სოფელ ვასილევკაში დაიბადა ღირსი თეოდოსი პეჩორელი, კიევის მახლობლად და ოჯახთან ერთად სიყრმეშივე გადასახლდა კურსკში. მან ადრევე იგრძნო სწრაფვა მოსაგრეობისკენ; მშობლიურ სახლშიც ასკეტურად ცხოვრობდა - თავს არიდებდა ბავშვურ გართობა-თამაშობებს, გამუდმებით დადიოდა ეკლესიაში, გულმოდგინედ უსმენდა ლოცვას და ყველაფერს, რაც გააჩნდა, ღარიბებს ურიგებდა. წმიდანმა თვითონ სთხოვა დედ-მამას, საღვთო წიგნების კითხვის შესასწავლად მიებარებინათ, რასაც საოცარი ნიჭის წყალობით ისე სწრაფად დაეუფლა, რომ ყველა გააოცა. თეოდოსის შეძლებულ მშობლებს არ მოსწონდათ, რომ მათი შვილი გლახაკივით იმოსებოდა, განმარტოებისაკენ ისწრაფოდა და ხშირად, მეზობელი გლეხების დახმარების სურვილით, მათთან ერთად მუშაობდა.
მამის სიკვდილის შემდეგ, ჯერ ისევ ყმაწვილმა მოსაგრემ გადაწყვიტა გაპარულიყო იერუსალიმში, მაგრამ წამოეწივნენ და თვითნებობისთვის მკაცრად დასაჯეს. შინ დაბრუნებული თეოდოსი, მიუხედავად მკაცრი და მოსიყვარულე დედის აკრძალვებისა და მუქარებისა, კვლავ ცხოვრების არჩეულ გზას ადგა: რასაც მშობლისაგან ღებულობდა, გლახაკებს უნაწილებდა, მკაცრად მარხულობდა, რკინის ჯაჭვებს ატარებდა და სეფისკვერებს აცხობდა ერთ-ერთი ტაძრისთვის. ოცდასამი წლის იყო ჭაბუკი, როცა ფარულად დატოვა მშობლიური ოჯახი და კიევო-პეჩორის ლავრაში ბერად აღიკვეცა ღირსი ანტონის ხელით. ოთხი წლის შემდეგ დედამ მოძებნა შვილი და ცრემლებით ევედრებოდა, შინ დაბრუნებულიყო, მაგრამ წმიდანმა თავად დაარწმუნა იგი, მონაზვნად შემდგარიყო წმიდა ნიკოლოზის სავანეში.
1054 წელს წმიდა თეოდოსი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს, 1057 წელს კი - იღუმენად აირჩიეს. ხმამ მისი საოცარი ღვაწლის შესახებ მრავალი მოსაგრე მიიზიდა სავანეში, სადაც წმიდანმა შემოიღო სტუდიონის მონასტრის წეს-განგება, რომელიც მისი თხოვნით საგანგებოდ გადმოიწერეს კონსტანტინოპოლში. წინამძღვრის ხარისხშიც ღირსი თეოდოსი ყველაზე ძნელ მორჩილების საქმეებს აღასრულებდა. იგი, ჩვეულებრივ, მხოლოდ გამომხმარი პურითა და მწვანილით იკვებებოდა; ღამეებს უძილოდ ატარებდა ლოცვაში, რაც ძმებს არაერთხელ შეუმჩნევიათ, თუმცა უფლის რჩეული გულმოდგინედ ცდილობდა თავისი ღვაწლის დამალვას კაცთაგან. არავის უნახავს, რომ ნეტარს წამოწოლილად დაეძინა - იგი, როგორც წესი, მჯდომარე ისვენებდა. დიდმარხვის დღეებში წმიდანი სავანის მახლობლად მდებარე მღვიმეში განმარტოვდებოდა ხოლმე და აქ მოღვაწეობდა ყველასაგან ფარულად. მისი სამოსი იყო უხეში ჯვალო, რომელსაც პირდაპირ შიშველ ტანზე იცვამდა; ასე რომ, ამ გლახაკ ბერში შეუძლებელი იყო იმ სახელგანთქმული იღუმენის ამოცნობა, რომელსაც ყველა თაყვანსა სცემდა. ერთხელ ღირსი თეოდოსი დიდ მთავარ იზიასლავისგან ბრუნდებოდა. მეეტლემ, რომელიც ჯერ არ იცნობდა ნეტარს, უხეშად მიმართა მას: „შენ, ბერო, ყოველთვის უქმად ხარ, მე სულ ვშრომობ; გადმოდი ჩემს ადგილზე, მე კი ეტლში მიმიშვი!“ წმიდა ბერი მდაბლად დამორჩილდა და წაიყვანა მსახური. როცა მეეტლემ დაინახა, რომ შემხვედრი ბოიარები ნეტარის დანახვაზე მოწიწებით იხრიდნენ ქედს, შიშმა შეიპყრო; მაგრამ თეოდოსიმ დაამშვიდა იგი და მონასტერში მისულმა დააპურა კიდეც. წმიდანი არ უფრთხოდა ამასოფლის ძლიერთა მხილებას. უსამართლოდ მსჯავრდებულნი მისი სახით ერთგულ დამცველს პოულობდნენ. ნეტარი მამა განსაკუთრებით ზრუნავდა გლახაკებზე - მონასტერში მოაწყო საგანგებო ეზო, სადაც ყველა გაჭირვებულს შეეძლო მიეღო საზრდელი და თავშესაფარი.
1074 წელს სამოცდახუთი წლის ასაკში ღირსმა თეოდოსიმ წინასწარ განჭვრიტა თავისი აღსასრულის დღე, მშვიდობით შეავედრა თავისი სული უფალს. ნეტარის წმიდა ნეშტი მის მიერვე გამოკვეთილ იმ მღვიმეში დაკრძალეს, სადაც დიდმარხვის დღეებში მოსაგრეობდა ხოლმე, 1091 წელს კი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. მონღოლთა თავდასხმის დროს წმიდა იღუმენის უხრწნელი ნაწილები, მტერს ხელში რომ არ ჩავარდნოდა, დიდი ტაძრის დასავლეთ კარიბჭესთან დაფლეს. ნეტარი მამის კანონიზაცია მოხდა 1108 წელს.
ჩვენამდე მოღწეულია, თეოდოსის ექვსი ქადაგება, ორი ეპისტოლე და ლოცვა ყოველთა ქრისტიანთათვის. ღირსი მამის ცხოვრება ნეტარის მიცვალებიდან ოცდაათი წლის შემდეგ შეადგინა მისმა მოწაფემ, წმიდა ნესტორ მემატიანემ.
ტეგები: 27 აგვისტო, Qwellyland, Theodosi, აგვისტო, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•