ქალის სილამაზის საიდუმლოს ერთ-ერთი ფორმულა მის თმაში მდგომარეობს, როგორ აქვს მოვლილი, დავარცხნილი და ა.შ. ეს
თემა ყოველთვის წარმოადგენდა დილემას თუ როგორი ფერის თმა ხდის ქალს უფრო მომხიბვლელს...
იმასაც ამბობენ, რომ მანდილოსნის ბუნების გამოცნობა შესაძლებელია მისი თმის ფერითაც, არა აქვს მნიშვნელობა, შეღებილია თმა თუ ნატურალური.. ასე რომ შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე თმის ფერი და შესაბამისად მანდილოსნის ბუნების საიდუმლოებანი…
ქერა:
კეთილი, რბილი ხასიათის , მეოცნებე, მელანქოლიური ადამიანია. სიყვარულში ერთგულია. ნებისმიერ წვრილმანზე შეუძლია იტიროს, ოსტატურად ცსრუობს. მუშაობით მაინცდამაინც თავს არ იკლავს , მაგრამ თუ კარგი კოლეგა შეხვდა , მისი მიბაძვით , თავადაც კარგი თანამშრომელი იქნება. სენტიმენტალურია. ფერებიდან უპირატესობას ვარდისფერს, სალათისფერსა და ცისფერს ანიჭებს. მეოცნებეა, ხშიად ღრუბლებში დაფრინავს, მაგრამ თუ მიზანი დაისახა , ნებისმიერი ხერხით მის მიღწევას შეეცდება.
ჟღალთმიანი (ანუ რიჟა)
ჯიუტი და თავმოყვარეა. უყვარს სარკასტული გამონათქვამები. მისდევს სპორტს და საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად ზოგჯერ მამაკაცებსაც კი ეჯიბრება. ნებისმიერ საქმიანობაში ლიდერის თვისებებს ავლენს. თუ ჟღალთმიანს ოთხკუთხედი სახის ფორმა ააქვს , საუკეთესო მძღოლი და თანამშრომელია. შრომისმოყვარეა და წარმატერბებს ნებისმიერ სფეროში აღწევს. რაც შეეხება ოვალური სახის ფორმის მქონეს, ის მეოცნებეა, ასეთი სახე პოეზიის მოყვარულ ქალს აქვს, ლექსებს თავადაც წერს. ხშირად რისკავს და დაუფიქრებლად მოქმედებს. ჟღალთმიანებს უყვართ ცხოველები (განსაკუთრებით ცხენები და ძაღლები) და ფრინველები. ფერებიდან უპირატესობას ცისფერს, ფორთოხლისფერს, მწვანესა და შავს ანიჭებენ.
შავთმიანი:
ძლიერი, სერიოზული და ჭკვიანი ქალია. სამსახურში ლიდერის ან ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. საუკეთესოდ ერკვევა პოლიტიკაში. ყველაზე რთულ პროექტებსაც კი დამოუკიდებლად ახორციელებს . თეთრი პირსახის , შავთმიანი ქალი კარგი დიასახლისი და მეოჯახეა . სიყვარულისთვის მსხვერპლის გაღება შეუძლია, მაგრამ ქორწინებას არ ჩქარობს. მკაცრად და გემოვნებით აცვია. უყვარს შავი , თეთრი და წითელი ფერები.
წაბლისფერთმიანი:
მხიარული და ნიჭიერი ქალია. უყვარს მოგზაურობა , ზედმეტად კომუნიკაბელურია და მეგობრებს ადვილად იძენს, მაგრამ საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი არ უყვარს. ყველაფერს სწრაფად ითვისებს. შრომისმოყვარე და გაწონასწორებულია. ზრუნავს ჯანმრთელობაზე, ვარჯიშობს და დიეტას იცავს. მუქთვალება, წაბლისფერთმიან ქალს ტექნიკური საგნები და პროფესია იზიდავს, ცისფერთვალებას-ჰუმანიტარული.
ტეგები: Girl, Qwelly, Woman, chatter, qwelly, ჟღალი, სილამაზე, ქალი, ქერა, ქველი, მეტი...შავგვრემანი, წითური, ჭორიკანა
შენ რომელი ხარ ლალიკოო ? ? :D ბუნებრივი თუ შეღებილი ? :)
LaLiko_მ თქვა:
ამართლებს ბროლ:)
ეგ როგორ მარიამ :D ქერა უფრო არაა?
მარიამი ❀_მ თქვა:
არცერთს ვეკუთნი და რა ვქნა :( :D
რატოომ? :D
LaLiko_მ თქვა:
შავთმიანი ბროლ,აბა ეხლა მე რო ჟღალთმიანი გავხდე,ეგრევე ჩამქოლავენ:D
უი რა ცუდიაა :(( ისე რა ფრად შეიღებავდიიიი ? ? ? :D :))
LaLiko_მ თქვა:
იმიტომ რომ ლალიკომ რო თმა შეიღებოს,ლალიკომ რომ მაკიაჟი გაიკეთოს,მოკლედ რაც არ უნდა გააკეთოს კარგად ან ცუდად ეს არ რჩება შეუმჩნეველი და უნდა აღსდგეს ერი:dd მაშინ როცა მე არ "მცხელა"არავისთვის სამაგისოდ:d
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 26, 2025.
საათი: 7:55am
0 კომენტარი
0 მოწონება
Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.
Season 9 of Diablo 4 introduces a gripping narrative centered around ancient Horadric knowledge, forgotten relics, and cursed dungeons. One of the earliest major quests in this journey is Bearing the Weight of Ghosts—a dark and challenging mission that picks up immediately after The Truth That Lies…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
© 2025 George.
•