მღვდელ კ-ს - მსოფლიო კრიზისის შესახებ
მე მეკითხები, კაცო ღვთისა, ამჟამინდელი კრიზისის მიზეზსა და მნიშვნელობაზე. ვინ ვარ მე, რომ ამ უდიდესი საიდუმლოს შესახებ მეკითხები? „ილაპარაკე, თუ დუმილზე უმეტესი რამე გაქვს“. - ამბობს მღვდელმთავარი გრიგოლ ღვთისმეტყველი. და თუმცაღა მე ვთვლი, რომ ეხლა მდუმარება ყველა სიტყვაზე უმეტესია, მაინც, შენდამი სიყვარულის გამო მოგწერ, რას ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით.
„კრიზისი“ - ბერძნული სიტყვაა, თარგმანში იგი „სასჯელს“ ნიშნავს. წმიდა წერილში სიტყვა „სასჯელი“ მრავალგზის გამოიყენება. ასე, მაგალითად მეფსალმუნესთან ვკითხულობთ: „ამისთვის არა აღდგენ უღმრთონი სასჯელსა“ (ფს. 1,5). შემდეგ ისევ: „წყალობასა და სამართალსა გქებდე შენ, უფალო“ (ფს. 100,1). ბრძენი მეფე სოლომონი წერს, რომ თითოეულს უფლისგან მოელის საშჯელი (იხ. იგავ. 29,26). თვით მაცხოვარმა თქვა: „არცაღა მამაჲ სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა“ (იოან. 5,22). პეტრე მოციქული კი წერს: „ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს“ (1 პეტრ. 4,17).
შეცვალე სატყვა „სასჯელი“ „კრიზისით“ და წაიკითხე: „წყალობას და კრიზისს გაქებდე“. „უფლისაგან მოუვა თითოეულს კრიზისი", „მამამ ყოველი კრიზისი აღსასრულებლად მისცა ძეს“, „კრიზისის დაწყების ჟამი პირველად უფლის სახლისგან დაიწყება“.
თავდაპირველად ევროპელები, თუკი მათ რაიმე უბედურება დაატყდებოდათ თავს, „კრიზისის“ ნაცვლად ხმარობდნენ სიტყვა „სასჯელს“. ეხლა სიტყვა „სასჯელი“ შეცვალეს „კრიზისით“, გასაგები - ნაკლებად გასაგებით. თუ გვალვა დადგებოდა, ამბობდნენ: „ღვთის სასჯელი!“, წყალდიდობა - „ღვთის სასჯელი!“, იწყებოდა ომი ან ეპიდემია - „ღვთის სასჯელი!“, მიწისძვრა - „ღვთის სასჯელი!“, კალიების შემოსევა თუ სხვა უბედურებები, ყოველთვის ერთი და იგივე - „ღვთის სასჯელი!“. ეს ნიშნავს, კრიზისი გამოწვეული გვალვით, ომით და ეპიდემიით. და ეხლაც, ამჟამინდელ ფინანსურ-ეკონომიკურ კატასტროფას ხალხი აღიქვამს, როგორც ღვთის სასჯელს, მაგრამ უწოდებს მას არა „სასჯელს“, არამედ - „კრიზისს“. რამეთუ განმრავლდა უბედურება უგუნურებისაგან! ვიდრე წარმოითქმებოდა გასაგები სიტყვა „სასჯელი“, გასაგები იყო მიზეზიც, რომელმაც უბედურებამდე მიიყვანა, ცნობილი იყო მსაჯულიც, უბედურების მომავლენელი, და მიზანიც, რისთვისაც მოევლინა უბედურება. უმრავლესობისათვის ნაკლებადგასაგები სიტყვის „სასჯელის“ „კრიზისით“ შეცვლის შემდეგ, არავის შეუძლია ახსნას, თუ რისგანაა იგი, ან ვისგანაა, ან რისთვისაა. მხოლოდ ამით განსხვავდება დღევანდელი კრიზისი იმ კრიზისისაგან, რომელიც გამწვეულია გვალვით და წყალდიდობით, ომით ან ეპიდემიით, კალიების ან სხვა რამის შემოსევით.
შენ მეკითხები ნამდვილი კრიზისის, თუ ღვთის სასჯელის შესახებ? მიზეზი ყოველთვის ერთია. ყველა გვალვის, წყალდიდობის, ეპიდემიის და სხვა უბედურების მიზეზი იგივეა, რაც დღევანდელი კრიზისის: - ღვთისგან განდგომილება! ღვთისგან განდგომის ცოდვამ გამოიწვია ეს კრიზისიც და ღმერთმა მოავლინა იგი, რათა გამოაღვიძოს, გამოაფხიზლოს ადამიანები, რათა ისინი გონს მოეგნენ და დაუბრუნდნენ მას. ცოდვებისთვის არის კრიზისიც. და მართლაც, ღმერთმა გამოიყენა თანამედროვე საშუალებები ადამიანთა შთასაგონებლად: მან მიაყენა დარტყმა ბანკებს, ბირჟებს, მთელ ფინანსურ სისტემას, ამოუტრიალა დახლები ყველა ზარაფს, როგორც ეს მან ოდესღაც იერუსალიმის ტაძარში გააკეთა. გაუგონარი პანიკა გამოიწვია ვაჭრებსა და ხარკის ამკრეფებს შორის. აღაშფოთა, დაამხო, შერია, აამღვრია, შიში დათესა. და ყველაფერი ეს იმისათვის, რომ გამოიღვიძონ ქედმაღალმა ევროპელმა და ამერიკელმა ბრძნებმა, გონს მოეგონ, გაიხსენონ ღმერთი. იმისათვის, რომ მატერიალური კეთილდღეობის ნავთსაყუდელში მყარად მდგომებმა გაიხსენონ სული, აღიარონ საკუთარი უსამართლობა და მაღალ და ცხოველ ღმერთს თაყვანი სცენ.
რამდენი ხანი გასტანს კრიზისი? მანამ, ვიდრე ქედმაღალი დამნაშავენი არ აღიარებენ ყოვლადძლიერის გამარჯვებას. მანამ, ვიდრე ადამიანები არ მიხვდებიან, რომ გაუგებარი სიტყვა „კრიზისი“ გადაიყვანონ თავიანთ მშობლიურ ენაზე და სინანულის ოხვრით წამოიძახონ - „ღვთის სასჯელი!“
შენც, პატიოსანო მამაო, დაარქვი „კრიზისს“ „ღვთის სასჯელი“ და შენთვის ყველაფერი ნათელი გახდება.
სალამი შენ და მშვიდობა უფლისაგან!
ტეგები:
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am
0 კომენტარი
0 მოწონება
Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•