მრუშობა ცოდვად ითვლებოდა ძველი აღთქმის პერიოდიდანვე, როგორც უწმინდურობა ბუნებისა, ბოროტად გამოყენება ბუნების მნიშვნელოვანი თვისებისა და დარღვევა ბუნების კანონთა.
ეს კანონი იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა, რომ დამნაშავე სიკვდილით ისჯებოდა. ახალ აღთქმაში ამ ცოდვამ სხვა დატვირთვა მიიღო, რადგან ადამიანთა სხეულებმა ახალი ღირსება შეიძინეს. ისინი გახდნენ ასონი ქრისტეს სხეულისა. უბიწოების დამრღვევი უღირსად ექცევა უკვე ქრისტეს, წყვეტს ერთობას მასთან, ქრისტეს ასოებს გარდაქმნის მეძავის ასოებად (1 კორ.6,15). მრუშობის ცოდვაში ჩავარდნილს განშორდება სულიწმინდა: შემცოდე ითვლება ჩავარდნილად მომაკვდინებელ ცოდვაში, რომელიც აკარგვინებს ცნობას და საწინდარია ჯოჯოხეთში გარდაუვალი დაღუპვისა და მარადიული ტანჯვისა. თუ ეს ცოდვა დროული სინანულით არ განიკურნება.
რა არის უბიწოება? ეს არის სათნოება, რომელიც მრუშულ ვნებას ეწინააღმდეგება: ეს არის სხეულის განშორება ცოდვაში უეჭველი ჩავარდნისაგან, გონებისა მრუშული აზრებისაგან, გულისა მრუშული მისწრაფებისაგან.
ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ მრუშულ ცოდვაში სხეულით დაცემა და გონებითა და გულით დაცემა ერთი და იმავე სიმძიმისა და მნიშვნელობის დანაშაულია. თავიანთ აზრს ისინი აფუძნებენ მაცხოვრის სიტყვებზე: „ყოველი რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა“ (მათ. 5,28). ეს სწორი არ არის, მაცხოვარი ამ სიტყვებს ამატებს ძველი აღთქმის მცნებას მათთვის, ვინც ცოდვად თვლიდა მხოლოდ ხორციელ მრუშობას, ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ გულის-სიტყუანი ბოროტნი, რომელშიც აღირიცხება მრუშული გულისთქმაც, გულისგან გამოვალს და შეაგინებს კაცთა (მათ. 15,19,20); (სიბ. სოლ.1,3) და სტაცებენ უბიწოებას – ღვთის ჭვრეტის საშუალებას. მრუშული გულისთქმებითა და გრძნობებით ტკბობა არის გულით მრუშობა და გაუწმინდურება ადამიანისა, რაც მას ღმერთთან ურთიერთობის უნარს ართმევს, სხეულით მრუშობა კი არის მთელი ადამიანური არსების შეცვლა სხვა სხეულთან შეერთებით (1 კორ.6,16) და არის სრული განშორება ღვთისაგან, სიკვდილი და დაღუპვა. პირველი
მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ, საჭიროა, გამოვფიხზლდეთ; ხოლო მეორედან გამოსვლისათვის, საჭიროა, აღვდგეთ, თავიდან დავიბადოთ სინანულით.
ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ შეუძლებელია ადამიანი გათავისუფლდეს სხეულის მორჩილებისაგან; ისინი თვლიან, რომ ასეთი მდგომარეობა არაბუნებრივია. ღმერთია სჯულის მდებელი და შემოქმედი ადამიანის ბუნებისა, მან ჩვენზე კარგად იცის, რა არის შესაძლებელი ჩვენთვის და რა არა, და ამიტომ სხეულებრივი და გულისმიერი უბიწოების მიღწევა შესაძლებელია და არ ეწინააღმდეგება ადამიანურ ბუნებას. ის არაბუნებრივია დაცემული ბუნებისთვის; უბიწოება უნდა იყოს მომუშაკებული და მოპოვებული. ხორბალი, ხილი, ნაყოფიერი ხეები თავისთავად არ იზრდება; როდესაც მიწა სათანადოდ იქნება მომზადებული და სასარგებლო მცენარეები დაირგება და დაითესება, მაშინ ისინი განსაკუთრებული სიუხვით აღმოცენდება ადამიანის საზრდოდ და ტკბობისათვის. დაუმუშავებელი მიწა იძლევა ღვარძლს და ბალახს - ცხოველების საკვებს. საჭიროა ღვაწლი: საგანი მოღვაწეობისა ღირსია იმის, რომ მისთვის გაწეულ იქნეს გაძლიერებული ღვაწლი.უბიწოება წმინდა წერილში იწოდება სიწმინდედ: „ესე არს ნებაი ღმრთისაი, სიწმინდე ეგე თქუენი, - ამბობს მოციქული, - განშორებად თქუენდა სიძვისაგან, ცნობად კაცად-კაცადისა თქუენისა თავისა თვისისა ჭურჭელი მოგებად სიწმიდით და პატივით, ნუ ვნებითა გულის თქუმისაითა“
მეუღლეობრივად დაკავშირებულთათვის სიწმიდე მდგომარეობს ცოლ-ქმრის ურთიერთ ერთგულებაში. სიწმიდე ქალწულებისა და ქვრივებისა, ქრისტეს სძლებისა, მდგომარეობს ქრისტეს ერთგულებაში. და მათთვის არის ჩემი მწირი, მანუგეშებელი, გამამხნევებელი, უტყუარი სიტყვა - სიტყვა ნასესხები ჭეშმარიტი სწავლებიდან; წმიდა მამათა მიერ ახსნილი ღვთის ყოვლადწმიდა სიტყვისა და მათი წმიდა გამოცდილებებიდან.
როდესაც უფალმა მოსეს სჯულით დაშვებული თვითნებური განქორწინება აკრძალა და გამოაცხადა, რომ ღვთის მიერ შეუღლებულთ კაცნი ნუ განაშორებენო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მეუღლეთაგან ერთ-ერთი სიძვის ცოდვით დაარღვევს კავშირს ერთხორცობისას, მაშინ მაცხოვრის მოწაფეებს აღეძრათ კითხვა უქორწინებლად ცხოვრებაზე, ამაზე მაცხოვარმა უპასუხა: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყუა ეგე. არამედ, რომელთადა მიცემულ არს... რომელი შემძლებელ არს დატენვად, დაიტიენ“ (მთ. 19-11,12) ვინ არის შემძლებელი დატევნად? რა ნიშნით უნდა იმსჯელოს და შეიცნოს თითოეულმა ჩვენგანმა თავისი უნარი და უუნარობა უქორწინებელი ცხოვრებისათვის? პასუხი ვისესხოთ წმიდამამათა ნაწერებიდან: ჩვენი ნებაყოფლობიდან გამომდინარე „უნარი ეძლევა მთხოვნელს ღვთისაგან გულწრფელობის გამო, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი: „ითხოვდით, - თქვა უფალმა და მოგეცეს თქუენ, ყოველი, რომელი ითხოვდეს, მიიღოს“ (მთ.7-7,8). თხოვნის გულწრფელობა მტკიცდება მისი შესაფერისი ცხოვრებითა და მუდმივობით, თუნდაც აღსრულება გადაიდოს მეტნაკლები დროით. რომლითაც ბერი ძლიერდება. იმარჯვებს და ცვლის დაცემულ ბუნებას, - მეტყველებს მის ჭეშმარიტ ნებაყოფლობაზე. დამარცხება და შეცვლა ბუნებისა ხელეწიფება მხოლოდ ღმერთს. „სადაც დამარცხებულია ბუნება, - ამბობს წმიდა იოანე კიბისაღმწერელი, იქ იცნობა მისვლა მისი, ვინც ბუნებაზე მაღლაა“ (სიტ.15, თავი 8). ბუნებრივ მიდრეკილებებს ღმერთი ცვლის იმ ადამიანში, ვინც საკუთარ თავზე დამოკიდებული ყველა საშუალებით ადასტურებს გულწრფელ სურვილს ამ მიდრეკილებების შეცვლისას, მაშინ სული ღვთისა შეეხება ადამიანის სულს, რომელიც მთელი თავისი აზრებითა და გონებით მიემართება ღვთისაკენ. კარგავს თანაგრძნობას ხორციელი გულისთქმის საგნებისადმი (წმ. ისააკ.ასური. სიტ. 43 და 38). მაშინ თვით სხეულიც მიისწრაფის იქით, საითაც მიისწრაფის სული.
ნებაყოფლობის მიზეზით, გამოცდილებით დამტკიცებულია და დადასტურებულია, რომ მრავალი, ვისაც არ შეუცნია ქალი, იმყოფებოდა ცხოვრების ბოლომდე ამ ნეტარ მდგომარეობაში და ინარჩუნებდა ქალწულობას. სხვები ცოლქმრული ცხოვრების შესახებ იცავდნენ უბიწო ქვრივობას: ზოგმა გარყვნილი ცხოვრებიდან გადაინაცვლა წმიდა და უმანკო ცხოვრებაში; ბოლოს კი ზოგიერთნი მერყევი ბუნების მქონენი, კვლავ სინანულით დაუბრუნდნენ დაკარგულ უმანკოებას. ყველა ისინი არა მხოლოდ თავს იკავებდნენ სხეულით მრუშობაში ჩავარდნისგან, არამედ შეუდგნენ ბრძოლას გულისთქმებთან და ვნებიან გრძნობებთან, წინ აღუდგნენ, გაიმარჯვეს მათზე, მიიღეს ღვთისაგან თავისუფლებასიწმიდისა, რომელიც სრულიად შორსაა ცოდვასთან ურთიერთობისგან.
ასე წყდება ზემოქმედება უამინდობისა მგზავრზე, როდესაც იგი შევა კეთილმოწყობილ სახლში, თუნდაც ამინდი კიდევ უფრო მეტად აირიოს. ძვირფასო ძმებო, ბერებო! ნუ მივაქცევთ ყურადღებას ეშმაკის აზრს, რომელიც ცდილობს, ჩაგვინერგოს უნდობლობა ჩვენს მიერ არჩეული გზისადმი. ნუ მივაქცევთ ყურადღებას ადამიანთა რჩევებსა და მოსაზრებებს, გამოთქმულს უცოდინარობით ანდა უზნეობითა და ბოროტგანზრახეულობით. გვჯეროდეს ღვთისა, რომელმაც აღგვითქვა შეწევნა და შესმენა ჩვენი თხოვნისა; თუ ჩვენ ვიქნებით მისი ერთგულნი, რაც უნდა დავამოწმოთ მუდმივი
მისწრაფებით ღვთისაკენ და მუდმივი სინანულით ჩვენი გადახრების გამო ამ მისწრაფებიდან, შეუძლებელია არ ჩავვარდეთ დიდ თუ მცირე გადახრაში, ჩვენი უძლურების შეზღუდულობისა თუ ცოდვის მიერ დაზიანებული ბუნების, ან კიდევ ჩვენი უხილავი მტრების ცბიერებითა და უსასრულობამდე მოქმედი საცდურების გამო. დიდხანს არ მოგვიწევს გარჯა! ცოტა ხნით დავიტანჯებით ჩვენს თავთან ბრძოლაში! მალე დადგება ჟამი სიკვიდილისა, რომელიც მოგვაცილებს ბრძოლის ტანჯვას და ცოდვაში ჩავარდნის საშიშროებას. ოჰ! ნეტავ კი იმ წუთს მარადიულობის კარიბჭეში ვიხილოთ ზეციური მამა და მოვისმინოთ მისი მანუგეშებელი ხმა: „კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“ (მთ.25,23). ამ წუთამდე უნდა მივაღწიოთ მამაცურად, არ მივენდოთ არაფრით ჩვენს სხეულს, არ ვენდოთ ჩვენს უვნებობას - არც მოჩვენებითს, არც ჭეშმარიტს. საკუთარ თავს მინდობილებმა. რადგან დაიჯერეს, რომ ჩაკლეს ხორციელი სურვილები. უვნებლობასმიაღწიეს და მადლიან მდგომარეობას, საშინელ განსაცდელში ჩაცვივდნენ.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?
The Anatomy of a Pop Hit
Pop tunes are built to be infectious. With their…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•