იმპერატორ დიოკლეტიანეს ზეობისას ნიკომედიაში ეწამნენ, წმიდა მოწამენი ფოტიოსი და ანიკიტე . წმიდა ანიკიტეს იმპერატორის კარზე მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა. მან უშიშრად ამხილა დიოკლეტიანე უსჯულოებასა და უდანაშაულო ქრისტიანთა დაუნდობელ ხოცვა-ჟლეტაში, რის გამოც განრისხებულმა თვითმპყრობელმა ნეტარი სასტიკად აწამებინა. შემდეგ ბრძანა, წმიდანი მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად, მაგრამ ლომი თვინიერად მიეახლა მას და ალერსი დაუწყო. უეცრად ძლიერად შეირყა მიწა, ჰერკულესის საკერპო დაიმსხვრა, ქალაქის გალავნის ნაწილიც ჩამოინგრა და მრავალი წარმართი მოიყოლა ქვეშ. გააფთრებულმა მტარვალმა წმიდანისთვის თავის მოკვეთა ბრძანა, მაგრამ ჯალათი, რომელმაც მახვილი აღმართა განკარგულების შესასრულებლად, უსულოდ დაეცა. უფლის რჩეულს ურმის თვალზე წამება და ნელ ცეცხლზე წვა დაუწყეს, მაგრამ ბორბალი გაჩერდა და ცეცხლი ჩაქრა; მოწამის ნათესავი, ფოტიოსი მიესალმა ნეტარს, წარმართულ კერპებს კი არარაობა უწოდა. ახალ აღმსარებელზე აღმართულმა მახვილმა თავად ჯალათი განგმირა. მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს. დიოკლეტიანე სთავაზობდა მათ: "თუ გსურთ მიიღოთ პატივი და სიმდიდრე, თაყვანი ეცით ჩვენს ღმერთებს!" ქრისტეს ტარიგებმა უპასუხეს: "პატივი შენი და სიმდიდრე შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა!" მაშინ წმიდანები გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და დაუნდობლად ათრიეს ქუჩაში, მაგრამ ღვთის წყალობამ ისინი უვნებლად დაიცვა. ღვთისმოძულე ხელისუფლის ბრძანებით ქრისტეს აღმსარებლების დასაწვავად უზარმაზარი ღუმელი გაამზადეს. როცა უღმრთოებმა იგი გაახურეს, ანიკიტესა და ფოტიოსის მაგალითით გამხნევებული მაცხოვრის მრავალი მსასოებელი შევიდა შიგ სიტყვებით: "ჩვენ ქრისტიანები ვართ!" ყველა მათგანმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ანიკიტესა და ფოტიოსის წმიდა ცხედრებს ცეცხლმა ვერაფერი დააკლო. ამ სასწაულის მხილველმა მრავალმა წარმართმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ეს მოხდა 305 წელს.
ტეგები: 25 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, მოწამე, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 26, 2025.
საათი: 7:55am
0 კომენტარი
0 მოწონება
Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.
Season 9 of Diablo 4 introduces a gripping narrative centered around ancient Horadric knowledge, forgotten relics, and cursed dungeons. One of the earliest major quests in this journey is Bearing the Weight of Ghosts—a dark and challenging mission that picks up immediately after The Truth That Lies…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
© 2025 George.
•