ჩვენი საქმეების მიხედვით მოგვეგება მარადისობაში, უფრო სწორედ ჩვენი სულიერი განწყობის მიხედვით, რომელიც ჩვენივე ნებით წარმოიქმნება ჩვენში, მივიღებთ ღირსეულ საზღაურს:  მწველი სიამოვნებისათვის - გეენის ცეცხლს, უმეცრებისა და ცთუნების სიბნელისათვის - მარადიულ წყვდიადს, გაუმაძღრობისა და სიცრუის ჭიისათვის, რომელიც განლევს და გარყვნის ჩვენს გულს - დაუძინებელ მატლს. ყბედობისა და სიცილ-ხარხარისათვის - კბილთა ღრჭენას. ამპარტავნულ ქედმაღლობასა და გართობისათვის - დაცემასა და საშინელი სევდის უფსკრულს.

       უბრალოდ რომ ითქვას, თითოეული ჩვენი ნებაყოფლობითი მანკიერებისთვის სამართლიანად ვღებულობთ შესაბამის სასჯელს. ჰოი, რაოდენ საცოდავნი ვართ! რატომ არ დავაცხრეთ ჩვენი სხეულის სიმხურვალე მარხვითა და მღვიძარებით, საღმრთო სიტყვათა შესწავლით, - ისინი ხომ ვნებათა ცეცხლის მშვენიერი და ძლიერი დამშრეტელნი  არიან, - რათა შემდგომ არ გვეწიოს ცეცხლზე დაწვა! რატომ არ მივაჩვიეთ ჩვენი თვალები, ყურები და ენა ეცქირათ, ესმინათ და ელაპარაკათ ისე, როგორც ამას მათი ბუნება მოითხოვდა, რათა წყვდიადის დათმენა და გამოყრუებული სიჩუმის ატანა არ მოგვიხდეს. გავხადოთ ისინი ღვთაებრივი დიდების ჭვრეტის, სმენის და გამომეტყველების ორღანონი, რათა წმიდანებთან ერთად დავტკბეთ ღვთის ნათლის, სიტყვისა და სიბრძნის განცდით.

       ჩვენ რომ სიყვარულის ძალით მოგვეკვდინებინა სიძულვილის მატლი, სიმართლით მოგვეკლა სიცრუე, მაშინ ამ დაუძინებელი მატლისგან და სხვა საშინელებებისგან თავისუფალი ვიქნებოდით. არადა მთელი ჩვენი ცხოვრება სიძულვილსა და სიცრუეში გაგვყავს. სამართლიანია ღვთის სამსჯავრო. რასაც არ ვეძიებდით, ვერც მოვიპოვეთ. არ გაგვეღო ცათა სასუფევლის კარიბჭე, რადგანაც არ ვაკაკუნებთ კეთილი საქმეებით სათნოებათა კარზე; ვერც მარადიული ნეტარებით ვტკბებით, რადგანაც არ გვითხოვია ლოცვაში სულიერი ჭვრეტის მადლი. მიწიერ საგნებზე მიჯაჭვულებს მცირეოდენი სიყვარულიც კი არ გამოგვიჩენია ღვთაებრივისადმი. ამაოებით გავსვარეთ მთელი ჩვენი ცხოვრება. ყოველივე ამქვეყნიური კვამლივით განქარდა, ჩვენი დანაშაული კი დარჩება მარადჟამ.

       რისი იმედით, რომელ საქმეთა საფუძველზე მოველოდე საშინელი განაჩენის თავიდან აცილებას? როდესაც არავითარი სათნოება და სულიერი ხედვა არ გამაჩნია. მეშინია ხელფეხშეკრული მარადიული წყვდიადის მიწისქვეშეთში არ ვიქნე ჩაგდებული, რადგანაც საკუთარი ნებით შევკარი ვნებებით ჩემი სულის ქმედითი ძალები, და ყველანაირად ხელს ვუშლიდი მათ სახარებისეული ცხოვრების ღვთაებრივ გზაზე სიარულში. ვაი, რომ დაუსრულებელი სირცხვილი მომელის, თუკი არ შევიცვლები და არ განვთავისუფლდები მრავალი მანკიერი ჩვევისაგან! ო! რა ტირილი და მწარე ცრემლი, რა საზარელი კბილთა ღრჭენა მომელის, თუკი ახლა მაინც არ გამოვფხიზლდი, არ ჩამოვიბერტყე სიზარმაცისა და დაუდევრობის ღრმა ძილქუში, არ შემოვიძარცვე ცოდვის ბინძური სამოსი. თუ არა და სინათლის მაგივრად სიბნელე მომელის, სიხარულის ნაცვლად ტანჯვა, განსვენების ნაცვლად სასჯელი და იწროება.

       მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი, უფრო ზუსტად ყველაზე მძიმედ ასატანი, რისი თქმაც კი მიმძიმს (ჰოი რაოდენ მტკივნეული მოსათმენია! შემინდე ქრისტე და გვიხსენ ყველანი ამ ტკივილისაგან!): ესაა განშორება ღმერთთან და წმიდანებთან და მარადიული ერთობა ეშმაკთან და მის უწმინდურ დემონებთან, რომლებთან დაშორების იმედიც ნუ გვექნება ჩვენი საქმეებიდან გამომდინარე. რადგანაც ვისთანაც ამქვეყნად აირჩიეთ ერთობა, თანაც შეგნებულად და სიამოვნებით, სწორედ მათთან გვექნება სრულიად სამართლიანი, თუმცა უკვე არასასურველი ერთობა მარადისობაში. მათთან ერთად დავისჯებით და რა არის უფრო მტანჯველი და საშინელი ყოველგვარ ტანჯვა-წამებაზე, თუ არა მოძულეთა და მოძულებულთა საზოგადოებაში მუდმივი ყოფნა, და, რაც მთავარია, განშორება მოსიყვარულესთან და ყველასთვის საყვარელთან. რადგანაც ღმერთი, რომელიც თავისი ბუნებით სიყვარულად იწოდება, სჯის რა სამართლიანად, თვით  დასჯილებიც კი არ განიცდიან მის მიმართ სიძულვილს და თავად უფალსაც არ სძულს განსჯილები, რადგანაც თავისი ბუნებით თავისუფალია ყოველგვარი ვნებისაგან.

ნახვა: 299

ბლოგ პოსტები

U4gm POE2 How to Choose Your Next Stronghold Goal

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am 0 კომენტარი

Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…

გაგრძელება

5 Reasons Why U4GM Monopoly GO Partners Event Service Is Safe and Reliable

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am 0 კომენტარი

Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters