ათონის ივერთა მესამე იღუმენი იყო ღირსი გიორგი მაშენებელი. როგორც ათონელ წმიდა მამათა ცხოვრების აღმწერელი გიორგი მთაწმინდელი მოგვითრობს, მონასტრის პირველმა იღუმენმა, ღირსმა იოანემ, თავის შვილს, ღირს ექვთიმეს გადააბარა წინამძღვრობა და თან დაუბარა: "შემდგომად თავისა... რაჲთა გიორგის დაუტეოს მამობაჲ, რომელ იგი თვისივე იყო მათი, კაცი სახელოვანი და ფრთხილი ჴორციელთა საქმეთა ზედა". ზოგი ცნობით, გიორგი იოანეს ძმისშვილი იყო
გიორგიმ მონასტრის მართვა აქტიურად დაიწყო ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ. მისი ხელმძღვანელობით აშენდა ივერონის მთავარი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა. ტაძრის წარწერაში ნათქვამია: "მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი და უკუნისამდე არა შეიძრნენ. გიორგი მონაზონი, ქართველი და მაშენებელი".
იგი დიდი პატივისცემით სარგებლობდა ბიზანტიის იმპერატორის კარზე, "დიდად წარჩინებულ იქმნა გიორგი წინაშე რომანოზ მეფისა და დიდად საკუთარ და პატივცემულ", შემდეგ კი "თუ ვითარ ექმნა, ღმერთმან უწყის, განდგომილებაჲ და ორგულებაჲ დასწამეს", კუნძულ მონოვატზე გადაასახლეს და იქვე აღესრულა.
გიორგის გადასახლება საბედისწერო გახდა ივერთა ლავრისათვის, ცილისმწამებლებმა ახალი საბაბი იპოვეს, "საბერძნეთის დიდებულნი და პალატისა წარჩინებულნი ყოველნი მოდრიკნეს", და ათონელ ქართველებს მძიმე ვითარება შეუქმნეს. ამ დროს გაიძარცვა და განადგურდა "მამათა ჩვენთა მოგებული", სისხლითა და ოფლით მოპოვებული მონასტრის სიმდიდრე.
კეთილმსახურ და ქრისტესმოყვარე იმპერატორ მიხეილის დროს ივერთა მონასტერს ისევ დაუბრუნდა კუთვნილი ქონება და ძველებური სიტკბოება მოეფინა სავანის ძმობას.
გიორგის ცხედარი ქართველმა ბერებმა მონოვატიდან ათონს გადაასვენეს.
ათონის ივერთა მონასტერში წმიდა გიორგი მაშენებლის ხსენება იოანესა და ექვთიმესთან ერთად აღესრულება.
ტეგები: 10 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•