ნუ დავიჯერებთ სისულელეებს, მისნები რომ გვიწინასწარმეტყველებენ ხოლმე. მეტყვით, მაშ რატომაა, რომ რასაც გვეუბნებიან ყველაფერი გვიხდებაო? იმიტომაც გიხდებათ, რომ გჯერათ, თუმცა ისიც საკითხავია, მართლა გიხდებათ თუ არა. მისანი გიმონებს, მთელი შენი ცხოვრების ბატონ-პატრონად იქცევა და როგორც უნდა ისე გათამაშებს. მითხარი, ავაზაკთა წინამძღოლმა რომ უფლისწული ჩაიგდოს ხელში, რომელიც მასთან მივიდა და შეიყვარა ტყე და იქაური ცხოვრება, შეუძლია თუ არა უწინასწარმეტყველოს, მოკვდება თუ იცოცხლებს? რა თქმა უნდა შეუძლია. რატომ? იმიტომ კი არა, რომ მომავალს ჭვრეტს, არამედ იმიტომ რომ მის ხელთაა დაღუპვაცა და ხსნაც ამ უფლისწულისა, რომელმაც ბატონად გაიხადა იგი. თუ ეტყვის მდიდარი იქნებიო ან თუ ეტყვის ღარიბი იქნებიო, ესეც მასზე ჰკიდია. ასეა ამ სოფელშიც: ადამიანთა უმეტესობა ხომ ეშმაკს დაემონა.
მეორე მხრივ, ამ მატყუარებს ისიც ძალიან შველის, რომ კაცი მათ დაჯერებას ეჩვევა, მცდარ წინასწარმეტყველებას არავინ აქცევს ყურადღებას, ახდენილზე კი ბევრს ლაპარაკობენ. თუ მართლა აქვთ რაიმე ძალი წინასწარმეტყველებისა, მიჩვენე მე, მორწმუნეს. ამას ქადილით როდი ვამბობ. არ ღირს იმით თავის მოწონება, რომ მათი არ მჯერა. ცოდვილი კაცი ვარ, მაგრამ მათ კი არ დავემორჩილები, სასაცილოდაც ავიგდებ. მომგვარე რომელიმე თქვენი მისანი, დე მითხრას, რა მომელის ანდა ხვალ რა მომივა. მაგრამ ვერ მეტყვის, რამეთუ უფლის ხელმწიფების ქვეშე ვარ და მისანს ჩემზე არავითარი ძალა და გავლენა არ გააჩნია. მე შორსა ვარ მისი ქსელებისა და ორმოებისგან, მე მეუფეს ვემსახურები.
კი მაგრამო, მეტყვი, აი ამა და ამ კაცმა მოიპარა, მისანმა კი გამოიცნო ვინაა ქურდიო. მაგრამ ეს ყოველთვის არ მართლდება, უფრო ხშირად მათი ნათქვამი მცდარი და სულელურია. მისნებმა არაფერი იციან, და თუ ზოგჯერ მაინც ახდება ხოლმე რაღაც, ისიც შემთხვევის ბრალია. ჩვენი წინასწარმეტყველები კი არასოდეს ცდებიან, ისე არ ხდება, რომ ერთს სწორად ამბობდნენ და მეორეს - არასწორად, არამედ მათი ყოველი ნათქვამი ჭეშმარიტია და სწორედ ესაა წინასწარხედვა. ამიტომაც გამცნებთ თქვენ, მოეშვით ამ სისულელეს, თუ გწამთ ქრისტე. და თუ არ გწამთ, რატომ ირცხვენთ თავს, რატომ სცდებით? „ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა?” (IIIმეფ. 18,21). რისთვის დადიხარ მისანთან, რისთვის ეკითხები რჩევას? რაკი მიხვედი და აზრი ჰკითხე, უკვე დაემონე, რამეთუ, როდესაც ეკითხები, იგულისხმება, რომ გჯერა მისი. არაო მეტყვი, იმიტომ კი არ ვეკითხები რომ მჯერა, არამედ იმიტომ, რომ გამოცდა მინდა მისიო. მაგრამ რადგანაც გამოცდას უწყობ, მაშ, არც იმაში ხარ დარწმუნებული, რომ გატყუებს; უბრალოდ გეეჭვება. რატომ ეკითხები, რა მოხდებაო? მისნები რომ გეუბნებოდნენ, ესა და ეს მოხდება და ეს გააკეთე, ამას კი ნუ იზამო, კიდევ არ იქნებოდა ისეთი უგუნურება მათი დაჯერება, თუმცა ესეც კერპთმსახურებაა და ამასაც უნდა ვერიდოთ. და მით უმეტეს, თუ მომავლის წინასწარმეტყველებას ბედავენ, მათი მორჩილი ზედმეტი ჭირის მეტს ვერაფერს იძენს: მისნობა არ უხდება და ამაოდ კი იტანჯება. მომავლის ცოდნა რომ ჩვენთვის საჭირო ყოფილიყო, ღმერთი არ დაგვიმალავდა, შური არ სძლევდა მას, ვინც გვამცნო ზეციური საიდუმლოებები. „ყოველი რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ“ (იოანე 15, 15), ამბობს უფალი; და იქვე: „არღარა გეტყვი თქუენ მონად... ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად“ (15, 14). რატომ არ გამოგვიცხადა ღმერთმა მომავალი? უნდა, რომ საერთოდ არ ვზრუნავდეთ ხვალისათვის. ასე შურის გამო როდი მოგვექცა, ძველებს ხომ ხშირად უწინასწარმეტყველებდა ხოლმე, თუნდაც ვირის ამბავი გავიხსენოთ ( I. მეფ. 9) იმათ იმიტომ უწინასწარმეტყველებდა, რომ ბავშვებს ჰგავდნენ. ჩვენ კი აგვარიდა საზრუნავი - შეუცნობელის ცნობა, რამეთუ სურდა, არ გვეფიქრა ხვალეზე. სანაცვლოდ კი რა გაგვიმხილა? ის, რაზედაც ძველებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. ყოველივე, მათთვის გაცხადებული, უმნიშვნელოა, ჩვენ კი ვიცით, რომ მოგველის აღდგომა, რომ უკვდავნი და უხრწნელნი ვიქნებით, რომ ყოველივე ამა სოფლისა წარვალს, რომ ჩვენ ცად აღვიყვანებით, რომ ბოროტნი დაისჯებიან, და კიდევ ბევრი რამ ვიცით ისეთი, რაც უტყური სიმართლეა, განა ამ ჭეშმარიტებების ცოდნა არ სჯობს იმის ცოდნას, რომ დაკარგული ვირი მოიძებნება? ვთქვათ და იპოვე ეს ვირი. მერე რა? ხომ შეიძლება ისევ დაკარგო? ან თუ არ დაკარგავ, სიკვდილის ჟამს თვითონვე დატოვებ მას მიწაზე. ხოლო ის სიკეთეები, ახლახანს რომ ჩამოვთვალე, თუ მოვინდომებთ, ყოველთვის ჩვენთან დარჩება. მაშ მოდი, ამას ვეცადოთ: მარადიული და უცვალებელი სიკეთეები ვეძიოთ, ნუ ვუსმენთ მისნებს, ცრუ წინასწარმეტყველებსა და მკითხავებს, არამედ შევუდგეთ ღმერთს, რომელმაც ყოველივე იცის და ყოველივეს ხედავს: მაშინ ჩვენც ყველაფერი გვეცოდინება, რისი ცოდნაც ჩვენთვის საჭიროა, და საუკუნო სიკეთეებს დავიმკვიდრებთ.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•