თქვენ მეკითხებით: რა აზრისა ვარ კაცობრივი სიბრძნის შესახებ. ადამიანთა მოდგმა დაცემის დღიდანვე შეუდგა მიწის დამუშავებას, ამქვეყნიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე, უამრავი ყოფითი საზრუნავი და საფიქრალი გაუჩნდა. მოკლედ, ადამიანისათვის უპირველეს მოთხოვნილებად იქცა მატერიალური მხარის დაკმაყოფილება, რაც ჩვენი საუკუნის უმნიშვნელოვანესი დამახასიათებელი ნიშანია.

       კაცთა დაცემას მოჰყვა აგრეთვე სხვადასხვა მეცნიერებათა განვითარება, რაც დაცემული ადამიანის აზროვნების ნაყოფია. შთაბეჭდილებებისა და უმწიფარი ცოდნის დაგროვება დაცემულ სამყაროში ცხოვრების უმთავრესი შედეგია. განსწავლულობა მიხრწნილი ადამიანის სულის ლამპარია, რომელიც ანათებს იმ ადგილს, სადაც “სიბნელე უკუნეთისა 

       სუფევს უკუნისამდე”. მაცხოვარმა შეძლო დაცემული ადამის მოდგმისათვის იმ ლამპარის უკან დაბრუნება, რომელიც მათ შემოქმედისაგან ებოძათ ოდესღაც, შესაქმის ჟამს და რაც შეცოდებისთანავე დაჰკარგეს. ეს ლამპარი სულიწმიდაა, სული ჭეშმარიტებისა, განბრძნობილი სრული ჭეშმარიტებით, გამომეძიებელი ღვთაებრივი სიღრმეებისა, დაფარულ საიდუმლოთა გამომაჩინებელი, ადამიანის სულისათვის იმ ცოდნის მიმნიჭებელი, რომელიც მისთვის საჭირო და აუცილებელია. მეცნიერს, რომელსაც სურს ჩაუღრმავდეს სულიერ სიბრძნეს, პავლე მოციქული ასე მიმართავს: “უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ-იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ” (1 კორ. 3-18). ჭეშმარიტად, განსწავლულობა თავისთავად სიბრძნე როდია, არამედ ლტოლვა სიბრძნისაკენ. დაეუფლო ჭეშმარიტ შემეცნებას, რომელიც უფალმა უბოძა კაცთა მოდგმას, მხოლოდ რწმენის გზით არის შესაძლებელი, ცოდვით დაცემული ადამიანის აზროვნებისათვის იგი შეუცნობელია და ამიტომ ჰიპოთეზებითა და ვარაუდებითაა სავსე ამგვარი მეცნიერება. კაცობრივი სიბრძნე წარმართთა და უსჯულოთა ხვედრია და მისი საფუძვლები სრულიად ეწინააღმდეგება სულიერ, ღვთაებრივ სიბრძნეს. შეუძლებელია ერთდროულად იყო ორივე სიბრძნის მიმდევარი - ან ერთს უნდა აქციო ზურგი ან მეორეს განუდგე დაუყოვნებლივ. დაცემული ადამიანი "ცრუ არს". მცდარი შეხედულებების წყალობით გაჩნდა “ცრუ აზროვნება”, ანდა მცდარ შეხედულებათა და აზრთა მთელი სისტემა, რომელიც გარეგნულად ჩანს, როგორც “აზროვნება”. სინამდვილეში კი აბდაუბდა და ბოდვაა ბორო-ტისაგან შეპყრობილი ადამიანის გონებისა, რომელიც ცოდვისა და დაცემის სასიკვდილო წყლულითაა დაავადებული. გონების ამგვარი სნეულება ნათლად გამოსჭვივის ფილოსოფიურ მეცნიერებებში.

 

ნახვა: 303

ბლოგ პოსტები

U4gm POE2 How to Choose Your Next Stronghold Goal

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am 0 კომენტარი

Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…

გაგრძელება

5 Reasons Why U4GM Monopoly GO Partners Event Service Is Safe and Reliable

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am 0 კომენტარი

Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters