730 წელს იმპერატორ ლეონ ისავრიელის დროს წმიდა ხატთა თაყვანისცემისათვის ეწამნენ, წმიდა მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტიოსი, პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიცია, პროტოსპათარი გრიგოლი და სხვები. უღმრთო თვითმპყრობელმა სამღვდელმთავრო კათედრიდან გააძევა და გადაასახლა წმიდა პატრიარქი გერმანე , მის ნაცვლად კი ხატმბრძოლი ანასტასი აღასაყდრა. კონსტანტინოპოლში კეთილმსახური მეფის, კონსტანტინე დიდის (306-337) დროიდან აღმართული იყო სპილენძისაგან ნაკეთები მაცხოვრის სასწაულთმოქმედი ხატი. იმპერატორმა ლეონმა და ხატმებრძოლმა პატრიარქმა ანასტასიმ მისი მოხსნისა და დამხობის განკარგულებაც გასცეს. ერთმა მხედარმა კიბე მიადგა კედელს ბრძანების შესასრულებლად. შემოკრებილმა ხალხმა ვერ გაუძლო ღვთის გმობის ყურებას. ჯერ დიდებული ქალბატონი მარიამ პატრიცია გამოეყო შეკრებილთ, მას სხვებიც მიჰყვნენ, მიეჭრნენ კიბეს და ზღუდეს მოაშორეს, რომ მკრეხელისათვის სიწმიდესთან შეხების ნება არ მიეცათ. მეომარი ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. ეს მოხდა 730 წლის 19 იანვარს. ხატის დაცვაში მონაწილეობას ღებულობდნენ პროტოსპათარი (მხედართუფროსი) გრიგოლი, ღირსმოწამე ქალწული თეოდოსია (ხს. 29 მაისს) და სხვები. როცა იმპერატორმა შეიტყო მომხდარი, იქვე ამოჟლიტა მართლმორწმუნეები. მოწამეობრივად აღესრულა პროტოსპათარი გრიგოლიც, ზოგიერთი მართლმადიდებელი კი დიდგვაროვანთა წრიდან - იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ლეონტი, ფოტიოსი და პეტრე - საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ მარტვილები რვა თვის მანძილზე ყოველდღიურად ხუთას დარტყმას ღებულობდნენ. ბოლოს, იმპერატორის ბრძანებით, მათ თავები მოჰკვეთეს. წმიდა მარიამ პატრიცია არ იყო პყრობილთა შორის. მაგრამ როცა შეიტყო, რომ უფლის რჩეულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს, ნებით გამოცხადდა მათი ხვედრის გასაზიარებლად. წმიდათა ცხედრები კონსტანტინოპოლში დაკრძალეს, წმიდა მოწამე თეოდორეს სახელობის ტაძრის სიახლოვეს. ასოცდაცხრამეტი წლის შემდეგ მოხდა მათი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
ტეგები: 22 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, მოწამე, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•