ოთხი დიდი წინასწარმეტყველიდან ერთ–ერთი. ტომით ლევიტელი. იუდეური გადმოცემის მიხედვით იერემია წინასწარმეტყველის მსახური ყოფილა. ქრისტეს შობამდე დაახლოებით ექვსასი წლით ადრე დაბადებულა, იუდეველთა მეფე ოზიას დროს ქალაქ სარირში. ცნობილია რომ მამას ვუზი ერქვა. ჰყოლია ცოლი, რომელიც ეზეკიელის წინასწარმეტყველად მოწოდებიდან ოთხ წელიწადში გარდაცვლილა.
ნეტარი იერონიმეს თანახმად, ეზეკიელი განიმარტება როგორც – უფლის ძალა ანუ ხელმწიფება.
წინასწარმეტყველი 25 წლის ასაკში მეფე იექონიასთან და სხვა თანამემამულეებთან ერთად ბაბილონში წაიყვანეს ტყვედ. ტყვეობაში წინასწარმეტყველი მესოპოტამიაში, მდინარე ქობანთან ცხოვრობდა. სწორედ ამ ადგილას მოუწოდა უფალმა საწინასწარმეტყველოდ.ხილვა ჰქონდა. უფლის ბრძანებით შეჭამა გრაგნილი, რომლის ორივე მხარეს ჩანდა წარწერა: "გოდება, ოხვრა და მწუხარება".
წინასწარმეტყველმა ოცი წელი იღვაწა. დაწერა ოცდარვა წიგნი, რომელსაც ნეტარი იერონიმე "ღვთაებრივი საიდუმლოებების ოკიანეს" უწოდებს.
იუდეველებს შორის არსებობდა ტრადიცია, რომელიც 13 წლამდე ეკრძალებოდათ წიგნის წაკითხვა.
წინასწარმეტყველმა ტყვეობაში მყოფ ისრაელებს აუწყა იმ განსაცდელების შესახებ, რომელიც ურჩობისათვის თავს დაატყდა მათ. ასევე უწინასწარმეტყველა ბაბილონის ტყვეობიდან განთავისუფლება და იერუსალიმის ტაძრის აღდგენა.
წინასწარმეტყველს სასწაულმოქმედების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული. მისი ლოცვით მდინარე ქობარი გაიპო და ქალდეველთაგან დევნილი ებრაელები მეორე ნაპირზე მშვიდობით გადავიდნენ. შიმშილობის დროს კი დამშეულებს საზრდელი უმრავლდებოდათ.
ეზეკიელი იუდეველმა დიდებულებმა მოკლეს. გაუხედნავ ცხენს გამოაბეს და დაფლითეს. წინასწარმეტყველი მათ კერპთაყვანისცემის გამო ამხელდა.
წინასწარმეტყველის წმინდა ნაწილები კეთილმსახურმა ებრაელებმა შეკრიბეს და სემისა და არფაქსადის სამარხში დაკრძალეს მდ. ევფრატის სანაპიროზე, ბაღდადთან ახლოს.
იხილეთ ვრცლად →
ტეგები: 3 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, წინასწარმეტყველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: ივლისი 2, 2026.
საათი: 7:35am
0 კომენტარი
0 მოწონება
MLB The Show 26: Lightning Card & Gameplay Overhaul
On July 2nd, 2026, the entire baseball gaming community's attention was focused on the release of the June Player of the Month Lightning card in *MLB The Show 26*. This highly…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•