უბიწო და ღმრთისათვის სათნო ქცევა ესაა: აქეთ-იქით თვალების ცეცებას მოერიდე და მუდამ წინ იყურე, ამაოსმეტყველებას გაექეცი და მხოლოდ ისა თქვი რაც აუცილებელია, უბრალო სამოსი იკმარე, უბრალო საზრდელი მიიღე, შიმშილის დასაოკებლად და არა გემოთმოყვარეობის დასაცხრობად. ყველაფერი ცოტ-ცოტა ჭამე, ერთს ნუ შეიძულებ და მეორეს ნუ შეიყვარებ, და რაც გიყვარს, იმით ნუ ამოიყორავ მუცელს. ყოველ სათნოებაზე მაღლა დგას განსჯის უნარი. ღვინოს კი, თუ მეგობრები არ გწვევიან, ან თუ ავად არა ხარ, ან ძალიან სუსტად თუ არა გრძნობ თავს, საერთოდ ნუ დალევ. კაცი რომ ლაპარაკობს, სიტყვას ნუ გააწყვეტინებ, და რაიმეს თუ გკითხავენ, უმეცარივით ნუკი უპასუხებ, ბრძენთა სიმტკიცეს მოუხმე. სადაც არ უნდა იყო, უმცირესად შერაცხე თავი და სხვა ძმათა მსახურად. ნურასოდეს გაიშიშვლებ სხეულის რომელიმე ნაწილს, ნურავის სხეულს ნუ შეეხები რაიმე აუცილებლობის გარეშე და ნურც ნურავის მისცემ ნებას, ასეთივე მიზეზის გარეშე შეგეხონ. სიკვდილივით ერიდე კადნიერ ლაპარაკს. ძილშიაც უბიწოება დაიმარხე, რათა მფარველი ანგელოზი არ განგეშოროს, და თუ ეს შესაძლებელია, ეცადე ვერავინ გნახოს მძინარე. კარგი იქნება, თუ ვერც შენს ნახველს დაინახავს ვინმე. თუ ტრაპეზზე მჯდომს ხველება აგიტყდა, თავი უკან მიაბრუნე და ისე დაახველე. სმა-ჭამაც მორიდებული შეგფერის, როგორც შვილს ღმრთისას.
ხელს ნუ გაიწვდი იმის ასაღებად, რაც შენს მეგობარს შესთავაზეს. თუ შენთან ერთად ტრაპეზზე უცხო ზის, სთხოვე რაიმე იხმიოს, თან წესრიგი დაიცავი. წყნარად და მოკრძალებულად იჯექი, ნუ გაიშიშვლებ სხეულის რომელიმე ნაწილს. როდესაც ამთქნარებ, პირზე ხელი აიფარე, რომ სხვებმა ვერ დაინახონ, რამეთუ, თუ სუნთქვას შეიკავებ, მთქნარება გაგივლის. წინამძღვრის, მეგობრის ან მოწაფის სენაკში, რომ შედიხარ ეცადე ვერ დაინახო რა ნივთები აწყვია იქ. თუ გულისსიტყვა ამისკენ გაქეზებს, ნუ დაემორჩილები მას, რამეთუ ვინც ამ საქმეში მოურიდებელია, მისთვის უცხოა მონაზვნური სახე და თვით ქრისტე, ვინც ეს სახე მოგვანიჭა. თვალს ნუ მიაპყრობ შენი მეგობრის სენაკში იმ ადგილებს, სადაც ჭურჭელია შენახული. ჩუმად გააღე და დახურე შენი სენაკის კარიც, და შენი მეგობრის სენაკის კარიც. გაუფრთხილებლად ნურავისთან შეხვალ, ჯერ დააკაკუნე, ნებართვა სთხოვე და მერე მორიდებულად შედი.
მომაკვდინებელი შხამის დალევა გერჩიოს, ქალთან ერთად ჭამას, თუნდაც ეს დედაშენი ან შენი და იყოს. გველთან ერთად ძილი გერჩიოს, ჭაბუკთან ერთად ერთ ჭერქვეშ ძილს ან წოლას, თუნდაც ის შენი ხორციელი ძმა იყოს. თუ გზად მიდიხარ და ვინმე უფროსთაგანი გეტყვის, მოდი, ვიგალობოთო, დაემორჩილე. ხოლო თუ არავინ არაფერს არ გეუბნება, მდუმარე იყავ და გულში ადიდე ღმერთი. ნურავის ნურაფერში ეწინააღმდეგები, ნუ ედავები, ტყუილს ნუ იტყვი, ნუ დაიფიცებ უფლის სახელს. არად გაგდებენ? სხვას ნუ უზამ იგივეს. გულს გტკენენ? შენ ნუ ატკენ გულს. სჯობს ხორცი დაიღუპოს, ოღონდ სული არ დაზიანდეს. ნურავის გამოუტან განაჩენს, ხოლო თუ უსამართლოდ განგსჯიან, მოითმინე. გულით ნუ შეიყვარებ რაიმე ამსოფლიურს, დაემორჩილე წინამძღვრებსა და უფროსებს, მაგრამ მოერიდე მათთან სიახლოვეს, რამეთუ ესაა მახე, დახსნილ კაცთა დასაღუპად დაგებული.
შენ, გემოთმოყვარე კაცო, სტომაქის ამოვსებას რომ ლამობ, გიჯობს ანთებული მუგუზალი გადაყლაპო, ვიდრე მთავართა და მმართველთა მიერ შემოძლეული ტკბილეული. ყველას მიაწვდინე შენი მოწყალება და ყველასგან მიიღე შეურაცხყოფა. უფრთხილდი მრავლისმეტყველებას, რამეთუ იგი ღმრთისაგან მოვლენილ ფიქრებს აქრობს შენს გულში. ცოფმორეული ლომივით ერიდე დოგმატებზე მსჯელობას, ამაზე ნურც ეკლესიის შვილებს ესაუბრები და ნურც უცხოებს. სათოფეზე ნუ გაეკარები მრისხანე და ანჩხლ ადამიანებს, რათა შენს გულშიც არ დაიბუდოს გაღიზიანებამ და შენი სული ხიბლის ტყვეობაში არ აღმოჩნდეს. ამაყ კაცთან ერთად ნუ იცხოვრებ, რათა სულიწმინდის ძალამ არ მიგატოვოს.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am
0 კომენტარი
0 მოწონება
Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•