ყოველდღიურ საქმიანობას მოწყვეტილი მთელი მსფლიო დღეს ერთიანდება ლოცვისათვის და ზეიმისათვის. დღეს არ ჩანან მგზავრები გზაზე, არც ზღვაზე მეზღვაურნი, მიწათმოქმედმა გუთანი და ბარი მიატოვა და საზეიმო სამოსით შეიმოსა, სამიკიტნოები დაცარიელდა, გაქრა ხმაურიანი შეკრებები, როგორც ქრება ხოლმე ზამთარი გაზაფხულის გამოჩენისას. ყოფითი მღელვარება, შფოთი და ქაოსი სადღესასწაულო სიმშვიდემ შეცვალა. ღარიბი მდიდარივით იმოსება, მდიდარი ჩვეულებრივზე უფრო საზეიმოდ იცვამს, მოხუცი ყრმასავით მიიჩქარის ამ დღესასწაულზე, ავადმყოფი სენს სძლევს, ბავშვი სამოსს იცვლის და გრძნობებით ხარობს, რადგან ჯერ კიდევ არ ძალუძს იხაროს სულიერად; ქალწული სულით იხარებს, რადგან თავისი იმედების ნათელ საწინდარს ხედავს, ოჯახის დედა თავის ოჯახობასთან ერთად ზეიმობს: მისი ქმარ-შვილი, მოსამსახურეები და ოჯახის სხვა წევრები ერთად მხიარულობენ. როგორც ახალი, სულ ახლახანს წარმოშობილი ფუტკრის ნაყარი, რომელიც სკიდან პირვლად გამოფრინდა ჰაერზე და ერთად დასხდნენ ხის ერთ ტოტზე, ასევე ამ დღესასწაულზე ოჯახის ყველა წევრი ყოველი მხრიდან ისწრაფვის საკუთარი კერისაკენ. მართლაც, სამართლიანად ადარებენ ამ დღესასწაულს მეორედ მოსვლის დღეს, რადგან ერთიცა და მეორეც ადამიანებს ერთად კრებს. მაგრამ მეორედ მოსვლისას ყველანი ერთად შეიკრიბებიან, ახლა კი ნაწილ-ნაწილ. სიხარულსა და მხიარულებას რაც შეეხება, სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე უფრო ბედნიერია, ვიდრე მომავალი. მაშინ აუცილებლად იგლოვენ ისინი, ვისი ცოდვებიც გამხელილი იქნება, ახლა კი პირიქით, არ არიან ჩვენს შორის მწუხარენი, ახლა მართალიც იხარებს და ისიც, ვინც გული არ განიწმინდა, რადგან იმედოვნებს, რომ სინანულით გამოსწორდება. ეს დღე ყოველგვარ დარდს ამსუბუქებს და არ არსებობს ისეთი მწუხარე ადამიანი, ვინც ვერ იპოვიდა ნუგეშს ამ დღესასწაულში. ახლა თავისუფლდება ტყვე, მოვალეს ვალი შეენდობა, ეკლესიის კეთილი და კაცთმოყვარე მოწოდების გამო მონაც კი თავისუფლებას ღებულობს, თუნდაც მრავალი მძიმე დანაშაული ჩაედინოს. მისი ბატონი, ამ დღის პატივსაცემად, რომელიც სიხარულისა და კაცთმოყვარეობისადმი განგვაწყობს, ფარაონის მსგავსად , რომელმაც მწდე ბნელეთიდან გამოიყვანა, შეიწყნარებს განგდებულსა და შეურაცხყოფილს, რადგან იცის, რომ მეორედ მოსვლის დღეს თავადაც დასჭირდება შენდობა ღმრთისაგან და ამიტომ ამ წყალობის გაღებით, მაგიერს ელის, განაშორეთ მწუხარებით დამძიმებულ სულს დარდი, როგორც უფალმა განარიდა სიკვდილი ჩვენს სხეულს, დაუბრუნეთ პატივი შერცხვენილთ, გაახარეთ მწუხარენი. დაე, ყველასათვის ყვაოდეს ამ დღესასწაულის მშვენიერება. თუკი მიწიერის მეფის დაბადების დღეს გახსნიან ჯურღმულებს, მაშ განა ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვების დღეს არ ანუგეშებენ მწუხარეთ?! ღარიბებო, მიიღეთ სიყვარულით დღე, რომელიც დაგაპურებთ, უძლურნო და საპყარნო, შეეგებეთ განკურნების დღეს, მასში დაფლულია იმედი თქვენი აღდგომისა, რომელიც გიბიძგებთ მოშურნეობის სათნოებისაკენ და მანკიერებათა მოძულებისაკენ. რადგან თუ აღდგომის არსი გაქარწყლდა ჩვენში, მხოლოდ ერთი აზრით ვიცხოვრებთ: "ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკვდებით" (1 კორ. 15, 32).
წმიდა გრიგოლ ნოსელი
გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", № 15 (117), 2001 წ.
ტეგები: Qwelly, აღდგომა, აღდგომის_აღნიშვნა, გრიგოლ_ნოსელი, დარიგებანი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•