდა სავაჭრო კავშირს აღმოსავლეთთან. ანტიკურ მემკვიდრეობას ვენეციელი არქიტექტორები არამარტო რომის მეშვეობით ეცნობოდნენ, არამედ მათ მფლობელობაში მყოფი დალმაციისა და მორეას (პელოპონესის) ანტიკური ძეგლების შესწავლის საფუძველზე.

       ვენეციის სპეციფიკიდან გამომდინარე (მისი კუნძულებზე განლაგებიდან) მას არ ესაჭიროებოდა ციხე-სიმაგრეების აგება. ამდენად აქ ჩამოყალიბდა გახსნილი ქალაქური პალაცოები, რომელთა ფასადები გოთიკური ვენეციური ღია გალერეებიანი სასახლეებიდან მომდინარეობს. ერთ-ერთი პირველი ძეგლი ვენეციური აღორძინებისა სან-ძაკარიას ეკლესიაა (დაიწყო ანტონიო გამბელომ 1458წ., გააგრძელა მორო კოდუჩიმ). მისი ფასადი ამაღლებული ნახევარწრიული მთავარი ფრონტონით და გვერდითა მეოთხედი წრიული თაღებიანი ნახევარფრონტონებით დალმაციის ტაძრებს წააგავს. ფასადის კომპოზიცია შენობის შიდა სტრუქტურას იმეორებს.

       აღსანიშნავია პიეტრო ლომბარდოს მიერ აგებული სანტა მარია დეი მირაკოლის ტაძარი (1481). ქვედა იარუსი კომპოზიტურკაპიტელებიანი დეკორატიული პილასტრებითაა დანაწევრებული, რომელსაც ეყრდნობა მთელი შენობის შემომფარგლავი ანტაბლემენტი. მეორე იარუსის პილასტრები დეკორატიული არქივოლტებითაა გადაბმული. პილასტრები კედელთან შედარებით მუქი ფერისაა, ამდენად ისინი გამოკვეთილია კედლის სიბრტყის ღია ფერის ფონზე. შენობას ასრულებს ვენეციისთვის დამახასიათებელი ნახევარწრიული ფრონტონი.


       ვენეციისთვის დამახასიათებელია ასევე ბიზანტიური ტიპის ტაძრები. მაგალითად: ჯვრულ-გუმბათოვანი სან ჯოვანი ქრისტოსომო, სან-სალვადორე (ააგო ტულიო ლომბარდომ ჯორჯო სპავენტოს პროექტით 1506-1534). XVს-ის ბოლოს აიგო საერო საძმოების შენობები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სკუოლა დი სან მარკო (არქ. მორო კოდუჩი, პიეტრო Lლომბარდო და მისი შვილები, 1485-1495). ფასადი ტრადიციულად პილასტრებითაა დაყოფილი, რომელთაც აერთიანებთ შენობის მთელ პერიმეტრზე გაყოლებული ანტაბლემენტი და მთელი კომპოზიცია დასრულებულია ნახევარწრიული ფრონტონებით. I სართულზე ილუზორული ჩაღრმავებებია წარმოდგენილი დაფარული პერსპექტიული ფერწერით. ქანდაკებებითა და ფერადი მარმარილოთი მორთული ფასადები სადღესასწაულო ხასიათისაა.

სკუოლა დი სან მარკო და სან ჯოვანი ე პაოლო

სკუოლა დი სან მარკო


       XVს-ის ბოლოს განახლდა დოჟების სასახლის სამუშაოები. ანტონიო რიცომ რენესანსულ ხასიათში ააგო ეზოს ფასადის ნაწილი, რომელიც სან მარკოს ტაძარს ებჯინება. მასვე მიაწერენ შესანიშნავ კიბეს ე.წ. "გიგანტთა კიბეს", რომლის ქანდაკებები XVIს-ში სანსოვინომ შეასრულა.


       XVს-ის II ნახევარში მნიშვნელოვანი თეორიული ნაშრომები შექმნეს მილანში ფილარეტემ (ანტონიო ავერლინომ) და ურბინოში ფრანჩესკო დი ჯორჯი მარტინიმ. ცნობილი მოქანდაკის გიბერტის მოსწავლე ფლორენციელი ფილარეტე თავდაპირველად მოქანდაკე გახლდათ.

      შემდგომში მან მიიღო მონაწილეობა მილანის ჰერცოგის სფორცას სასახლისა და ჰოსპიტალის მშენებლობაში. მისი ყველაზე დიდი დამსახურებაა ვიტრუვიუსის ტრაქტატის შესწავლის საფუძველზე შექმნილი თეორიული ნაშრომი. მისი ტრაქტატი არქიტექტურაზე ალბერტის ტრაქტატისგან განსხვავებით, რომელიც ლათინურად იყო დაწერილი, იტალიურ ენაზე იყო შესრულებული და ამის გამო ფართოდ გავრცელდა. ფილარეტე მის მიერ დაპროექტებული ქალაქის "სფორციანდას" მაგალითზე გადმოსცემს თავის შეხედულებებს არქიტექტურაზე, მშენებლობასა და ქალაქგეგმარებაზე. მან პირველად წარმოადგინა ერთიანად გააზრებული რეგულარული ვარსკვლავისებური გეგმის მქონე ქალაქის იდეა, შექმნა ტიპობრივი შენობები, მრავალი სახლისა და ცენტრულ-გუმბათოვანი ნაგებობის პროექტი. ვარსკვლავისებურმა ქალაქმა შემდგომი განვითარება ჰპოვა ფრანჩესკო დი ჯორჯო მარტინის ტრაქტატში.

პალმანუოვა

       იგი XVს-ის ბოლო მეოთხედში ურბინოს ჰერცოგთან მოღვაწეობდა, ხოლო XVIს-ში ეს გეგმა დაედო საფუძვლად გამაგრებულ ქალაქს პალმანუოვას (ვენეციის ოლქი). ტრაქტატში დიდი ყურადღება ექცევა საერო, საზოგადოებრივ და ასევე საფორტიფიკაციო ნაგებობებს.


სფორციანდა

 

 

 

ნახვა: 1722

გამოხმაურებები!

;( ვიტირებ ეხლა :(( 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters