მენელსაცხებლე დედათაგან ერთ–ერთი. წარმოშობით ებრაელი, ქალაქ მაგდალიდან. უფლის ერთგული მოწაფე, მოციქულთასწორი. ესწრებოდა ჯვარცმას ღვთისმშობელთან და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად, როცა სხვა მოწაფეები გაფანტულები იყვნენ. ღირსი შეიქმნა აღმდგარი მაცხოვრის ხილვის.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად მშვენიერი და მომხიბვლელი მარიამი (ებრაულად მარიამი ქალბატონს ნიშნავს), თავშეუკავებლად ცხოვრობდა. სახარების მიხედვით უფალმა მისგან შვიდი ეშმაკი განდევნა. ამის შემდეგ კი უფლის ერთგული მოწაფე გახდა. წმინდა წერილში არაფერია ნათქვამი აღდგომის შემდეგ მარიამის ცხოვრების შესახებ, მაგრამ უეჭველია რომ ამაღლებამდეც უფლის გვერდით იქნებოდა.
როცა სულიწმინდით აღვსიმა მოციქულებმა დატოვეს იერუსალიმი და საქადაგებლად სხვადასხვა მხარეს წავიდნენ მარიამი რომში ჩავიდა და იმპერატორ ტიბერიუს ეახლა, ძღვენი მიართვა და ახარა ქრისტეს აღდგომა.
იმპერატოს დაუჯერებლად ეჩვენებოდა ქრისტეს აღდგომა. ეს ფაქტი წარმოუდგენელი იყო მისთვის. ეს იგივე იყო, მარიამის ძღვენი - კვერცხი გაწითლებულიყო. იმპერატორმა სიტყვაც ვერ დაასრულებულა. კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, შემდეგ კი გაწითლდა.
სწორედ აქედან მომდინარეობს სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღების ტრადიცია.
ამის შემდეგ მარიამი იტალიასა და რომში განაგრძნობდა მოციქულეობრივ ღვაწლს. სავარაუდოდ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული სწორედ მარიამ მაგდალინელზე საუბრობს: "კითხვაი აქუნთ მარიამს, რომელ–იგი ფრიად დაშვრა ჩვენდა მომართ".
მოციქულთასწორმა მარიამმა უფალს სული ეფესოში შეჰვედრა. მეცხრე საუკუნემდე წმინდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში და წმინდა ლაზარეს სახელობის მონასტერში დააბრძანეს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს რომში გადაიტანეს და იოანე ლატერანის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს. ნაწილი წმინდა ნაწილებისა საფრანგეთშია, მარსელის ახლოს მისივე სახელობის მონასტერში. წმინდანის მარჯვენა მტევანი კი ათონზე წინდა სიმონ–პეტრეს მონასტერშია დაბრძანებული.
ტეგები: 4 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, მენელსაცხებლე, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•