ნელ-ნელა ბუნება ხალისდება გამოთბა, ჩიტებიც აჭიკჭიკდნენ და ადამიანებიც ვთავისუფლდებით ზამთრის ცივი კლანჭებიდან...

ვიშორებთ დათბილულ პალტოებსა და სვიტერებს გარდერობები კი ფერადი სამოსით ივსება, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად არსებობს პრობლემა იმისა თუ რამდენად მოგვერგება და მოგვიხდება გოგონებს (ასევე ბიჭებს) საზაფხულო სამოსი ზამთრის შემდეგ, როდესაც თითქმის ყველა იმატებს წონას მრავალი სადღესასწაულო სუფრების და გამო და არა მხოლოდ. გარეგნობაზე ზრუნვა გაზაფხულიდან უნდა დაიწყოთ და ზაფხულამდე სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ...

ბევრი, რომ არ გავაგრძელოდ ჭორიკანა გთავაზობთ წონაში დაკლების და ასევე ორგანიზმის გამაჯანსაღებელ ვარჯიშზე რამდენიმე რჩევას ანუ  როგორ უნდა ივარჯიშოთ სწორად სურვილის შემთხვევაში...

P.S. სტიმულისთვის გთავაზობთ იოგას ინსტრუქტორის Laura Kasperzak და მისი 4 წლის ქალიშვილის მინის  შესანიშნავ ფოტოებს.

 

1. ვარჯიშის ხანგრძლივობა და სიხშირე:

რამდენჯერ და რა ხანგრძლივობით უნდა ივარჯიშო დამოკიდებულია იმაზე, რა ამოცანა დაისახე მიზნად. თუ მაგალითად 10 კგ-ის დაკლება გინდა, მაშინ მხოლოდ შაბათ-კვირას ნახევარი საათის ვარჯიშით ვერ მიაღწევ სასურველ შედეგს. პირველი ვარჯიში უნდა იყოს ხანმოკლე, რომ არ მოხდეს ორგანიზმის გადატვირთვა, შემდეგ ვარჯიშის ხანგრძლივობა თანდათან უნდა გაიზარდოს.

 

2. სწორი მოძრაობები:

გახსოვდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიშისას მოძრაობების სწორად შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს ან არასწორად განვითარდეს კუნთი. მაგალითად, თუკი პრესის გაკეთების დროს ზედმეტად გეჭიმება კისერი, ესე იგი მოძრაობას არასწორად აკეთებ: მიაქციე ყურადღება, რომ მხრებში გასწორებული იყო. სასურველია, ვარჯიშის დროს მეტნაკლებად ყველა კუნთი გავარჯიშდეს, პრობლემურ ზონებს კი უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს. ამიტომ უნდა იცოდე, რომელი ვარჯიში რომელ კუნთს ავითარებს.

 

3. კვება:

ვარჯიშს არანაირი ან ძალიან მცირე ეფექტი ექნება, თუკი არ შეურჩევ სწორი კვების რეჟიმს. ეს არ გულისხმობს განსაკუთრებული დიეტის დაცვას, უბრალოდ გარკვეულ პროდუქტებზე (ტკბილეული, ცომეული, ცხიმიანი საკვები…) უარის თქმა მოგიწევს (თუ საბოლოო მიზანი წონაში კლებაა). ვარჯიშამდე 2 , 1.5 საათით ადრე უნდა ჭამო, ვარჯიშიდან კი _ მინიმუმ 40 წუთის შემდეგ. უნდა გაითვალისწინო, რომ  საკვების კალორიული ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს კალორიების იმ რაოდენობას, რაც ვარჯიშის დროს დახარჯე.

 

4. სწორი სუნთქვა:

ვარჯიშისას უნდა ისუნთქო ცხვირით და ღრმად, უნდა ეცადო მთელი ვარჯიშის განმავლობაში სუნთქვის ერთი რიტმი შენარჩუნო

 

5. გაწელვა:

იმისთვის, რომ უფრო მოქნილი და ტანადი იყო, ვარჯიშის მერე კარგია გაწელვა. გაწელვა კუნთების გახურების შემდეგ უნდა მოხდეს.

 

6. წყლის დალევა:

ვარჯიშის დროს წყლის მიღებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ ერთი რამ ნათელია _ მოვარჯიშეს დისკომფორტი რომ არ შეექმნას, ვარჯიშამდე წყლის მიღება სასურველი არ არის. მაგრამ ზოგადად სითხის მიღება კარგი და აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.

 

ტეგები: Laura_Kasperzak, Qwelly, ვარჯიში, იოგა, ჭორიკანა

ნახვა: 527

გამოხმაურებები!

პატარა მატლია,

:D :Dკი უფრო მაგარი ხარ! აბა მაშინ მე 2 წლის ვიყავი თორემ შენზე გავაკეთებდი პოსტს :D :D :D კი ვაპირებ ორშაბათიდან :D 

Kakha_მ თქვა:

Broll სპორტს ჰო არ მოკიდე ხელი? :D :P

მე ჯერ  3 წლის ვიყავი თურქულად რომ შემეძლო ჯდომა :D ამ ბავშვს 1 წლით ვაჯობე :P

 Tsir გივარჯიშია ოდესმე ? :) მე ეხლა ვაპირებ  :D

Tsira_მ თქვა:

პატარა მატლია,

RSS

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters