ახალ წელს ყველას სურს რაღაც კარგზე და სასიამოვნოზე იფიქროს ან სულ მცირე დადებითი ამბები ესმოდეს...
ჭორიკანა რამდენიმე მსგავს საახალწლო ამბავს გიამბობთ: ამბავს ჩვეულებრივ ქართველ გოგონებზე, რომელთათვისაც ერთ-ერთი ახალი წელი ყველაზე დასამახსოვრებელ დღედ იქცა...
ყველა გოგოს სიამოვნებს მსგავსი ისტორიების წაკითხვა "თუ რა თქმა უნდა შურიანი და ბოღმიანი არ გახლავთ" წაიკითხეთ თუნდაც ერთი ამ რეალური ისტორიათაგანი და გაიღიმეთ...

 12-საათმა ჩამოკრა და...

თამუნა:

- დათო ჩემს მეზობლად, დეიდამისთან სტუმრად ხშირად ჩამოდიოდა. თვალებს მიჟუჟუნებდა და მეც ძალიან მომწონდა, მაგრამ თავად არაფერს მეუბნებოდა, მე კი საკუთარ გრძნობებში პირველი ვერ გამოვუტყდებოდი. ერთ უბნელ ბიჭს ვუყვარდი და ალბათ დათო ჩემთან დაახლოებისგან თავს ამიტომაც იკავებდა. ჩვენი ასეთი ნაცნობობა 3 თვეს გაგრძელდა. ერთხელ დავინახე, ეზოში იდგა. მეზობელ გოგონას დავურეკე, შევხვდი და ვითომ შემთხვევით, გვერდით ჩა­ვუარეთ. როცა მივუახლოვდით, მეზობელს ვუთხარი: ვალიკო ნერვებს მიშლის, რადგან სულ უკან დამდევს-მეთქი. ამით დათოს ვაგრძნობინე, რომ იმ ბიჭის მიმართ არანაირი გრძნობა არ მქონდა...

დათო დეიდასთან საახალწლოდაც ჩამოვიდა, მაგრამ ჩემთან ურთიერთობისგან ისევ თავს იკავებდა. იმ ახალ წელს სოფელში, ბებიასთან უნდა წავსულიყავი. ეს რომ გაიგო, მითხრა: არ წახვიდე, აქ უფრო კარგად გავერთობითო. რასაკვირველია, შინ დარჩენა გადავწყვიტე. მართალია, დედამ ეს ამბავი გააპროტესტა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩემი გავიტანე. 31 დეკემბრის ღამეს მთელი უბანი თავისუფლების მოედანზე გამართულ კონცერტზე წავედით. ბიჭებმა ლუდი იყიდეს და ყველამ დავლიეთ. ზუსტად 12 საათზე ერთმანეთს გადავეხვიეთ და ახალი წლის დადგომა მივულოცეთ. დათოს მაშინ პირველად შევეხე. მერე ბიჭები მაშხალებს გვესროდნენ. ერთი ჩემს ფეხებთან დაეცა და ძალიან შემეშინდა. მივხვდი, ვალიკომ მესროლა, მაგრამ ქალური ეშმაკობა გამოვიყენე და დათოს ვეჩხუბე, - რატომ მესვრი-მეთქი?! მიპასუხა: მინდოდა და იმიტომო! ვალიკო გაბრაზდა და დათოს ჩხუბი დაუწყო, ის კი გაბრაზებული შეტრიალდა და წასვლა დააპირა. რასაკვირველია, უკან დავედევნე და ვუთხარი, რომ არ მინდოდა, ჩემ გამო ეჩხუბა.

 - არა უშავს, წადი, შეყვარებული არ გაგიბრაზდესო. - მე არავინ მიყვარს-მეთქი, - ვუთხარი. - არც მეო? - შენ თუ გიყვარვარ-მეთქი? - კიო, - მითხრა. - მაშინ, მეც მიყვარხარ-მეთქი. გამომიტყდა, შენთვის საჩუქარი მაქვსო (სხვათა შორის, დაბადების დღეც პირველ იანვარს მაქვს). მთხოვა, მისი დეიდაშვილის მანქანაში ჩავმჯდარიყავით. თავიდან ვითომ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და ცრემლიც გადმოვაგორე, მაგრამ მერე დავწყნარდი. სოფელში, ბებიამისთან წამიყვანა, რომელსაც ჩემ შესახებ ყველაფერი სცოდნია და სულ თავს დამტრიალებდა. დედამ რომ დამირეკა და ვუთხარი, - გავიპარე-მეთქი, მისმა კივილმა მაშხალების ხმაც კი გადაფარა, მაგრამ დათო რომ ნახა, ისე მოეწონა, მალევე დაშოშმინდა. ეს ყველაფერი ორი წლის წინ მოხდა. ახლა დათო 25 წლის არის, მე - 21-ის. 6 თვის ქალიშვილი, ბარბარე გვყავს და ძალიან ბედნიერები ვართ. დათო ყოველ წელს მეხუმრება: დაბადების დღეზე საკუთარი თავი გაჩუქე და სხვა რაღა გინდაო?!

სიურპრიზი საქმროს სანათესავოსგან...

ანა:

- ყოველ ზაფხულს ჩემთან ნათესავი გოგო ჩამოდიოდა, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მე კი, 25 წლის ასაკშიც "მინდვრის თაგვივით ობლად" დავდიოდი. ნათიამ მოწყალე თვალით გადმომხედა და ერთ-ერთ თაყვანისმცემელს სთხოვა: იქნებ

ჩემს ნათესავს ვინმე გააცნოო. იმ ბიჭმაც, სიკეთე გამოიჩინა და ასე გავიცანი გიორგი. ცოდვა გამხელილი სჯობს და მან თავიდანვე ფლირტაობა დამიწყო. ჯერ არ ავყევი, მაგრამ მერე მასთან ურთიერთობას ისე შევეჩვიე, რომ გამუდმებით ტელეფონი მეჭირა ხელში, მის მესიჯს ველოდებოდი. პირველი პაემანი მართლაც დაუვიწყარი იყო, ამის შემდეგ ჩვენში ნამდვილმა გრძნობამ იფეთქა...

 ერთხელ ღამით დამირეკა, - შენი სახლის წინ ვდგავარ, მომენატრეო. ახლაც მიკვირს, მშობლებს როგორ გავეპარე. ქუჩაში რომ გავედი, არც მომსალმებია, ტელეფონი ამოიღო და ის მესიჯი წამაკითხა, სადაც ვწერდი, რომ სიამოვნებით ჩავეხუტებოდი. მერე მითხრა: - ახლა აქ ვარ, შენთან და შეგიძლია, ჩამეხუტოო. ცდუნებას ვერ გავუძელი... სამწუხაროდ, მერე მთელი 3 თვე გიორგის გარეშე მომიხდა ცხოვრება, რადგან ის თურქეთში წავიდა. სამშობლოში დაბრუნებულმა კიდევ 1 თვე ვერ მოახერხა ჩემი ნახვა. უკვე იმასაც ვფიქრობდი, - ალბათ აღარ ვუყვარვარ-მეთქი, მაგრამ ახალ წლამდე 3 დღით ადრე ეჭვი გამიქარწყლა. შემხვდა და მითხრა: დამდეგს ერთად უნდა შევხვდეთო! ჩემი შინ დაბრუნების დრო რომ დადგა, გიორგიმ მაცდური წინადადება შემომთავაზა: ჩემები სოფელში წავიდნენ, შინ მარტო ვარ და თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, ჩემთან წამოდი, მშობლებს კი უთხარი, ვითომ მეგობართან რჩებიო...

 თურმე, სიყვარული მართლაც, შეუძლებელს შეგაძლებინებს და დავ­თანხმდი. ოღონდ, ვკითხე: მერე, მარტო რა უნდა ვაკეთოთ-მეთქი? - მარტო არ ვიქნებით, ნათესავ გოგოს ამოვიყვანო, - დამამშვიდა. მის სახლთან რომ მივედით, ისე ბნელოდა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. კარი რომ გააღო, მთელი სახლი განათდა. გიორგის მთელი სანათესავო სუფრას შემოჯდომოდა და ჟივილ-ხივილით შეგვეგებნენ. მივხვდი, რომ გავბედნიერდი და იქ ჩემი ახალი სახლი იყო. 2014 წლის პირველ იანვარს მე და გიორგიმ ქორწინების სამი წლისთავი ვიზეიმეთ.

წელს ჩვენი ქორწინებიდან 10 წელი შესრულდა...

ხატია:

- ვანო ჩვენს საერთო მეგობართან გავიცანი. ის და ნინო ერთი და იმავე სოფლიდან იყვნენ, თან - შორეული ნათესავები გახლდნენ. მაშინ სტუდენტები ვიყავით. ნინო ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, შინ უფროსი არავინ ჰყავდა და ამიტომაც, ძირითადად, მასთან ვიკრიბებოდით. ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას ვანოც მოვიდა. ერთმანეთით მაშინვე ნამდვილად არ მოვხიბლულვართ. მას მერე ნინოს უნივერსიტეტშიც რამდენჯერმე მოაკითხა, მაგრამ მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებოდით. იმ პერიოდში შეყვარებულს ახალი დაშორებული ვიყავი და სხვა ურთიერთობები არ მაინტერესებდა. რამდენიმე თვის შემდეგ, ნინომ თავის სოფელში, რაღაც დღესასწაულზე დაგვპატიჟა. რასაკვირველია, ვანოც იქ იყო. კარგად მოვილხინეთ. სიყვარულის სადღეგრძელო ყანწებით, სკამზე ასულებმა დავლიეთ. ვანომ თქვა: როცა ქალი შემიყვარდება, ხელისგულზე დავისვამ და ისე ვატარებო.

- აუ, შემიყვარე, რა-მეთქი, - ვუთხარი. მას შემდეგ სულ უკან დამდევდა. მართალია, ძალიან სიმპათიური ბიჭია და როცა უნივერსიტეტში მაკითხავდა, ჩემს კურსელებს მასზე თვალი რჩებოდათ, მაგრამ რატომღაც, არ მომწონდა. ერთმა მითხრა კიდეც: ეგ ბიჭი შენ თუ არ გინდა, მე დამითმეო. ვაღიარებ, მაშინ შეყვარებულის მიმართ გრძნობები განელებული არ მქონდა, ვანოს შეყვარებას ამიტომაც ვერ ვახერხებდი. ბოლოს, ისიც დაიღალა ჩემი დევნით და შემეშვა. მართალია, უნივერსიტეტში თითქმის ყოველდღე აკითხავდა ნათესავს, მაგრამ მე "გამარჯობასაც" არ მეუბნებოდა. ერთ დღეს გავიგე, რომ ჩემს ძველ შეყვარებულს ცოლი მოუყვანია. ამ ამბავმა ამაფორიაქა, თავი მიტოვებულად და მარტოსულად ვიგრძენი. ჰოდა, ვანოს დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. მოკლედ, ურთიერთობა ჩემივე ინიციატივით აღვადგინეთ. თითქმის მთელი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე ჩემმა ოჯახმაც გაიცნო, მისი ოჯახიც გავიცანი... 

ახალ წელს ვანო სოფელში, მშობლებთან შეხვდა, მე კი მეგობრის აგარაკზე მოვილხინე. იქ მხოლოდ გოგონები ვიყავით შეკრებილი და ზედმეტი დავლიეთ; ღამე გავათენეთ და დილით ისევ მთვრალები ვიყავით. ამასობაში ვანომ დამირეკა. საუბრისას ვუთხარი, - შენთან მინდა-მეთქი. - მეც მინდაო, - მიპასუხა და დამემშვიდობა. ორი საათის შემდეგ დამირეკა: აქ ვარ, გარეთ გამოდიო. რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა. გოგონებს დავემშვიდობე და მაშინვე მასთან გავიქეცი. გამიკვირდა, სამ ძმაკაცთან ერთად რომ მომადგა, მაგრამ ისე მეძინებოდა, ერთი სული მქონდა, შინ მივეყვანე. გონს მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა თბილისს გავცდით და გეზი ქართლისკენ ავიღეთ. ვიკითხე, - სად მივდივართ-მეთქი? - გილოცავ, ახალი წლის პირველ დღეს ჩემი ცოლი გახდიო. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვინერვიულე და ბევრიც ვიტირე. უკვირდა: რა გატირებს? ხომ მითხარი, შენთან მინდაო? ჰოდა, ჩემთან მიმყავხარო. მის მშობლებსაც გაუკვირდათ, ატირებული რომ მნახეს. ბოლოს, ბედს დავნებდი და მშობლებს ჩემი გათხოვების ამბავი შევატყობინე...

 წელს ჩვენი ქორწინებიდან 10 წელი შესრულდა. მე და ვანოს ორი შვილი გვყავს და ბედნიერი ოჯახიც გვაქვს. იმ წელს ისედაც ვაპირებდით დაქორწინებას, მაგრამ ვანო კარგად მოიქცა, მოვლენები რომ დააჩქარა და ახალ წელს ახალი, ბედნიერი ოჯახი შევქმენით. ამიტომ, ეს დღესასწაული განსაკუთრებულად მიყვარს.

 

ტეგები: chatter, new_year, qwelly, ახალი_წელი, გარეგნობა, ქველი, ღამე, ჭორიკანა

ნახვა: 459

გამოხმაურებები!

ვერც კი ვიგრძენი ისე მოვიიდა და წავიიდა ახალი წელი :)

ხო ვერც მე :-( და ისტორიები მოგეწონა? :-D

ცისია_მ თქვა:

ვერც კი ვიგრძენი ისე მოვიიდა და წავიიდა ახალი წელი :)

RSS

ბლოგ პოსტები

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters