ერთმა კონსტანტინეპოლელმა მღვდელმა ეშმაკის ცდუნებით სიძვით შესცოდა. რამდენიმე დღის შემდეგ სინანულში ჩავარდა და მოთქმა დაიწყო, რა მეშველება მე, სულისა და ხორცის წამბილწავს, რა უნდა ვიღონო უბადრუკმა, რომ ცოდვათა შენდობა მივიღოო. ადგა და წავიდა ულუმბოს მთაზე, ნახა იქ მოხუცი ბერი, აღიარა მის წინაშე ყველა ცოდვა და მეძაობის ამბავიც გაუმხილა. ბერმა უთხრა, შვილო, იმ საშინელი ცოდვის შემდეგ წირვის ჩატარება ხომ არ გაგიბედავსო. მან უპასუხა, ჰე, წმინდაო მამაო, გავკადნიერებულვარო. ბერმა მიუგო, მაშინ, იცოდე შვილო, მღვდელი, რომ ასეთ ცოდვებში ჩავარდება, მისი განკურნებისათვის მარტო ერთი გზა არსებობს, დიდი სინანულით უნდა მიეგებოს უფლის კაცთმოყვარებას. ამიერიდან აღარ გაბედო წირვა და სიწმინდის მსახურება, აღიკვეცე მონაზვნობის წესით და ჭეშმარიტად შეინანე. ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მადლის იმედი მაქვს, რომ შეგიწყალებს, როგორც ყოველ მონანულსო.

ეს რომ მოისმინა მღვდელმა, ფეხებში ჩაუვარდა ბერს და სთხოვა, რადგან ღმერთმა შენს ხელქვეშ მომიყვანა, წმ. მამაო, ნუ გამიშორებ მე ცოდვილსო. ბერმა მისი მხურვალე ცრემლები რომ ნახა, უთხრა, თუ შენ ასე გინდა, დაგტოვებ ჩემთან, რადგან უფალი ბრძანებს: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (იოანე 6.37).
რამდენიმე დღის შემდეგ აღკვეცა ბერმა ის მღვდელი წმ. მონაზვნობის წესისამებრ და დატოვა თავისთან. იგი მარხვით, ლოცვითა და სინანულით ევედრებოდა ღმერთს.

ბერს სენაკის ქვეშ სამოღვაწეო სამყოფელი ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ მღვდელი შეევედრა, რომ იქ დადგომის კურთხევა მიეცა მისთვის. ისიც დათანხმდა. მღვდელი წავიდა, მოიტანა ჯაჭვი, კისერზე მოიბა, ირგვლივ შემოიხვია, ჯაჭვის მეორე ბოლო კი კლდეს გამოაბა.

სამი დღე რომ გავიდა და ბერთან აღარ მივიდა, თვით ბერმა მიაკითხა, ნახა ასე ჯაჭვით შეკრული და უთხრა, შვილო, ეს რა გიქნიაო? მან მიუგო, ასეთი ტანჯვის ღირსი ვარ ჩემი ურჯულოებისათვის. ერთს გთხოვ, წმინდა მამაო, ორ-სამ დღეში ერთხელ მცირეოდენი საზრდო - პური და წყალი მომიტანონ ხოლმე და ღმერთი მიძღოდეს შენი წმინდა ლოცვითო.

ბერმა ვედრება შეუსრულა, მიჰქონდა პური და წყალი ყოველ ორ დღეში ერთხელ. ის ცრემლებით ალტობდა და ისე ჭამდა. ასეთ ღვაწლსა და სინანულში გაატარა სამი წელი. შემდეგ ბერს ღმერთმა ამცნო ანგელოსის პირით, შევიწყნარე მისი სინანული, მალე აღესრულება, შედი და გახსენიო.

შევიდა ბერი, რომ მისთვის ჯაჭვი მოეხსნა და უთხრა, მამაო, აღსასრული მოგიახლოვდაო. ის ევედრებოდა, რომ არ გაეხსნა და ჯაჭვით აღსრულებულიყო, მაგრამ ბერმა უთხრა, არა, შვილო, აღარ არის შენთვის საჭირო ამგვარი ტანჯვა, რადგან მღვდელი ხარ, გთხოვ ჩემთვისაც ილოცეო. მღვდელს ლოცვა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული, ისე მიაბარა თავისი განწმენდილი სული უფალს, რომელსაც „არა ნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და სინანული“, რადგან მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე.

ტეგები: qwelly, პატერიკი

ნახვა: 159

ბლოგ პოსტები

U4gm POE2 How to Choose Your Next Stronghold Goal

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am 0 კომენტარი

Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…

გაგრძელება

5 Reasons Why U4GM Monopoly GO Partners Event Service Is Safe and Reliable

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am 0 კომენტარი

Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters