სარა მონტელი (Sara Montiel, ნამდვილი სახელი - María Antonia Alejandra Vicenta Elpidia Isidora Abad Fernández) დაიბადა 1928 წელს ქალაქ Campo de Criptana-ში. ესპანეთის პროვინცია (Campo de Criptana, Ciudad Real, Spain).
ის ბავშვობიდან გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სილამაზით და სამსახიობო ნიჭი. ამ ყველაფერს უშედეგოდ არ ჩაუვლია და მალე პატარა გოგონამ ესპანეთის პრობინციიდან დაიწყო სწავლა და პროფესიად სასცენო ხელოვნება აირჩია.
მისი კინოში დებიუტი შედგა 1944 წელს, ფილმში "Te quiero para mi", მაგრამ სარა მსოფლიომ გაიცნო ფილმის "იწყება ქორწილი" (Empez & en Boda) ეკრენებზე გამოსვლის შემდგომ იმავე 1944 წელს. მას მეტსახელი შემთხვევით არ აურჩევია სარა-ბებიის სახელია და გვარი მონტელი კი მისი სამშობლოს ისტორიული სახელწოდებაა.
ტრიუმფის შემდგომ მსახიობს მოუხდა დაეცადა კიდევ რამდენიმე წელი, ნამდვილ დიდებამდე რომელიც ფილმმა "Locura de amor"-მ მოუტანა 1948 წელს. ამას მოჰყვა არანაკლებ გახმაურებული როლები "La mies es mucha", "Pequeñeces" и "El capitán veneno".
ამის შემდგ სარა მეხიკოში გადასახლდა. სადაც განაგრძო კინოში მუშაობა და ითამაშა ისეთ სურათებში როგორებიცაა (1951 წელი) კრიმინალური დრამა Cárcel de mujeres, "Piel canela" (1953), "Se solicitan modelos" (1954), 1954 წელს ასევე მიიღო მონაწილეობა დრამაში "Yo no creo en los hombres" და ბევრი სხვა.
ესპანეთში დაბრუნების შემდგომ სარამ ითამაშა, 1957 წელს მუსიკალურ დრამაში "უკანასკნელი კუპლეტი" (El último cuplé), იგი მოგვითხრობს იმ შეშლილი სიყვარულის შესახებ, რომელიც ესპანელ დივასა და ახალგაზრდა ტორეადორს აკავშირებდა. ფილმის ბოლოს სარას გმირი მომღერალი რომელიც დაიღალა სიყვარულისთვის ბრძოლით უკანასკნელ კუპლეტს წაიკითხავს და სცენაზე კვდება. ფილმის წარმატება განსაცვიფრებელი იყო.
შემდეგ სარა მონტელიმ ითამაშა ფილმების ნაკრებში, ამერიკული ვესტერნი "გაქცეული ისარი" (Run of the Arrow), ესპანური მიუზიკლი "იების გამყიდველი" (La violetera), არგენტინული-ესპანური დრამა "ჩემი უკანასკნელი ტანგო" (Mi último tango). 1962 წელს ის გამოჩნდა ფრანგულ-ესპანურ-იტალიურ დრამაში "მშვენიერი ლოლა" (La bella Lola), და ესპანურ მელოდრამაში (La reina del Chantecler). 1965 წელს მოუტანა წარმატება, მუსიკალურმა დრამამ "სამბა" (Samba). სარა გამოჩნდა 1970 წელს, ესპანეთისა და ბრაზილიის კინემატოგრაფიის საერთო შედევრში "სიმღერა ჩვენს ცხოვრებაზე" (Canciones de nuestra vida), ასევე ფილმში "Cinco almohadas para una noche" და რამდენიმე სხვა. "Cinco almohadas para una noche" გახდა მისი უკანასკნელი სურათი და ეს ფილმი არ იყო წარმატებული. ესპანურ კინოში მაშინ ცვლილებები მოხდა ამის გამო სარამ გადაწყვიტა კინოს დაშორებოდა, მაგრამ მომზადებულიყო თეატრისა და ტელევიზიისთვის. სარა დიდი წარმატებით სარგებლობდა ესტრადაშიც მას ჰქონდა განსაოცარი და ორიგინალური შესრულების მანერა.
ცნობილია, რომ სარას, ამ შესანიშნავ და ულამაზეს ქალს ჰქონდა მშფოთვარე პირადი ცხოვრება. მამაკაცებში იგი დიდი წარმატებით სარგებლობდა და მის რომანებზე ბევრი ისტორიები დადიოდა. მისი საყვარლები ხდებოდნენ მამაკაცები რომლებთან ერთადაც მუშაობდა. მისი პირველი მეუღლე იყო რეჟისორი ენტონ მანი (Anthony Mann), ცოლ ქმარი დაშორდნენ დაახლოებით 1957-1963 წელს, სარას მეორე მეუღლე იყო ბიზნესმენი ვისენტე რამირესი (Vicente Ramírez Olalla), მათი ქორწინებაც მალევე დასრულდა. სარას შემდეგი მეუღლე იყო იმპრესარიო და ჟურნალისტი პეპე ტუცი (Pepe Tous), მსახიობმა მისი ორი შვილიც კი იშვილა. შემდგომი მამაკაცი, რომელც სარას ცხოვრებაში გამოჩნდა იყო მწერალი ერნესტ ჰემუნგუეი (Ernest Hemingway), რომელმაც ასწავლა სარას სიგარის მოწევას (სარას თქმით თავდაპირველად მას მოწევა ფიდელ კასტრომ ასწავლა). ცნობილი ესპანელი მწერალი პოეტი ლენ ფერიცე (León Felipe), რომლისთვისაც სარა ნამდვილ მუზად იქცა. გარი კუპერი (Gary Cooper), რომანი რომელიც საკმაოდ თვალშისაცემი იყო. სასურველი და ლამაზი მსახიობი უკანასკნელად 2002 წელს გათხოვდა ანტონ ერნანდესზე (Antonio Hernández), რომელზეც კიდევ განქორწინდა 2005 წელს.
დღესდღეობით სარა მონტელის ფილმოგრაფია შეადგენს დაახლოებისთ ხუთ ათეულ სურათს, მათ შორის ბევრი მსოფლიოში ცნობილი ფილმებია. გარდა ამისა მან ჩაწერა და საკმაოდ შთამბეჭდავი თანხა მიიღო მუსიკალური დისკებიდან.
სარა მონტიელი 2013 წლის 8 აგვისტოს გარდაიცვალა.
აქვე იხილეთ:
ტეგები: Sara_Montiel, Spain, chatter, qwelly, ბიოგრაფია, მომღერალი, მსახიობი
როცა ასეთი მშვენიერი ხარ და ამდენ ფილმში გაქვს ნათამაშევი, სხვა გზა არ გაქვს - ბევრი გათხოვება გიწევს :D
როგორც ჩანს ვეღარ მოასწო, თორე ვგონებ კიდევ გიზრდებოდა მამაკაცების რიცხვი მის ისედაც გრძელ სიაში :დდდ
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
© 2026 George.
•