გსურს - ამბობს უფალი - შემკობა? - შეიმკე ჩემი სილამაზით, ან შეიარაღება? - შეიარაღდი ჩემით; ან შემოსვა? - შეიმოსე ჩემი სამოსლით; ან საჭმელი? - აგერ ჩემი სატრაპეზო; ან წასვლა? - იარე ჩემი გზით; ან მემკვიდრეობის მიღება? - მიიღე ჩემი მემკვიდრეობა; ან შესვლა მამულში? - შედი ქალაქში, რომლის მხატვარი და მშენებელი მე ვარ; ან სახლის აშენება? - ააშენე ის ჩემს სამკვიდრებელში.
მე არ ვითხოვ შენგან ჯილდოებს იმის გამო, რასაც გაძლევ, არამედ უნდა დაგაჯილდოვო კიდეც იმის გამო, რომ შენ ინებებ, ისარგებლო ყოველი ჩემი სიკეთით.
მე ვარ მამა, მე ვარ ძმა, მე ვარ სასიძო, მე ვარ სახლი, მე ვარ საკვები, მე ვარ სამოსელი, მე ვარ ფესვი, მე ვარ ფუძე, მე ვარ ყველაფერი, რაც უნდა გინდოდეს, არაფერში გექნება გასაჭირი. მე მოგემსახურები კიდეც, - რადგან: მე მოვედი იმისათვის, რათა ვემსახურო, და არა იმისათვის, რომ მე მემსახურონ (მათ.20. 28). მე ვარ მეგობარიც, წევრიც, თავიც, ძმაც, დაც, დედაც, მე ვარ ყველა, ოღონდ შენ იყავი ჩემი მეგობარი.
შენთვის მე ვარ ღარიბი, შენთვის მე ვარ გლახაკი, შენთვის მე ჯვარზე ვარ, შენთვის მე ვარ საფლავში, შენთვის ვშუამდგომლობ მამასთან ზეცაში, შენთვის მოვივლინე მიწაზე - მამის დესპანი. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ: ძმაც, თანამემკვიდრეც, მეგობარიც, წევრიც.
კიდევ რაგინდა? რისთვის არიდებ პირს მას, ვისაც უყვარხარ? რისთვის იღწვი სოფლისათვის, რისთვის ასხამ დამსხვრეულ ჭურჭელში? ამის მსგავსია შრომა ამქცეყნიური ცხოვრებისთვის. რისთვის კვეთ ცეცხლს? რისთვის ურტყამ ჰაერს? რისთვის დარბიხარ ტყუილუბრალოდ? განა ყველა ხელოვნებას არ აქვს მიზანი? ეს ყველასათვის ცნობილია. მანახე შენი მიზანი ცხოვრებისეული ზრუნვისა. მაგრამ არ შეგიძლია მანახო: ყოველივე ამაოა (ეკლ. 1, 2 )
წავიდეთ საფლავებთან: სად არის ის, ვინც ოქროს ტანსაცმლით იმოსებოდა, ვინც ეტლში იჯდა, ვისაც ჰყავდა ლაშქარი, წინასწარმეტყველნი, ჰქონდა სამეფო სარტყელი, რომლის მიერ ზოგნი სიკვდილს მიეცემოდნენ, სხებს საპყრობილეში აგდებდნენ, ვინც თავისი ნება-სურვილისებრ აკვდინებდა და ათავისუფლებდა? მე ვერაფერს ვხედავ, გარდა ძვლებისა და ობობის ქსელისა. ყველაფერი ეს არის მიწა, ყველაფერი ეს არის გამონაგონი, ყველაფერი ეს არის სიზმარი და აჩრდილი, ცარიელი ნაამბობი და გამოსახულება.
ჰოი ნეტავ ამით მთავრდებოდეს უბედურება! მაგრამ ახლა პატივი, სიამოვნება, სახელი. - მხოლოდ აჩრდილია, მხოლოდ სიტყვებია. ხოლო ის, რაც მათგან წარმოიშობა, - უკვე აჩრდილი და სიტყვა არ არის, არამედ არსებობს და გადავა ჩვენთან ერთად იქ, და ყველასათვის გაცხადდება. მტაცებლობა, მომხვეჭელობა, მრუშობა, სიძვა და ურიცხვი ამის მსგავსი ცოდვები, იქნება ეს სიტყვით თუ საქმით დაწერილია არა სურათზე და არა გვამზე, არამედ -ზეცაში.
მაშ, როგორი თვალებით უნდა შევხედოთ ქრისტეს? თუ ადამიანს არ შეუძლია, უყუროს თვალებში მამას, როცა მის წინაშე დამნაშავედ გრძნობს თავს, მაშინ როგორ შევძლებთ, შევხედოთ მას, რომელიც უსასრულოდ მშვიდია, ვიდრე მამა? როგორ ავიტანთ მის ყოფას?. წმიდა იოანე ოქროპირი
ტეგები:
ამას ყოველდგე უნდა ვკითხულობდე...
khatuna zitanishvili დღეში რამდენჯერმეც :)
khatuna zitanishvili_მ თქვა:
ამას ყოველდგე უნდა ვკითხულობდე...
ნამდვილად...
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 2:28pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Stitches' Spotlight is one of the Halloween 2026 minigames in Adopt Me!, challenging players to collect as much Candy Corn as possible while avoiding dangerous red spotlights. With a maximum reward of 5,000 Candy Corn per round and a chance…
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am
0 კომენტარი
0 მოწონება
Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
© 2026 George.
•