თუ ქალს სურს გამოიყურებოდეს იდეალურად არ უნდა დაავიწყდეს დეტალები რომლებიც ქმნიან ელეგანტურობასა და სრულყოფილ სილამაზეს!
1. მაკიაჟი გაიკეთეთ განათებულ ადგილზე! წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეამჩნევთ უზუსტობებს, რომლებსაც გარშემომყოფები აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას...
2. გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი ძილის წინ და მაკიაჟის გაკეთებამდე! ნებისმიერი კოსმეტიკური ბევრად უფრო კარგად გამოიყურება დატენიანებულ კანზე...
3. არასდროს გამოიყენოთ უცხო მაკიაჟი! განსაკუთრებით კი ტუში ლაინერი და თვალის სხვა საცხები, რადგან თვალი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია სახის. უცხო სხეულებმა და მიკრობებმა შეიძლება სერიოზული პრობლემა შეგიქმნათ!
4. არ გამოიყენოთ წამწამების, რომელიც ტუში გახსნილ მდგომარეობაშია სამ თვეზე მეტხანს! სამი თვის განმავლობაში ტუშის ფლაკონში გროვდება მიკრობები რაც შემდეგ იწვევს თვალის ქავილს სწორედ ამის გამო არასწორია შეანჯღრიოთ ტუში, რადგან ამ შემთხვევაში მიკრობები ფლაკონიდან ფუნჯზე გადადის!
5. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ტუშის ეფექტისა და მოცულობის მისაღწევად არ არის საკმარისი მხოლოდ საცხი! აუცილებელია ვიცოდეთ მისი სწორად წასმა ბაზაზე ფრთხილად დავიდოთ ტუში და ვატრიალოთ მარცხნიდან მარჯვნივ ნაზი მოძრაობით!
6. რაციონალურად გამოიყენეთ თვალის ფანქარი და ლაინერი! შეიძლება ძალიან ბევრი ქალი დააღალატოს ცხიმიანმა კანმა ან თვალის ჩარჩოს ფორმამ ამის გამო არაესთეტიურად გამოიყურებოდეს მათ მიერ გაკეთებული ლაინერისა თუ ფანქრის ხაზები. სწორი ხაზების გავლებას დიდი პრაქტიკა და გამოცდილება სჭირდება თუ ვერ ახერხებთ ლამაზად მოხაზვას უმჯობესია არ იხმაროთ ლაინერი (ფანქარი) თვალის ზემოთ!
7. ტონალური კრების სწორად შესარჩევად განსაკუთრებული დაკვირვებაა საჭირო! ყურადღებით შეისწავლეთ თქვენი კანი. განსაზღვრეთ თუ როგორი ტიპისაა იგი (ცხიმიანი თუ მშრალი) ამის მიხედვით შეარჩიეთ საცხი. ცხიმიანი კანისათვის საუკეთესო აირჩევანი თხევადი ფხვნილი იქნება. ხოლო თუ გაქვთ აკნეს პრობლემა ან უხეში კანი უმჯობესია კომპაქტური პუდრი იხმაროთ, რომელიც კანზე უფრო მკვრივ ფენად დაჯდება! მშრალი კანისათვის შესანიშნავი იქნება ცხიმიანი და დამატენიანებელი ტონალური კრემები. კრემის ფერი აუცილებლად ნათელ შუქზე შეარჩიეთ, რადგან დარწმუნდეთ, რომ არჩევანში არ შეცდით!
8. ტონალური კრემისა ან პუდრის ფუძე იდენტური უნდა იყოს თქვენი ბუნებრივი კანის ფერისა! თუ თქვენ დაიბადეთ ქათქათა ფაიფურის კანით ვერ შეძლებთ გახდეთ ”შოკოლადისფერი” რაც არ უნდა ძვირადღირებული საცხი იყიდოთ. თავს ნუ მოიტყუებთ საცხი არაბუნებრივ ნიღბად დაგაჯდებათ.
9. ტონალურისა ან პუდრის წასმამდე სახე დაფარეთ თხლად - დღის კრემით, გაიჩერეთ ხუთი წუთის მანძილზე თუ მაინც ჭაღბად დაგრჩათ კრემი აუცილებლად მოიშორეთ სალფეტკით. ყველა საცხს აქვს თავის წასმის წესი მართალია ტონალური კრემის სახეზე დადება და გადანაწილება თითებითაც შესაძლებელია, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ სპეციალურ კოსმეტიკურ საშვალებას (ბუბკას; ფუნჯს) გამოიყენებთ. არ დაგავიწყდეთ კრემის ქუთუთოების ზონაზე წასმა ამით მთელს სახეზე თანაბარ ფერს შეინარჩუნებთ.
10. ხშირად დაიტენიანეთ ტუჩები! განსაკუთრებით ზამთარში ქუჩაში ან მშრალ გარემოში (სიცხეში) მაშინაც კი თუ თქვენი ტუჩები იშვიათად იკეთებს ბზარებს და შრება აუცილებლად იხმარეთ ბლესკი ან ჰიგიენური პომადა.
12. რუმიანა არ უნდა იყოს თქვენს ბუნებრივ კანზე მეტად მუქი! დასაშვებია მხოლოდ ორი ტონით მუქი ფერი. დაუშვებელია თვალის ჩრდილებისა და რუმიანის ერთი და იგივე ფუნჯით წასმა!
13. არ დაიზაროთ და ჩამოიბანეთ მაკიაჟი ძილის წინ, რადგან იგი კანის ყველაზე მგრძნობიარე კუთხეებში რჩება რაც იწვევს ნაოჭების გაჩენას და მნიშვნელოვნად აჩქარებს დაბერების პროცესს!
ტეგები: beauty, chatter, makeup, qwelly, ბლესკი, თავის_მოვლა, კანის_მოვლა, კოსმეტიკა, კრემი, ლაინერი, მეტი...მაკიაჟი, მაკიაჟის_წესები, პომადა, პუდრი, სახის_მოვლა, სრულყოფილი_მაკიაჟი, ტუში, წენი, ჭორიკანა
ჰმ ყველა სამთვეში, რომ ტუშს ვაგდებდე გავკოტრდებოდი :D :D
დავიზეპირო? რა დაიმახსოვრებს ამდენს :D :D ამიტომაცაა რომ უთქვამთ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო? :D :D
ასე ხომ მთელი დღე დაჭირდება კახა :( :D :D
Kakha_მ თქვა:
არა, დაზეპირებას ნაკლი აქვს! გააზრებას ხელს უშლის :D ამიტომ უნდა ჩაიწერო ბლოკნოტში :D
თათია_მ თქვა:დავიზეპირო? რა დაიმახსოვრებს ამდენს :D :D ამიტომაცაა რომ უთქვამთ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო? :D :D
ხოდა ნახე უკვე :D :D
Kakha_მ თქვა:
სიმართლეს გეტყვი! :DD ნაკლები დრო, რომ ჭირდებოდეს მასეთი გოგო ჯერ არ მინახია :DD
თათია_მ თქვა:ასე ხომ მთელი დღე დაჭირდება კახა :( :D :D
Kakha_მ თქვა:არა, დაზეპირებას ნაკლი აქვს! გააზრებას ხელს უშლის :D ამიტომ უნდა ჩაიწერო ბლოკნოტში :D
თათია_მ თქვა:დავიზეპირო? რა დაიმახსოვრებს ამდენს :D :D ამიტომაცაა რომ უთქვამთ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო? :D :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
ქალთა უფლებები
ქეთევან პოპიაშვილი
პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
კოლოქვიუმი
ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი
ქეთევან პოპიაშვილი
ჯგუფი 1
ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი
კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…
გაგრძელება
© 2025 George.
•