მრავალმთის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი იყო წმიდა ექვთიმე. მონასტრის სიგელ-გუჯრები მას "მრავალღვაწლმშრომელად" მოიხსენიებს.
იოანე ბატონიშვილი წმიდა ექვთიმეზე გვამცნობს, რომ ექვთიმე იყო "კაცი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, სათნოებათა ზედა უცხო მოქადაგე. ამან ფრიად იღვაწა მონასტრისათვის და აღაშენა სოფელი ხაშმი, რომელიც იყო ქსნის ერისთავთა ლეკთა მოყვანის მიზეზით დამწვარი; აღაშენა უცხო ვენახი და წისქვილნი... მრავალი შემატა მონასტერსა, ვითარცა ნივთნი, ეგრეთვე მამულნიცა". მისი კურთხევით სავანეში ითარგმნებოდა დიდძალი სასულიერო ლიტერატურა, იწერდნენ იშვიათ საგნებს.
იოანე ბატონიშვილი გვეუბნება, რომ წმიდა ექვთიმემ შეასწავლა "რაოდენთამე მოწაფეთა ფილოსოფია და ღვთისმეტყველებაჲ".
წმიდა ნინოს საგალობლები წმიდა ექვთიმეს საბა ნინოწმინდელის დავალებით დაუწერია: "ათორთა უდაბნოთა მაკურთხეველმან, ყოვლადსამღვდელომან, ნინოწმიდელ მიტროპოლიტმან საბა მიბრძანა მე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტს უღირს ექვთიმის აღწერად მუჴლედნი "გიხაროდენ" საქართველოს განმანათლებლისა, მოციქულთა სწორისა, დედისა ნინოსი".
1797 წელს თბილისს შავი ჭირი მოედო. მცხოვრებლები ტყეებსა და ხეობებში გაიხიზნენ. კლდის ნაპრალებიდან გამოსული უდაბნოს მოღვაწე ბერები მფარველ ანგელოზებად მოევლინნენ ავადმყოფობისა და შიმშილისაგან ღონემიხდილ ხალხს: ეხმარებოდნენ, ემსახურებოდნენ და ნუგეშს სცემდნენ მათ. როგორც ბევრ სხვა სიკეთეს, ამ საქმესაც წმიდა ექვთიმე ხელმძღვანელობდა.
წმიდა ექვთიმე 1804 წელს აღესრულა მშვიდობით.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა ეკლესიისა და ერისათვის დამაშვრალი, გაჭირვებულთა იმედი და ნუგეში, "მრავალღვაწლშემოსილი" ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ექვთიმე წინამძღვარი".
ტეგები: 21 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, გარეჯი, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•