რაითელი იღუმენის, წმიდა მამა იოანეს წერილი ნეტარი იოანეს, სინელი იღუმენის მიმართ

ღვთივსანატრელ, ანგელოზთა თანასწორ მამათა მამას და ყოველი ჩვენგანის მოძღვარს! ცოდვილი იოანე, რაითელი იღუმენი, უფლის მიერ გახარებ! ვიცით ჩვენ, გლახაკთა, რომ ყველა სათნოებასთან ერთად შეუორგულებელი მორჩილება გაქვს, განსაკუთრებით იქ, სადაც ღვთის მიერ შენთვის ბოძებული ტალანტი აღორძინდება და მრავლდება. ამიტომ გწერთ, წმიდაო, წმიდა წერილის სიტყვისამებრ, სადაც ნათქვამია: “ჰკითხე მამასა შენსა და გითხრას შენ, და მოხუცებულთა გაუწყონ შენ” (სჯული 32. 7). ამიტომ, როგორც ყველას საერთო მამასა და ღვაწლითა და სწავლულებით ყველაზე მოხუცებულს, კეთილ მოძღვარს, გთხოვთ, სათნოებათა თავო, ჩვენ - უსწავლელთ - მოგვწერო, რაც დიდი მოსეს მსგავსად ღვთის ხილვისას მაგ მთაზე გინახავს და, როგორც სულიერ ფიცრებზე, შენ მიერ დაწერილ წიგნში ჩაგვიწერო ახალი ისრაილის სასწავლებლად, რომელიც ეს-ესაა უხილავი ეგვიპტიდან და ამა სოფლის ზღვიდან გამოსულა; და როგორც კვერთხის ნაცვლად, ღვთისმეტყველი ენითა და ღვთის მადლით მრავალი სასწაული აღგისრულებია და ამა სოფლის ზღვისგან მრავალი დაგიხსნია, გევედრებით, ნურც ახლა უგულებელგვყოფ, არამედ, რაც მონაზვნურ ცხოვრებას შეჰფერის, უფლის შეწევნით აღწერე, როგორც ყველას - ანგელოზებრივ ცხოვრებას შედგომილთა - დიდმა მოძღვარმა. არ იფიქრო, თითქოს ზაკვითა და ორგულობით ვამბობდე ამ სიტყვებს. წმიდაო მამაო, იცი, რომ შორს ვართ ამგვარი საქმისგან; არამედ, რაც სიმართლეა და ყველასთვის სარწმუნო, იმას ვამბობთ. ამიტომ ღვთის იმედით მოველით, რომ მალე მივიღებთ სულიერ ფიცრებს, რათა უცდომლად წინ გაუძღვნენ ყველას, ვინც მათ გაჰყვება, რათა ეს სწავლანი გახდეს ზეციურ ბჭესთან აღმყვანებელი კიბე; რათა ყველა, ვინც მას შეუდგება და ასვლას მოიწადინებს, შენი სწავლებით დაუბრკოლებლად განერიდოს უკეთურ სულებს, ბნელ სოფლისმპყრობელებსა და ჰაერის მცველებს.

იაკობი ცხვრის მწყემსი იყო და რაოდენ საშინელი ხილვა ნახა ამ კიბეზე; მით უმეტეს, შენ, რომელიც მეტყველი ცხვრების მწყემსი ხარ, არა მარტო ხედავ, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით შეგიძლია ღვთისკენ მიმავალი უტყუარი გზა გვიჩვენო. ღმერთმა გაცოცხლოს, პატიოსანო და წმიდაო მამაო!

 

 

წმიდა და ნეტარი იოანეს, სინელი იღუმენის, წერილი, რომელსაც თან ახლავს სულიერი ფიცრები იოანე ახარებს იოანეს!

მივიღეთ შენი პატიოსანი წერილი, როგორც ეს შენს უვნებობითა და სათნოებით სავსე ცხოვრებასა და შენს წმიდა და მდაბალ გულს შვენოდა. როგორც შენს სიწმიდეს ყოველთვის სჩვევია, მოგვცე თავმდაბლობის მაგალითი, ამჯერადაც ამიტომ მოიქეცი ასე: ჩვენ, სათნოებებს მოკლებულთ, მოგვწერე, საქმითა და სიტყვით უსწავლელთ სწავლება გვთხოვე და ჩვენს ძალებს აღმატებული საქმის აღსრულება გვიბრძანე. მაგრამ ვიტყვი, ყოველგვარ სათნოებათა დედის - მორჩილების - უღელზე უარის თქმის რომ არ მეშინოდეს, ჩემს ძალას აღმატებულ საქმეს ვერ შევეჭიდებოდი.

რადგანაც ამგვარ საქმეებს იძიებ, საკვირველო მამაო, იმათგან გმართებდა, გესწავლა, რომლებმაც კარგად იციან სათნოების საქმე, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ მოსწავლეთა ხარისხში ვიმყოფებით, და არა მასწავლებელთა; მაგრამ ღმერთშემოსილი მამები და მორჩილების მოძღვრები მორჩილებას იმას უწოდებენ, როცა ადამიანი წინამძღვრის სიტყვისამებრ შეუორგულებლად შეებმება საკუთარ ძალებს აღმატებულ საქმეს. ამიტომ ჩემს ძალაზე უდიდესი საქმე სიმდაბლით აღვასრულე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩემი ნათქვამი რაიმეში გამოგადგებოდა, რადგან, ჰოი, წმიდაო მამაო, მეც და ყველა გონიერმა ადამიანმა ვიცით, რომ შენი გონება ყოველგვარი ბნელი ვნებისგან განწმენდილია, დაუბრკოლებლად აღწევს საღმრთო ნათელს და ბრწყინავს მის მიერ.

და რადგან ურჩობისგან მოწეული სიკვდილის მეშინია, როგორც დახელოვნებული მხატვრის მორჩილი, ერთგული, გლახაკი და უვარგისი მონა, მწირი და უსარგებლო ცოდნითა და უძლური სიტყვით, შიშითა და სურვილით დავემორჩილე შენს წმიდა ბრძანებას. მე მხოლოდ მელნით დავწერე სიცოცხლის სიტყვები, ჰოი, მოძღვართა წინამძღვარო, და შენთვის, როგორც სულიერი ფიცრების აღმავსებლისთვის, მომინდია მათი კეთილად შემკობა, ჩემი ნაწერის ნათელყოფა და ყოველგვარი ნაკლის სრულყოფა.

როგორც ვახსენე, აქ დაწერილს შენდა სასწავლებლად კი არ ვაგზავნი, არასოდეს, წმიდაო, რადგან შენ თვითონ შეგიძლია ასწავლო მრავალს, თავად ჩვენც, და განგვამტკიცო საღმრთო საქმესა და სწავლაში; არამედ, ჰოი, მოძღვართა მოძღვარო, იმ საღმრთო კრებულისთვის დავწერე, რომელიც ჩემთან ერთად შენს მორჩილებაშია. ამიტომ შენი და მათი ლოცვებით, უფლის იმედით მცირედ შემიმსუბუქდა უსწავლელობის სიმძიმე, კალმის აფრა აღვმართე, სიტყვების საჭე თქვენს ლოცვებს მივანდე და თქვენი ბრძანებისამებრ ვიწყებ სიტყვას.

მაგრამ ვინც ჩემს ნათქვამს წაიკითხავთ და მასში რაიმე სასარგებლოს ნახავთ, ყველას გთხოვთ, ეს ჩვენი წმიდა მამის დამსახურებად შერაცხოთ, რომელმაც ამ საქმის აღსრულება გვიბრძანა, ხოლო ჩემთვის მხოლოდ მცდელობის გამო ილოცოთ. ნუ განსჯით სიტყვებს, რადგან უსარგებლო და სრულიად გაუნათლებელია, არამედ ჩემი გულმოდგინების გამო ილოცეთ, რადგან ღმერთი ძღვნისა და შრომის სიმრავლის გამო კი არ მიაგებს სასყიდელს, არამედ გულმოდგინებისთვის, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

წყარო:   http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=arti...

ნახვა: 115

ბლოგ პოსტები

U4gm POE2 How to Choose Your Next Stronghold Goal

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am 0 კომენტარი

Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…

გაგრძელება

5 Reasons Why U4GM Monopoly GO Partners Event Service Is Safe and Reliable

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am 0 კომენტარი

Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters