ვიფიქროთ ცოდვებზე, ზოგიერთები მსუბუქს რომ უწოდებენ, რომლებიც, მართალია, მომაკვდინებელი არაა, მაგრამ მაინც დიდი სიმძიმე აქვს და რომელშიც ჩვენ ნებისყოფის ნაკლებობის და სისუსტის გამო ვვარდებით: ცოდვა, რომელიც მსუბუქად გვეჩვენება, ასეთი არაა არც თავისთავად, არც მომაკვდინებელ ცოდვასთან შედარებით. მაგალითად, რომელიმე ტბას მცირე მაშინ ეწოდება, როდესაც მას დიდ ზღვას ვადარებთ, თუმცა სინამდვილეში იგი პატარა სულაც არაა, რადგან ბევრ წყალს შეიცავს. ასევე მცირე ცოდვა მხოლოდ მომაკვდინებელთან შედარებით გვეჩვენება მცირედ, თავისთავად აღებული, იგი დიდი ბოროტებაა. იმიტომ, რომ ცოდვა მცირეც და დიდიც - ერთი წყაროდან იღებს სათავეს - საღვთო კანონის დარღვევიდან, როგორც იოანე მახარებელი ბრძანებს: „ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვაი, მან უსჯულოებაიცა ქმნეს და ცოდვაი იგი არს უსჯულოებაი“ (1 იოანე 3, 4). იაკობ მოციქული კი ბრძანებს, რომ „რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ“ (იაკ. 2, 10).
ასე რომ, საყვარელნო, როგორ შეგვიძლია, მცირე ვუწოდოთ ჩვენს ჩვეულებრივ ცოდვებს, მაგალითად, სიცრუეს, ანდა იმას, როდესაც ვამბობთ: „ავირჩიოთ პატარა ბოროტება, რათა დიდი არ მოხდეს“. მრისხენება, საეკლესიო სათნოებების შესუსტება, შური, მწუხარება, რომელსაც ვგრძნობთ მაშინ, როდესაც ჩვენი მოყვასი წარმატებას აღწევს. ამაოდმეტყველება, დაუფიქრებელი საუბარი, ნაყროვანება, გემოთმოყვარება და სხვა მსგავსი?! როგორ შეიძლება ცოდვა იყოს მცირე, როდესაც ის დიდი ბოროტებისაკენ გვიბიძგებს?!
ნუ ჩავთვლით, რომ ეს ცოდვები, რომლებიც მცირედ გვეჩვენება, ღვთისთვის საძაგელი არ არის და ღვთის სასუფევლის დიდებას არ დაგვაშორებს. ჩვენ ვცდებით (ხიბლში ვართ), თუ ვთვლით, რომ რაღაც გავრცელებული ცოდვა, როგორიცაა, მაგალითად, ამაოდმეტყველება, ღვთის თვალში ბოროტება არ არის. უფალმა ხომ ძალიან ნათლად თქვა მის შესახებ: „ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ სიტყუაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა“ (მათე 12, 36).
როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთისათვის საძაგელი არაა ღორმუცელობა, მემთვრალეობა და სიცრუე, როდესაც თვით უფალმა ბრძანა, რომ იგი დაღუპავს „ყოველთა, რომელი იტყვიან სიცრუვესა“ (ფს. 5, 6) და რომ მოსწყურდებათ გამაძღართ: „ვაი თქუენდა გამაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის“ (ლუკა 6, 25). და აი, სახე იმისა, როგორ აზიანებენ მცირე ცოდვები სათნოებას და ამცირებენ ჩვენში ღვთაებრივ მადლს: თუ ბუზი ჩავარდება სურნელოვან მირონში, მაგრამ მას მალე ამოიყვანენ იქიდან, მირონის კეთილსურნელება არ დაზიანდება, ხოლო თუ ბუზი მასში დარჩება, მაშინ სურნელება სიმყრალედ გადაიქცევა, როგორც სულიწმიდამ ბრძანა ეკლესიასტეს პირით: „შხამიანი ბუზები აფუჭებენ და ალპობენ სურნელოვან ზეთს“ (ეკლ. 10, 1).
ასევეა მცირე ცოდვებიც - როდესაც სათნო და ღვთისმოშიში სული მათგან არ იწმინდება, მაშინ ისინი მას უდიდეს ზიანს აყენებენ, რადგან, თუკი დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან მასში, მაშინ სული მისკენ მიიდრეკს თავის ნებას; ასეთ შემთხვევაში კი მას განეშორება სათნოების სიწმინდე და ღვთაებრივი მადლის კეთილსურნელება, ასეთი სულისათვის კი სრულყოფილების მიღწევა ძალიან ძნელი ხდება. ასეთი ცოდვები აბინძურებენ სულს და ღვთის წინაშე საძაგელს ხდიან მას, რამეთუ თუკი თუნდაც ერთი ბოროტი ზრახვა ღვთის თვალში საძაგელი და საზიზღარია, როგორც სოლომონი ბრძანებს: „უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია“ (იგავნი 15, 26); და მარტოდენ აზრები, როდესაც ისინი მზაკვრულია, სულს უფლისაგან განაშორებენ („არასწორი სიბრძნე ღმერთს განაშორებს“ (სიბრძნ. 1, 3)), მაშ, რამდენად შორდება ღვთაბრივ სიყვარულს და მისი განუსაზღვრელი მადლისათვის საძაგელი ხდება ის ცოდვილი სული, რომელიც საქმით აღასრულებს ამ „მცირე“ ცოდვებს?
ჩვენ აუცილებლად უნდა ავარიდოთ თავი ცოდვებს, რადგან თუ მოვინდომებთ, რომ ღმერთსაც სათნო ვეყოთ და არც „მცირე“ ცოდვების მიტოვება გვსურს, მაშ, რა უნდა იყოს უფრო მეტად საძულველი ღვთისთვის, თუ არა ის, როდესაც გვსურს, ზეცა ჯოჯოხეთთან შევაერთოთ, სიბნელე - ნათელთან, ცეცხლი - წყალთან და სიწმინდე - ბოროტებასთან? მართალია, ეს ცოდვები „მცირედ“ გვეჩვენება, მაგრამ მათ უდიდესი სიმძიმე აქვთ, რამეთუ წმიდა ღმერთს განარისხებენ. ასევე, უდიდესი ბოროტება, რომელიც, შეიძლება ქმნილების მიმართ იყოს ჩადენილი, არაფერია იმასთან შედარებით, რაც შემოქმედის მიმართ არის ჩადენილი. შეგვრცხვეს იმ სიმსუბუქისა, რომლითაც ღვთისთვის არასათნო საქციელს ჩავდივართ. აღვასრულოთ ღვთის ყველა მცნება და გადავწყვიტოთ, რომ არათუ აღარ ჩავიდინოთ ეს მცირე ცოდვები, არამედ სრულიად აღარ დავუშვათ, რომ ჩვენი გული მათკენ მიიდრიკოს. თუ მცირე ცოდვებში ბუნებისა და ნებისყოფის უძლურების გამო ჩავვარდებით, ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენი გული გაერთოს ამით, არამედ შევიძულოთ ისინი, შევინანოთ, ვაღიაროთ და შევთხოვოთ უფალს, რომ მან თავისი მადლით განგვამტკიცოს, რათა კვლავ ამ ცოდვებს არ დავუბრუნდეთ.
ვიფიქროთ, აგრეთვე, იმ მრავალრიცხოვან ბოროტებაზე, რომელიც ჩვენი სულისათვის „მცირე“ ცოდვებს მოაქვს. როგორც ავადმყოფობა ასუსტებს ჩვენს სულს, ასევე პატარა ცოდვები განაშორებენ მას ყოველგვარ სიკეთეს და ასუსტებენ, როდესაც სპობენ სათნოებას, რომელსაც ადამიანისათვის კეთილსურნელოვანი სიწმინდე მოაქვს. თითოეული ცოდვა მსუბუქად კი გვეჩვენება, მაგრამ განგვაშორებს სულიერი ცხოვრების ნაყოფს, წმიდა საიდუმლოებებიდან შორს განგვაყენებენ და ხელს უშლიან უფალ იესო ქრისტესთან ჩვენს ერთობას, როგორც ილია წინასწარმეტყველი ბრძანებს: „მხოლოდ თქვენი უკეთურობანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის“ (ესაია 59, 2). ეს მცირე, მისატევებელი ცოდვა ჩვენს სულში სიყვარულს აციებს, კლავს სათნოებას, აშრობს ლმობიერების ცრემლებს, აქრობს სინანულს და ხელს უშლის ჩვენში ქრისტეს მადლის დამკვიდრებას. მაგრამ უფრო დიდი ბოროტებაა, როდესაც მცირე ცოდვებიდან ადვილად გადავდივართ მძიმე, მომაკვდინებელ ცოდვებზე, რომლებიც სრულიად ღუპავენ საბრალო ადამიანს. ეს ცოდვები აუძლურებენ სულის კეთილ მისწრაფებებს, ხელს უშლიან ღვთის შეწევნას.
ახლა შევხედოთ, როგორ გადავდივართ მცირე ცოდვებიდან დიდზე. ჩვენ უმნიშვნელოდ გვეჩვენება, როდესაც გაუფრთხილებლად ვათვალიერებთ მშვენიერ სახეს, მაგრამ მოდით, დავაკვირდეთ, თუ რომელ ცოდვებთან მიგვიყვანს ეს. სილამაზის თვალიერება საშუალებას აძლევს უწმინდურ ფიქრებს სრულიად მოგვიცვან, ისინი ჩვენს აზრებს იპყრობენ, შემდეგ უკვე იმის მისწრაფებაც გვიჩნდება, რომ მივწვდეთ ტკბობას, შემდეგ ცოდვის საქმით აღსრულებას ვიწყებთ, რამდენიმეგზის გამეორება ცოდვას ჩვევაში გადაზრდის, ჩვევა ჩვეულებაში გადადის და ბოლოს აუცილებლობად ყალიბდება. ასეთი მდგომარეობა სასოწარკვეთილებას ბადებს, რასაც მარადიული სიკვდილი მოაქვს. უფალმა ნაზარევლებს დაუდგინა, რომ არა მარტო ღვინო არ დაელიათ, არამედ, შემოუსვლელი ყურძნის ნაყოფი არ მიეღოთ და მისი წვენი არ ესვათ. ეს იმიტომ, რომ ვინც შემოუსვლელ ყურძენს შეჭამს, მერე შემოსულსაც გაუსინჯავს გემოს, აქედან წვენზე გადავა, წვენიდან - ღვინოზე, ღვინიდან - ლოთობაზე. ეხლა ჩვენ ვხედავთ, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს შეცოდებათა გრძელმა ჯაჭვმა, რომელიც „მცირე“ ცოდვიდან იწყება. ის, ვინც მცირე შეცოდებებს ყურადღებას არ აქცევს, დიდ ცოდვაში ვარდება. როგორც ამას „სიბრძნე ზირაქისა“ გვეუბნება: „მცირედთა არადჩამგდები თანდათან დაკნინდება“ (ზირ. 19, 1). და ბოლოს, წმიდა ოქროპირი ამბობს, რომ თუმცა თესლი მცირეა, მისგან დიდი ხეები ამოიზრდება. ასევე მელიებიც: - თუმცა პატარა მხეცები არიან, მაგრამ მთელი ვენახის დაღუპვა შეუძლიათ. მცირე ცოდვები ხომ მელიების მსგავსად ანადგურებენ სათნოებათა ყლორტებს. შედეგად ადამიანი თანდათანობით ირყვნება და ბოლოს უდიდეს ცოდვებში ვარდება.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•