ლივ ტაილერის წლოვანება არ მოთვლის ათასობით წელს, როგორც მისი გმირი, რივენდელის ლედი "ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიაში, მისი დაბადების დღე 1 ივლისს არის. პოსტში გავიხსენებთ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს ძველი ინტერვიუებიდან.
საუბარი იმის შესახებ თუ როგორ წარმოედგინა მას "ბეჭდების მბრძანებელში" სხვადასხვა სახეობები, ცოტა გაუგებარი იყო, ტაილერმა 2002 წლის ბრიტანულ ჟურნალს განუცხადა: "ისინი არ ჭამენ, არ სძინავთ, ჩვენ ისიც კი არ ვიცით მათ რამე სხეულის ნაწილები თუ აქვთ. ისინი შეიძლება გავდნენ ბარბის თოჯინებს, ან სულაც ტანსაცმლის შიგნით არ არსებობდნენ."
თოჯინის პროტოტიპის შექმნის შემდეგ ტაილერმა ინტერვიუში განაცხადა: "პირველი რაც მე გავაკეთე, ტანსაცმელი გავიხადე, რომ ანატომიურად სწორად ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ ჩემი ტანსაცმელი ვეღარ დავიბრუნე", ამიტომ მან თოჯინა ტანსაცმლის გარეშე გააგზავნა უკან და განაცხადა, რომ რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, თოჯინის ტანსაცმელი დაიკარგა.
2003 წელს, ინტერვიუს დროს ტაილერს და ორლანდო ბლუმს კითხეს ჭორების შესახებ, თითქოს მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გაიკეთა ერთნაირი ტატუ, ბლუმმა დაადასტურა და განაცხადა რომ ეს სიმართლე იყო და შემდეგ თავის იდაყვზე გაკეთებული ტატუ აჩვენა. ამბობენ რომ 9 მსახიობმა გაიკეთა ტატუ, მაგრამ რეალობაში რვანი იყვნენ, ერთ-ერთმა მსახიობმა John Rhys-Davies - გიმლის როლის შემსრულებელმა, გაიკეთა ორი სვირინგი.
ტაილერმა Starlog ჟურნალს განუცხადა: "მე მართლა ველაპარაკებოდი ნეონის ვარდისფერ ბურთს ორი კამერის წინ, პიტერი მეუბნეოდა, რომ გამეკეთებინა ყველაფერი რომ რეალურად წარმომედგინა." მოგვიანებით ტეილორმა აღნიშნა სხვა ინტერვიუში: "თითქმის სულ გოლფის ბურთთან მიხდებოდა სცენის თამაში, პიტერმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა, თითქოს გრანდიოზული მოწოდებები იყო ამ დროს."
2001 წელს ჟურნალში ტეილორმა აღნიშნა: "ბოლო სცენა მოიცავდა ძირითადად ახალი ზელანდიის არმიას." როგორც ჩანს, არმიის რამოდენიმე ბატალიონი იქნა გამოყენებული დამატებით, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ჯარისკაცებმა საკმაოდ მცირე ანაზღაურება აიღეს ამისთვის. ერთ-ერთ ჯარისკაცს სპეციალური როლიც კი ჰქონდა.
ბანკეტზე ბლუმს კითხეს თუ რას კითხავდა Tolkien, შანსი რომ ქონოდა. ბლუმმა იხუმრა: "მას რომ შეემჩნია,რომ მე დავსრიალდი ფარით კიბეებზე, ნუთუ ეს იყო მეთერთმეტე ხარისხოვანი თუ არა." ბლუმი რომელმაც ლეგოლასის როლი შეასრულა განაცხადა რომ ამაყობს თავისი პერსონაჟით და მან ბევრი იმუშავა ამისთვის.
ინტერვიუს დროს ტაილერმა ელფების ენას საოცარი უწოდა და განაცხადა რომ მსოფლიოში მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ხალხს შეუძლია ამ ენაზე საუბარი - "ეს ისეთი ლამაზი ენა არის, მართლაც რომ ბრწყინვალე". ინტერვიუს დროს მან აგრეთვე აღნიშნა რომ ის არ შედის იმ ადამიანთა რიცხვში ვინც ეს ენა იცის - "მე არ მისწავლია ელფების ენა, მაგრამ დიდი დრო გავატარე ხმოვანი ხმების შესწავლაში. ჩვენ გვყავდა ერთი თარჯიმანი, ვინც ეს ენა იცოდა, ვფიქრობ ის ოქსფორდის პროფესორი იყო".
2011 წელს ტაილერმა ბიბისის თავისი ღამის კოშმარების შესახებ განუცხადა: "როდესაც პირველად ჩავედი ახალ ზელანდიაში, მე ვცხოვრობდი მარტო ამ დიდ სახლში, რომელიც კლდეზე იყო ზღვის ნაპირზე. აქ თითქმის სულ ქარია, კოტეჯები კი არ იყო ქარისთვის გათვლილი და ამიტომ სულ ირხეოდა. ფილმში ჩართულობის და წიგნების კითხვის გამო დამეწყო კოშმარები. ერთ ღამეს რომ გამეღვიძა ცუდად ვიყავი, სიცხე მქონდა, მე მესმოდა რომ ვიღაცა გამუდმებით აკაკუნებდა კარებზე, ეს ქარი იყო, ამ ყველაფერმა მე ძალიან შემაშინა".
"როდესაც გიკეთია არ არის მტკივნეული, მაგრამ როცა იხსნი საშინელებაა" - განუცხადა ტაილერმა ერთ-ერთ ჟურნალს - "ის არის წებოვანი და ყოველ დღე მისი მოხსნა, გაკეთება კანის დაზიანებას და ტკივილს იწვევს".
ერთ-ერთ წვეულებაზე ჯექსონმა მსახიობებს აჩვენა თითქმის დასრულებული ფილმის კადრები, რომ სცოდნოდათ მათ რისი მოლოდინი უნდა ქონოდათ ამდენი მუშაობის მერე. ტაილერი განსაკუთრებით აღფრთოვანებული დარჩა - "ღმერთო ჩემო, ეს მართლაც საოცარი იყო".
ტეგები: LOTR, Qwelly, ბეჭდების_მბრძანებები, საინტერესო, ჭორიკანა
BrOliKa ბოლოზე ამბობ ხოო, რატო ძალიან საყვარელი თვალები აქვს :D
BrOliKa_მ თქვა:
ეს არსება მზარავს :'( საშინელებაა :(
დაიმსხვრეოდა ძველი წარმოდგენები ნამდვილ ელფებს როცა ნახავდა :D მაგრამ უპირატესობა მაინც ადამიანებს დარჩათ, არაგორნის მსგავსი ამდენი საუკუნეების მანძილზე ამდენ ელფებში რომ არ აღმოჩნდა :) :D
Kakha_მ თქვა:
დიდი წარმოდგენები ქონია ლივ ტაილერს ელფებზე ))
დიდ ეკრანზე ტროლები უფრო საზარლები არ იქნებიაან, ეს იმათთან შედარებით კეთილშობილებას აფრქვევს :D
BrOliKa_მ თქვა:
დაუცველი კი არა ამაზრზენია მხოლოდ ის მახარებს, რომ არ არსებობს :D დიდ ეკრანზე მის ხილვას ვერ ავიტან :D
ეხლაც რომ შევხედე ჟრუანტელმა დამიარა :D ისევ ტროლების ყურება მირჩევნია :D
mariam kubaneishvili_მ თქვა:
დიდ ეკრანზე ტროლები უფრო საზარლები არ იქნებიაან, ეს იმათთან შედარებით კეთილშობილებას აფრქვევს :D
BrOliKa_მ თქვა:დაუცველი კი არა ამაზრზენია მხოლოდ ის მახარებს, რომ არ არსებობს :D დიდ ეკრანზე მის ხილვას ვერ ავიტან :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Carlota Alfonso_მ.
თარიღი: აგვისტო 4, 2025.
საათი: 10:15pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Crafted from high-quality 100% brushed microfiber fabric these pillows offer an incredibly soft feel. Introducing our stylish square shaped set of 4 throw pillow cushions. Our decorative throw pillow covers are made of soft polyester and cotton fabric. The fabric is pretty soft and durable. The throw pillowcases are firm and sewn well. A great support for you to lean or lay on. Crafted from high-quality 100% brushed microfiber fabric these pillows offer an incredibly soft feel.…
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
ქალთა უფლებები
ქეთევან პოპიაშვილი
პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…
გაგრძელება
© 2025 George.
•