ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ენ ჰეტევეი დაიბადა ადვოკატი ჯერარდ ჰეტევეის და მსახიობ კეიტ მაკკოლის ოჯახში, ბრუკლინში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მსახიობს შექსპირის მეუღლის საპატივცემულოდ დაარქვეს ენი. ბავშვობაში ენი იზრდებოდა მკაცრ კათოლიკურ ტრადიციებზე, ის მონაზვნობაზეც კი ოცნებობდა. მსახიობმა დაამთავრა Millburn High School, ბავშვობაში ძალიან უყვარდა თეატრი. ეკრანებზე ენი პირველად გამოჩნდა ტელესერიალში 1999 წელს «იყავი საკუთარი თავი», და ამ დროიდან დაიწყო მსახიობმა თავისი გზა ჰოლივუდისკენ, იგი ათეულობით წარმატებულ ფილმებში ჩნდებოდა, და ყველაზე საუკეთესოს მათ შორის ეხლავე გაგაცნობთ, ასე, რომ წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო როლს ენ ჰეტევეის შესრულებით
რა თქმა უნდა, ენ ჰეტევეის შემოქმედებებში მეტი როლი რომანტიულ ფილმებს უჭირავს მაგალითად: "წმინდა ვალენტინის დღე", "სიყვარული და სხვა წამლები", "ერთი დღე", მაგრამ ისეთი ფილმი როგორიცაა "როგორ გავხდე პრინცესა?" შეიძლება ჩაითვალოს კლასიკად. მსოფლიოს თითქმის ყველა გოგონა ოცნებობს იყოს ენის გმირის ადილას-უბრალო გოგონა სანფრანცისკოდან, რომელიც მოულოდნელად იგებს, რომ ევროპელი პრინცესაა და ტახტის მემკვიდრე. ეს ჩვეულებრივი რომანტიული კომედია გვაძლევს საშვალებას გამოვცადოთ ყველაზე განსხვავებული ემოციები ფილმის გმირთან ერთად, რომელიც ცდილობს ისწავლოს და შესაფერისი გახდეს მისი ახალი სტატუსის. ენმა თავისი ერთ-ერთი პირველ როლს შესანიშნავად გაართვა თავი.
მსახიობი ხშირად იღებს მონაწილეობას ყველაზე განსხვავებულ პროექტებში, ამის გამო მას კარგად გამოუვიდა საკულტო სუპერგმირის როლის თამაში, ბეტმენში იგი ქალი-კატის როლს თამაშობს: გაიძვერა ქურდი, რომელიც საბოლოოდ ეხმარება ბეტმენს გადაარჩინოს New York-ი სხვა დამნაშავეებისგან. ფილმში მრავლადაა ტრიუკები, საინტერესო სიუჟეტები და ვარსკვლაური მსახიობების გუნდი (ტომ ჰარდი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, მარიონ კოტიარი, გარი ოლდმანი, მორგან ფრიმენი და სხვა). შეიძლება ეს როლი ჩაითვალოს ატიპიურ როლად ენისთვის, მაგრამ მან მაინც არაჩვეულებრივად გაართვა თავი.
ეკრანიზაცია ლეგენდარული ვიქტორ ჰიუგოს ნამუშევრის «საბრალონი», რომელიც აღწერს ტანჯვას, თავისუფლების აღკვეთას ღარიბებისას და მდიდართა ცხოვრებას. სიყვარულის ძალა და კანონი, კეთილშობილება და სისასტიკე - ეს ყველაფერი ხდება XIX საუკუნეს საფრანგეთში. ყველა ეს სიუჟეტი ერთ ფილმშია თავმოყრილი. ბრწყინვალე მიუზიკლი, რომელშიც მსახიობები თავად მღერიან. გასაოცარია ენის თამაში, რომელსაც შეხვდა საბრალო Fantine-ის როლი. როლისათვის მსახიობს მოუხდა დაეკლო წონაში 11 კილოგრამი, და ძალიან მოკლედ შეეჭრა თმები. თავად ენი ფილმის გადაღებების პროცესს გიჟურს უწოდებდა. «მე არ უნდა ვყოფილიყავი გამხდარი არამედ უნდა ვყოფილიყავი გამრდარი როგორც სიკვდილი! როდესაც უკან მოვიხედავ მე არ მინდა ვინმე განვსაჯო, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ნამდვილი სიგიჟე. მე შევძელი მთლიანად მოვწყვეტოდი რეალობას, შედეგი კი ჩემს მიერ შესრულებულ გმირზე აისახა…» - ასე ისაუბრა ენმა ჟურნალი Vogue-სთვის. და ნამდვილად ენ ჰეტევეიმ თავისი როლი არაჩვეულებრივად შეასრულა, რის გამოც დამსახურებული პრიზები მიიღო მთავარი კი ოსკარი გახლდათ საუკეთესო ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის.
ფილმი «ინტერსტელარი», რომელიც ცვლის მსოფლმხედველობას თითქმის ყველა ადამიანის, ვინც მას უყურებს. ენ ჰეტევეი თამაშობს ერთ-ერთ მთავარ როლს - კოსმონავტისას, რომელმაც კუპერთან (მეთიუ მაგკონაჰი) და ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად უნდა იპოვოს ახალი პლანეტა, გამოსადეგი ადამიანების გადასახლებლად, რადგან გადაარჩინონ მოსახლეობა გვალვისა და განადგურებისაგან. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ფილმი ჩვეულებრივ კატასტროფაზეა ან სულელური ფანტასტიკაა, რომელშიც არაერთხელ გადაარჩენენ ჩვენს ქვეყანას კატასტროფისგან, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ სურათში ვხვდებით ძალიან სერიოზულ ფილოსოფიურ ქვეტექსტს. ფილმი გვაიძულებს დავფიქრდეთ თუ ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში, დროსა და სივრცეში და რა არის სიცოცხლის არსი. ძალიან ძლიერი ფილმია და ძალიან ძლიერი მსახიობები თამაშობენ.
და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ენის როლი ფილმ "სტაჟიორში", რომელიც ამ წლის სექტემბერში გამოვა ეკრანებზე. აქ მსახიობი თამაშობს ჯულს ოსტინის როლს, მოდური საიტის გენერალური დირექტორის, რომელშიც ხვდება არაჩვეულებრივი სტაჭიორი 70 წლის ქვრივი ბენ უიტაკერი (რობერტ დე ნირო). ამის შედეგად ჯული შეიძენს არა მხოლოდ კარგ მუშაკს არამედ ძვირფას მეგობარს. ეს არაჩვეულებრივი კომედია საინტერესო სიუჟეტით გვაჩვენებს ჩვენ, რომ ცხოვრების თავიდან დაწყება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. და ვარსკვლავური გუნდი გარანტირებულ წარმატებას უწინასწარმეტყველებს ფილმს.
ენ ჰეტევეის მსახიობური კარიერა ნამდვილად გვაოცებს. ის ასევე თამაშობდა ისეთ წარმატებულ ფილმებში როგორიცაა "ეშმაკს აცვია პრადა", "ჯეინ ოსტინი", "პატარძლების ომი", "კუზიანი მთა", "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", და კიდევ ბევრი სხვა. მან ყველა ფილმში შეძლო ეჩვენებინა რადიკალურად განსხვავებული შესაძლებლობები და გადმოგვცა სხვა და სხვა ემოცია. პროფესიონალიზმი არ იკარგება!
ტეგები: Qwelly, ენ_ჰეტევეი, მსახიობი, როლები, ჰოლივუდი
სად ჰიუ ჯეკმანი და სად პრინცესა, რამ მოგაგონა ეგ გაბურძგნული იქს ადამიანი ((
ეგ სუპერ კი აარა საშიში ქალი იყო :D ხო მთლად სუპერი ანრც ენია :D სტაჟიორი უკვე გადის ხომ კინოთეატრებში??
"როგორ გავხდე პრინცესა" საუკეთესოა, ძალიან უხდება ეს ფილმი :)))
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
© 2026 George.
•