ალბათ ყველა ქალბატონისთვის ცნობილი სილამაზის ფორმულა მაკიაჟის ძალაში მდგომარეობს. არ აქვს მნიშვნელობა მსუბუქი იქნება მაკიაჟი თუ არა, მხოლოდ ერთ საცხს ხმარობს თუ მრავალს, დამეთანხმებით ის მცირედი დეტალიც ქალს უფრო თავდაჯერებულს ხდის. და როდესაც პროფესიონალის ფუნჯი ეხება ჩვენს კონტურებს მაშინ სასაწაულებიც ხდება... ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა რუსმა ხელოვანმა ვადიმ ანდრეიევმა. პირველი შეხედვით თქვენ შეიძლება იფიქროთ რომ ეს სურათები დამუშავებული იქნა ფოტოშოპის მიერ, მაგრამ სინამდვილეში ყოველ სურათზე გამოსახული ქალი შეცვლილია მაკიაჟის მიერ.
რატომ უყვართ ქალებს შეღებვა?
1. თავდაჯერებულობა. ბევრი ქალბატონი სულაც არ არის თავდაჯერებული, როცა ქუჩაში ან სამსაცურში მაკიაჟის გარეშე გადის. თანაც მაკიაჟის სწორმა გამოყენებამ შეიძლება მოგვცეს გასაოცარი შედეგი.
2. კარგი განწყობა. მშვენიერი სქესის ყველა წარმომადგენელს სულაც არ მოსწონს თავისი გამოსახულება დილით სარკეში ჩახედვისას. ხოლო გარდასახვა რომელიც მაკიაჟის საშუალებით შეიძლება მოხდეს რადიკალურად ცვლისმანდილოსანთა განწყობას. სწორად შერჩეული ფერი, გამოკვეთილი თვალები, წამწამები, ვნებიანი ტუჩები აიძულებს ქალს გაუღიმოს თავის გამოსახულებას სარკეში.
ფსიქოლოგების აზრით, იმან თუ სად და როგორ ვიდებთ მაკიაჟს ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩვენი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესახებ.
შეარჩიეთ ის ვარიანტი რომელიც უფრო ახლოს არის თქვენთან და გამოიტანეთ დასკვნები:
1. უმაკიაჟობა
- როგორც წესი ქალები, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ მაკიაჟს უარყოფენ საკუთარ ქალურობასაც. მათი "ქალური" თვითშეფასება ძალიან დაბალია. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. მაგ: მშობლები ოცნებობდნენ ბიჭზე და მას ზრდიდნენ, როგორც ბიჭს. თუმცა ძალიან ხშირად ქალური თვისებების დაწევა შეიძლება გამოწვეული იყოს წარუმატებლობებით პირად ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში მაკიაჟის არ ქონა არის მცდელობა გამოიყურებოდნენ არამიმზიდველად მამაკაცების თვალში, რადგან თავიდან აიცილონ ახალი წარუმატებლობა და ტკივილი.
- უმაკიაჟობის კიდევ ერთი მიზეზი მამაკაცებთან გათანაბრებაა. არიან ქალები, რომლებიც კაცებს არარაობად თვლიან და მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან.
- ხშირად მაკიაჟი საერთოდ ავიწყდებათ ეგოცენტრულ ქალბატონებს. მათთვის ხომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს და მათვთის სულერთია რას ფიქრობენ გარშემომყოფნი. ინტელექტუალი ქალები კი მთელ თავის დროს უძღვნიან კითხვას, მეცნიერებას ან რელიგიას. ისინი თავს ყველანაირ მაკიაჟზე მაღლა გრძნობენ.
- და ბოლოს უმაკიაჟობის ყველაზე ძლიერი არგუმანტი "მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ". ჩვეულებრივ იკეთებენ მინიმალურ მაკიაჟს, იყენებენ ტუჩ საცხს და შესაძლოა ტუშსაც. ასეთ ქალებს არ უყვართ მასიდან გამოყოფა, ყველაფერში აფასებენ ზომიერებას და კარგ გემოვნებას. გამომწვევ მაკიაჟს ისინი ვულგარულობად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ეს არის პრიმიტიული ხერხი მამაკაცის ყურადღების მისაპყობად. სულის სიღრმეში ისინი დარშმუნებულები არიან, რომ ჭკვიანი ქალი არასოდეს არ დაემსგავსება თოჯინას.
2. მკვეთრი, გამომწვევი მაკიაჟი
მიზეზი, რატომაც ქალი ყოველ დილით იდებს მაკიაჟის ძალიან სქელ ფენას, რომლისაც ინდიელი ტომების ბელადსაც შეშურდებოდათ შეიძლება იყოს ძალიან ბევრი.
- ხშირად ქალი იკეთებს მკვეთრ მაკიაჟს და იყენებს მას როგორც "დამცავი ნიღაბი". ამ შემთხვევაში ადვილად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მას სულიერად უჭირს. შესაძლოა ის ნაწყენი და დათრგუნულია და საზოგადოებისთვის არ სურს ამის ჩვენება. ამ შემთხვევაში მკვეთრი მაკიაჟი შველის.
- ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ თუ ქალი ყოველთვის ნორმის ფარგლებში იყენებს კოსმეტიკას და უცბათ გადადის მკვეთრ მაკიაჟზე მაშინ ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ მას ყველაფერი რიგზე არ აქვს.
- და ბოლოს მკვეთრი მაკიაჟის გაკეთების მიზეზი შეიძლება იყოს - ცხოვრების შეცვლის სურვილი. მაკიაჟი კი ატარებს სიმბოლურ ხასიათს და თუ გინდათ შეცვალოთ რამე გლობალურად უნდა დაიწყოთ მცირედან.
3. აქცენტი თვალებზე
ფსიქოლოგების აზრით, ქალები რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღება ანიჭებენ თვალის მაკიაჟს, გარშემომყოფებს ანიშნებენ, რომ მას შეუძლია იყოს კარგი, ჭკვიანი მოსაუბრე. ისინი ყურადრებიანი, დაკვირვებულნი არიან და შეუძლიათ ადამიანის მოსმენა შეწყვეთის გარეშე. მათთვის ინტელექტი და მსჯელობა ემოციურობაზე მაღლა დგას და პირადი გრძნობების გამომჟღავნებისგან თავს იკავებენ.
4. აქცენტი ტუჩებზე
დამახასიათებელია უშუალო და სენტიმენტალური ადამიანებისთვის. ისინი მოლაპარაკენი და მგრძნობიარენი არიან. თავის განცდებში ჩაძირულებს შეუძლიათ საათობით ილაპარაკონ თავის განცდებზე, გრძნობებზე და სურვილებზე.
ტეგები: Qwelly, chatter, makeup, power, გამართლება, მაკიაჟი, სილამაზის_ძალა, ქველი, შეღებვა, ჭორიკანა
ეს კაცი მგონი მხატვარი უფროა :)) შენი ტიპი იპოვე ? ჩემი 4. აქცენტი თვალებზე ყველაზე ხშირად ლაინერს და ტუშს ვხმარობ.
მარიამ კვარაცხელია_მ თქვა:
ზოგს მართლა ვერ ვიჯერებ :) რამდენი შეძლებია ნამდვილს :D
ამდენი არ წამიკითხავს მაგრამ თუ სწორად ვხედავ აქ კაცებიც არიან ხომ? :D ვითომ მააქვს შანსი "გამოსწორების?" :D
:D :D :D :D ლაშაააა... ჩვენ აქ სერიოზულად ვმსჯელობთ რას შემოგვეჭერი :D :D
LsHისა_მ თქვა:
ამდენი არ წამიკითხავს მაგრამ თუ სწორად ვხედავ აქ კაცებიც არიან ხომ? :D ვითომ მააქვს შანსი "გამოსწორების?" :D
ბოდიში, გავდივარ :D
Brolika Qiqava_მ თქვა:
:D :D :D :D ლაშაააა... ჩვენ აქ სერიოზულად ვმსჯელობთ რას შემოგვეჭერი :D :D
ნახე რა მაგრად იტყუებიან :D :D დარწმუნებული ვარ ამათ ქმრებს გულის შეტევა დაემართებათ ჩამორეცხილებს რომ ნახავენ :D :D
LsHისა_მ თქვა:
ბოდიში, გავდივარ :D
Brolika Qiqava_მ თქვა::D :D :D :D ლაშაააა... ჩვენ აქ სერიოზულად ვმსჯელობთ რას შემოგვეჭერი :D :D
:O :O :O პოსტისთვის უნდა დამემატებინა განცხადება: კაცებისთვის გამეორება აკრძალულია!!! თორემ ჩამქოლავენ მოტყუებული ქალები :D :D
მარიამ კვარაცხელია_მ თქვა:
და ბიჭებმაც თუ მიბაძეს აქტიურად მერე ნახე შენ რეალური სიყალბე :D :D :D
Brolika Qiqava_მ თქვა:ნახე რა მაგრად იტყუებიან :D :D დარწმუნებული ვარ ამათ ქმრებს გულის შეტევა დაემართებათ ჩამორეცხილებს რომ ნახავენ :D :D
LsHისა_მ თქვა:ბოდიში, გავდივარ :D
Brolika Qiqava_მ თქვა::D :D :D :D ლაშაააა... ჩვენ აქ სერიოზულად ვმსჯელობთ რას შემოგვეჭერი :D :D
ჯერ ერთი კოშმარი ისაა ცოლს რომ მოიყვან და მეორე და უფრო საშინელი, დილით რომ აღმოაჩენ საფრთხობელასთან ერთად გეძინა!!! :@ :@ :@ კოშმარიაააააააა! :)
არა არ არსებოოობს :D :D ლაშა რუსეთში რომ წავიდეს მაგ კაცის სანახავად უკან მაკიაჯით კი არა ვინმე გრძელფეხება ნატაშათი ჩამოვა :D :D :D
მარიამ კვარაცხელია_მ თქვა:
დამატებული არ გქონდა პოსტი ერთი მსურველი გამოუჩნდა :D :D :D :D
Brolika Qiqava_მ თქვა::O :O :O პოსტისთვის უნდა დამემატებინა განცხადება: კაცებისთვის გამეორება აკრძალულია!!! თორემ ჩამქოლავენ მოტყუებული ქალები :D :D
მარიამ კვარაცხელია_მ თქვა:
და ბიჭებმაც თუ მიბაძეს აქტიურად მერე ნახე შენ რეალური სიყალბე :D :D :D
Brolika Qiqava_მ თქვა:ნახე რა მაგრად იტყუებიან :D :D დარწმუნებული ვარ ამათ ქმრებს გულის შეტევა დაემართებათ ჩამორეცხილებს რომ ნახავენ :D :D
LsHისა_მ თქვა:ბოდიში, გავდივარ :D
Brolika Qiqava_მ თქვა::D :D :D :D ლაშაააა... ჩვენ აქ სერიოზულად ვმსჯელობთ რას შემოგვეჭერი :D :D
ლაშა დამიჯერე გათხოვება უფრო საშინელებაა მაკიაჟიან კაცზე :D :D :D
LsHისა_მ თქვა:
ჯერ ერთი კოშმარი ისაა ცოლს რომ მოიყვან და მეორე და უფრო საშინელი, დილით რომ აღმოაჩენ საფრთხობელასთან ერთად გეძინა!!! :@ :@ :@ კოშმარიაააააააა! :)
ეჰ, ბუს... ეგ შენ არ გჭირდება მიჭრა და მიმატება თორემაააა :D :D :D
მარიამ კვარაცხელია_მ თქვა:
რამდენი "money" - ც არ უნდა მქონდეს სილამაზისთვის არაფერს "მივიჭრი" და არაფერს "მივიმატებ" :(
მიჭრა მოჭრა მართლა საშინელებაააა :(( მაკიაჟიც ძალიან ბევრს ალამაზებს :))
LaLiko_მ თქვა:
ზოგ რაღაცას მიიჭრი,ზოგს მიიმატებ და ესე იქნები ბედნიერად:D:D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
© 2025 George.
•