"წმინდა სახარებაში, პირველი ადგილი სიყვარულს უჭირავს… ქრისტე თავად არის სიყვარული. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა არის ყველაზე დიდი სათნოება, მან უპასუხა: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულიერი ძალით და შეიყვარო მოყვასი როგორც თავი შენი, ვინაიდან კანონი და წინასწარმეტყველება ამ ორ მცნებას ეფუძნება. ყველა სათნოება კარგია, თუმცა ნებისმიერ კეთილ საქმეს, ნებისმიერ ქველმოქმედებას საფუძველი სიყვარულის გარეშე არ ექნება. სიყვარულია შენდობის თხოვნის საფუძველი, რადგან სიყვარულმა არ იცის რას ნიშნავს სიძულვილი… სიყვარულია – წყარო მოწყალებისა და ყოველგვარი სიკეთისა. სიკეთე მხოლოდ მაშინ არის სიკეთე, თუკი იგი სიყვარულით კეთდება… რა მშვენივრად წერს ერთი წმინდა მამა: “სიკეთე სიკეთეა მხოლოდ მაშინ, როდესაც “კეთილად კეთდება”. სულ პატარა სიკეთეს, რომელიც სიყვარულით კეთდება, დიდი ფასი აქვს. ამ დროს იგი ბრწყინვალე და ძვირფას საჩუქრად გადაიქცევა. სიყვარული სათნოებების “დედად” არის აღიარებული. სიყვარული სიხარულსა და გულს აფართოვებს… მათ საკუთარ თავში აერთიანებს… სიყვარულის ხალიჩა კი თავმდაბლობით იქსოვება… ყოველგვარ ცუდს სიყვარული შლის და ანადგურებს. ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასის ნაკლს აღმოაჩენს და მის განსაკურნებლად იღვწის… სიყვარული ჩვენს “უფლებებზე” მოყვასის შენობას, მის წინსვლას, მის ცხონებას აშენებს! ღვთისნიერი სიყვარული კი არ “კლავს”, არამედ მსხვერპლს გაიღებს ძმისთვის! ჭეშმარიტი სიყვარულისთვის სრულიად უცხოა სიძულვილი. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს, მას სიძულვილი არ შეუძლია. ჩემო კეთილო ძმებო და დებო, დაე შევიყვაროთ ყოველი ადამიანი! დაე ვიღვაწოთ, რომ საკუთარი “მე” დავივიწყოთ და მის ადგილას “ჩვენ” დავამკვიდროთ!"
* * *
"ეცადეთ ცხონებას უპირველეს ყოვლისა სიყვარულის სათნოების საშუალებით. თქვენს მთავარ საზრუნავად უნდა იქცეს ის, თუ როგორ გავმდიდრდეთ სიყვარულით. თავად ღმერთია მასში, ვისაც აქვს სიყვარული, რადგან ღმერთი – “სიყვარული არს”… თუ ფული არა გაქვს, რომ მატერიალური მოწყალება გასცე, იცოდე, რომ ერთი ტკბილი სიტყვა, ერთი ლოცვა, ვინმეს მძიმე ხასიათის მოთმინებით ატანა, მოყვასისათვის გასაჭირში პრაქტიკული მხარდაჭერა და ა.შ. – მოწყალების გაცემა და სიყვარულის გამოხატულებაა… ღვთისნიერი სიყვარული პატიობს შეცდომებს, “გადაეფარება” და მალავს მცირე ნაკლს, უთმობს სიჯიუტეს, არ განიკითხავს, ამსხვრევს ყოველ ეგოისტურ ქმედებას… რა ბრწყინვალედ ბრძანებს წმ. იოანე ღვთისმეტყველი:“ღვთის სიყვარულმა ზეცა მიწასთან შეაერთა… ღვთის სიყვარულმა ადამიანი მეფის ტახტზე აიყვანა… ღვთის სიყვარულმა ღმერთი მიწაზე გამოაჩინა… ღვთის სიყვარულმა მონა ბატონად აქცია… ღვთის სიყვარულმა მტრების სიყვარულისთვის თავისი საყვარელი ძე გაიმეტა”…
* * *
"ის სიყვარულია ნამდვილი, რომელიც სათავეს ღვთის სიყვარულიდან იღებს.” ღმერთი სიყვარული არს…” როგორი საუცხოო, როგორი დიადი, როგორი გამოუთქმელი და ამავე დროს როგორი ადამიანურია წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეს გამონათქვამი: “ღმერთი სიყვარული არს…”. ყოველი ღვთიური ენერგია სიყვარულს მოიცავს, ყოველი მისი ქმნილება სიყვარულის შედეგია. ეცადე, რომ ჩვენი საკუთარი ცხოვრებაც სიყვარულად იქცეს. ერთი კეთილი სიტყვით, ერთი ღიმილით, ერთი გულისხმიერი, გულღია, კეთილი მოპყრობით ჩვენს მოყვასს მივუახლოვდეთ, რითაც უფლის სიტყვებისადმი: “იყუარებოდით ურთიერთას” – რწმენას გამოვხატავთ."
***
"სადღაც წავიკითხე: “სიყვარულზე რომ გიამბოთ – მარადიულობა არ გვეყოფა!” ნამდვილი სიყვარული, ლოგიკის ყოველგვარ კანონს არღვევს და საკუთარ გარემოში ღვთიური მადლი შემოჰყავს! დაე, გიყვარდეს არა ანგარებით, არა ანგარიშის გაწევით, არა იმით, რომ “სიყვარული უნდა აჩვენო”, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მცნება აღასრულო! ერთმა ადამიანმა უფალ იესო ქრისტეს მიმართა: ყველგან მოვიარე, შევიძინე განათლება და სიბრძნე, მაგრამ სადაც კი გეძებე, ვერ გიპოვე! იესომ კი უპასუხა: – ადამიანი – შენი მოყვასი უფრო მეტად შეიყვარე და მაშინ მიპოვი!"
ტეგები: Qwelly, ათონი, ბერები, დარიგებანი, რწმენა, სიყვარული, უფალი, ცხოვრება, ძალა
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am
0 კომენტარი
0 მოწონება
Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•